მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონბასის ომის ქრონიკები ახმეტელის თეატრის სცენაზე - უკრაინელი დრამატურგის სულისშემძვრელი პიესა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად გაცოცხლდა
დონბასის ომის ქრონიკები ახმეტელის თეატრის სცენაზე - უკრაინელი დრამატურგის სულისშემძვრელი პიესა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად გაცოცხლდა

"ჩვენ უფრო და უფრო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით დონ­ბასს, გა­და­ყი­რა­ვე­ბულ და გა­და­ბუ­გულ სახ­ლებს ჩა­ვუ­ა­რეთ, გზე­ბი დან­გრე­უ­ლია და მე ვფიქ­რობ - რო­გო­რი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი...“ - ეს სი­ტყვე­ბი თბი­ლი­სის სან­დრო ახ­მე­ტე­ლის დრა­მა­ტულ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გა­ის­მის...

იქ გა­სულ კვი­რას პრე­მი­ე­რის დღე­ე­ბი იყო. ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა - რე­ჟი­სორ­მა ირაკ­ლი გო­გი­ამ უკ­რა­ი­ნე­ლი დრა­მა­ტურ­გის - ნა­ტა­ლია ვო­როჟ­ბი­ტის პი­ე­სა "ცუდი გზე­ბი“ დად­გა. პი­ე­სა ქარ­თულ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გა­ცო­ცხლდა. სპექ­ტაკლში დონ­ბა­სის ომის ქრო­ნი­კე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბის ტრა­გე­დი­აა გად­მო­ცე­მუ­ლი - ის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ომმა ჩვენ გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლოს. ნა­წარ­მო­ე­ბი ქარ­თუ­ლად გი­ორ­გი ყა­ჯრიშ­ვილ­მა თარ­გმნა, ტექ­სტის სცე­ნუ­რი ვერ­სი­ის ავ­ტო­რი - ოთარ ქა­თა­მა­ძეა.

ირაკ­ლი გო­გია: - ბოლო წლებ­ში ჩვენ­თან არა­ერ­თმა უკ­რა­ი­ნელ­მა რე­ჟი­სორ­მა იმუ­შა­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან, ერ­თად ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­გვი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. 10-12 ფეს­ტი­ვალ­ზე მა­ინც ვართ ერ­თად ნამ­ყო­ფი... უკ­რა­ი­ნე­ლი დრა­მა­ტურ­გის ნა­ტა­ლია ვო­როჟ­ბი­ტის პი­ე­სე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ სცე­ნა­ზე იდ­გმე­ბა. ამ­ჯე­რად სპექ­ტაკ­ლი "ცუდი გზე­ბი“ სწო­რედ მისი პი­ე­სის მი­ხედ­ვით დავ­გით. ის დონ­ბა­სის ომის ქრო­ნი­კებ­სა და ადა­მი­ან­თა ტრა­გე­დი­ებს ასა­ხავს.

ეს ომი რომ და­ი­წყო, არ ვი­ცო­დი, რა რო­გორ უნდა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა, სცე­ნა­ზე რა უნდა დაგ­ვედ­გა. მა­ყუ­რე­ბე­ლი რაზე უნდა აგ­ვე­ღელ­ვე­ბი­ნა, რად­გა­ნაც უკ­რა­ი­ნა­ში სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბი და­ი­წყო. პირ­ველ დღე­ებ­ში მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვი­ყა­ვით ტე­ლე­ვი­ზო­რებს, რომ ახა­ლი რამ გაგ­ვე­გო. ერთი, რაც ვი­ფიქ­რე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა, არა ვთქვათ, ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, არა­მედ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის, თუ რა მოს­დით ომის დროს ადა­მი­ა­ნებს. რომ ისი­ნი რა­ღაც სტა­ტის­ტი­კის, ციფ­რე­ბის ნა­წი­ლი კი არ არი­ან, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ის­ტო­რი­აა...

ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის მოქ­მე­დე­ბა დონ­ბას­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში, სა­დაც ვინ მტე­რია და ვინ - მოყ­ვა­რე, ვერ იგებ. ჩვენ გვქონ­და წარ­სულ­ში ორი ომი და ვი­ცით, რა მტკივ­ნე­უ­ლია მე­გობ­რის თუ მე­ზობ­ლის ღა­ლა­ტი. ორ­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რომ ეს ტრა­გე­დია ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ხდე­ბა. ჩვე­ნი დიდი სურ­ვი­ლი იყო, კი­დევ ერთხელ გაგ­ვე­აზ­რე­ბი­ნა, რა ცუ­დია ომი, ის პო­ლი­ტი­კა, რა პო­ლი­ტი­კა­საც რუ­სე­თი ატა­რებს, რომ­ლის­გა­ნაც ქვეყ­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ზი­ან­დე­ბი­ან. იმე­დი და­ვი­ტო­ვოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა და კარ­გად იქ­ნე­ბა.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი სცე­ნი­დან კი ის არის, რომ ომი ყო­ველ­თვის უბე­დუ­რე­ბაა.

სპექ­ტაკ­ლის მხატ­ვრე­ბი არი­ან - ანა ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ბი­ლი­სე­იშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი - გი­ორ­გი ყა­უ­ლაშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ირა­ნელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა მეჰ­რან მირ­მი­რიმ იმუ­შა­ვა.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე, გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, ოთო ჩი­ქო­ბა­ვა, მა­მუ­კა მა­ზავ­რიშ­ვი­ლი, თა­მარ ბეჟუ­აშ­ვი­ლი, თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი: - არ­ცთუ ისე მარ­ტი­ვი სა­ნა­ხა­ვია ეს სპექ­ტაკ­ლი ემო­ცი­უ­რად, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ჩვე­ნამ­დე მო­დის, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, იმის­გან მა­ინც გან­სხვა­ვე­ბულ რა­მეს აწყდე­ბა თე­ატ­რში მო­სუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი. რე­ჟი­სორ­მა ირაკ­ლი გო­გი­ამ სცე­ნა­ზე ისე­თი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნა, რომ ჩვენ­თვის ახ­ლო­ბე­ლია, მათ შო­რის, აფხა­ზე­თის ომ­თან დიდი პა­რა­ლე­ლე­ბია. ზო­გა­დად უმ­ძი­მე­სია ადა­მი­ა­ნე­ბის ყოფა ომში... ისე­თი ტექ­სტე­ბია, რომ გა­დუ­მებს და გაბ­რკო­ლებს შემ­დგო­მი ტექ­სტი გა­აგ­რძე­ლო. ყვე­ლაფ­რი გა­ფიქ­რებს ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ზე. სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა ემო­ცი­უ­რად ჩვენ­თვის, მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის არ იყო ად­ვი­ლი. სცე­ნი­დან ვამ­ბობთ იმას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ რი­ცხვე­ბი არ არი­ან თა­ვი­ან­თი ტკი­ვი­ლით, ცხოვ­რე­ბით. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი, რაც დე­და­მი­წა­ზე შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, ეს ომია. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­მარ­თლოდ იწი­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი.

სერმინე
2

...ნეტა, ასე ოპერატიულად ჩვენს ტკივილზე დაგედგათ.

ავტორი:

დონბასის ომის ქრონიკები ახმეტელის თეატრის სცენაზე - უკრაინელი დრამატურგის სულისშემძვრელი პიესა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად გაცოცხლდა

დონბასის ომის ქრონიკები ახმეტელის თეატრის სცენაზე - უკრაინელი დრამატურგის სულისშემძვრელი პიესა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად გაცოცხლდა

"ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით დონბასს, გადაყირავებულ და გადაბუგულ სახლებს ჩავუარეთ, გზები დანგრეულია და მე ვფიქრობ - როგორი გაუბედურებულია ყველაფერი...“ - ეს სიტყვები თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრის სცენაზე გაისმის...

იქ გასულ კვირას პრემიერის დღეები იყო. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა - რეჟისორმა ირაკლი გოგიამ უკრაინელი დრამატურგის - ნატალია ვოროჟბიტის პიესა "ცუდი გზები“ დადგა. პიესა ქართულ სცენაზე პირველად გაცოცხლდა. სპექტაკლში დონბასის ომის ქრონიკები და ადამიანების ტრაგედიაა გადმოცემული - ის, თუ როგორ შეიძლება ომმა ჩვენ გარშემო ყველა და ყველაფერი შეცვალოს. ნაწარმოები ქართულად გიორგი ყაჯრიშვილმა თარგმნა, ტექსტის სცენური ვერსიის ავტორი - ოთარ ქათამაძეა.

