პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი" - აშშ-ის საელჩო
"სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი" - აშშ-ის საელჩო

დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გვა­რა­მი­ას, იაშ­ვი­ლი­სა და და­მე­ნი­ას საქ­მე­ებ­ზე ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სად­მი,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "თა­ვი­დან­ვე ამ საქ­მემ წარ­მოშ­ვა კი­თხვე­ბი დრო­ის გა­რე­მო­ე­ბა­სა და ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

რო­გორც სა­ელ­ჩო გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, ამ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლად აღ­ქმაც კი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია.

“დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გვა­რა­მი­ას, იაშ­ვი­ლი­სა და და­მე­ნი­ას საქ­მე­ებ­ზე ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სად­მი და უფრო მე­ტად წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ მნიშ­ვნე­ლო­ბას.

  • თა­ვი­დან­ვე ამ საქ­მემ წარ­მოშ­ვა კი­თხვე­ბი დრო­ის გა­რე­მო­ე­ბა­სა და ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შერ­ჩე­ვი­თი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პრაქ­ტი­კა, მი­მარ­თუ­ლი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბის მი­მართ, ძირს უთხრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას პო­ლი­ცი­ის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა და თვით მთავ­რო­ბის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბით ამ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლად აღ­ქმაც კი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია.

აშშ-ის მტკი­ცე პო­ზი­ცი­აა, რომ ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტია სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, მუდ­მი­ვად მო­ვუ­წო­დებ­დით მთავ­რო­ბას არ­სე­ბი­თი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ, ამ ფუნ­და­მენ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის და­სა­ცა­ვად", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეონა
0

უცხოელ დიპლომატებს ეკრძალებათ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ნებისმიერი სახით ჩარევა და ქვეყნიდან მათი გაძევების კანონიერ საფძველს წარმოადგენს. 

ნუკრი
1

კელის წააკითხეთ, მარა, უნდათ სიმართლე? ქარავანმა კი გაზა უნდა გააგრძელოს მაგენის ჯინაზე.

ავტორი:

"სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი" - აშშ-ის საელჩო

"სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი" - აშშ-ის საელჩო

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, "თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით“.

როგორც საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.

“დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.

  • თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.

აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.