ირაკლი გოგია: - ბოლო წლებში ჩვენთან არაერთმა უკრაინელმა რეჟისორმა იმუშავა, განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელებთან, ერთად ბევრი პროექტი განგვიხორციელებია. 10-12 ფესტივალზე მაინც ვართ ერთად ნამყოფი... უკრაინელი დრამატურგის ნატალია ვოროჟბიტის პიესები მსოფლიოს მრავალ სცენაზე იდგმება. ამჯერად სპექტაკლი "ცუდი გზები“ სწორედ მისი პიესის მიხედვით დავგით. ის დონბასის ომის ქრონიკებსა და ადამიანთა ტრაგედიებს ასახავს.

ეს ომი რომ დაიწყო, არ ვიცოდი, რა როგორ უნდა გაგვეგრძელებინა, სცენაზე რა უნდა დაგვედგა. მაყურებელი რაზე უნდა აგვეღელვებინა, რადგანაც უკრაინაში საშინელი ამბები დაიწყო. პირველ დღეებში მიჯაჭვული ვიყავით ტელევიზორებს, რომ ახალი რამ გაგვეგო. ერთი, რაც ვიფიქრე, გამეკეთებინა, არა ვთქვათ, ფსევდოპატრიოტული სპექტაკლი, არამედ მეჩვენებინა ის, თუ რა მოსდით ომის დროს ადამიანებს. რომ ისინი რაღაც სტატისტიკის, ციფრების ნაწილი კი არ არიან, არამედ თითოეული მათგანი ისტორიაა...

ჩვენი სპექტაკლის მოქმედება დონბასში მიმდინარეობს, ამ ბუფერულ ზონაში, სადაც ვინ მტერია და ვინ - მოყვარე, ვერ იგებ. ჩვენ გვქონდა წარსულში ორი ომი და ვიცით, რა მტკივნეულია მეგობრის თუ მეზობლის ღალატი. ორმაგად საპასუხისმგებლოა, რომ ეს ტრაგედია ჩვენს რეალობაში ხდება. ჩვენი დიდი სურვილი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა, რა ცუდია ომი, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც რუსეთი ატარებს, რომლისგანაც ქვეყნები, ადამიანები ზიანდებიან. იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება.

ჩვენი მთავარი სათქმელი სცენიდან კი ის არის, რომ ომი ყოველთვის უბედურებაა.

სპექტაკლის მხატვრები არიან - ანა ქობულაშვილი და ირაკლი ბილისეიშვილი, რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ყაულაშვილი, პროექტისათვის სპეციალურად ირანელმა კომპოზიტორმა მეჰრან მირმირიმ იმუშავა.

მონაწილეობენ მსახიობები: სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, თეკლა სულაქველიძე.

გიორგი გასვიანი: - არცთუ ისე მარტივი სანახავია ეს სპექტაკლი ემოციურად, რადგანაც ყველანაირი ინფორმაცია, რაც ჩვენამდე მოდის, მუდმივ რეჟიმში, იმისგან მაინც განსხვავებულ რამეს აწყდება თეატრში მოსული მაყურებელი. რეჟისორმა ირაკლი გოგიამ სცენაზე ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ ჩვენთვის ახლობელია, მათ შორის, აფხაზეთის ომთან დიდი პარალელებია. ზოგადად უმძიმესია ადამიანების ყოფა ომში... ისეთი ტექსტებია, რომ გადუმებს და გაბრკოლებს შემდგომი ტექსტი გააგრძელო. ყველაფრი გაფიქრებს ადამიანების ბედზე. სპექტაკლზე მუშაობა ემოციურად ჩვენთვის, მსახიობებისთვის არ იყო ადვილი. სცენიდან ვამბობთ იმას, რომ ადამიანები მხოლოდ რიცხვები არ არიან თავიანთი ტკივილით, ცხოვრებით. ყველაზე საშინელი, რაც დედამიწაზე შეიძლება არსებობდეს, ეს ომია. აბსოლუტურად უსამართლოდ იწირებიან ადამიანები.