მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან
არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან

არ გა­და­უხ­ვიო გზი­დან და არ თქვა უარი შენს არ­ჩე­ვან­სა და მიზ­ნებ­ზე - ამ კონ­ცეფ­ცი­ით შე­იქ­მნა „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ კამ­პა­ნია, ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და 6 პრინ­ტი მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის წარ­წე­რე­ბით. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ პრინ­ტებ­ში იმ ქა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც გამ­ბე­და­ო­ბა­სა და სი­მა­მა­ცეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. ქალი მფრი­ნა­ვი, მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი თუ ქალი მმარ­თვე­ლი - ამ რე­გა­ლი­ე­ბის უკან კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბია, რომ­ლებ­მაც უკვე და­ამ­ტკი­ცეს, რომ ქა­ლის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის - ფა­დი­კო გო­გი­ტი­ძის, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის, მაია წყნე­თე­ლის, თა­მარ მე­ფის, მარო მა­ყაშ­ვი­ლი­სა და ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბა გახ­და „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ კამ­პა­ნი­ის ინ­სპი­რა­ცი­აც.

თეა მან­ჯა­ვი­ძე, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა და მათი მხარ­და­ჭე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ­ჯე­რა­დაც, ჩვე­ნი ორ­თვი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, გვინ­დო­და, ქა­ლე­ბი­სათ­ვის კი­დევ ერთხელ შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა, იყ­ვნენ თა­მა­მე­ბი, გა­ბე­დუ­ლე­ბი და არა­სო­დეს თქვან უარი თა­ვი­ანთ მიზ­ნებ­ზე. მხო­ლოდ ასე, ერ­თად შევ­ძლებთ, და­ვამ­სხვრი­ოთ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. შე­ვე­ცა­დეთ, პრინ­ტკამ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი - მძღო­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც არ­ღვევს დამ­კვიდ­რე­ბულ არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, მოძ­რა­ობს ქა­ლაქ­ში, მიჰ­ყვე­ბა სა­კუ­თა­რი მიზ­ნებს და თა­ვად მარ­თავს რო­გორც მან­ქა­ნას, ისე სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას“.

კომ­პა­ნი­ამ, რომ­ლის­თვი­საც ქალ­თა მხარ­და­ჭე­რა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, გა­და­წყვი­ტა, ამ გზით კი­დევ ერთხელ შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ქა­ლე­ბი­სათ­ვის, რომ მათ ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლი­ათ - წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა და სხვე­ბი­სათ­ვის მა­გა­ლი­თის მი­ცე­მა.

დდდ
0

თამარ მეფე როგორ მოხვდა ჩამონათვალის შუაგულში - ანბანით, ასაკით თუ დამსახურებით?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან

არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან

არ გადაუხვიო გზიდან და არ თქვა უარი შენს არჩევანსა და მიზნებზე - ამ კონცეფციით შეიქმნა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, ქალების მხარდაჭერისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა 6 პრინტი მამოტივირებელი შინაარსის წარწერებით. სიმბოლურია, რომ პრინტებში იმ ქალების სახელობის ქუჩები გამოიყენეს, რომელთა სახელებიც გამბედაობასა და სიმამაცესთან ასოცირდება. ქალი მფრინავი, მწერალი და უფლებების დამცველი, ეროვნული გმირი თუ ქალი მმართველი - ამ რეგალიების უკან კონკრეტული სახელებია, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.

ცნობილი ქართველი ქალების - ფადიკო გოგიტიძის, ეკატერინე გაბაშვილის, მაია წყნეთელის, თამარ მეფის, მარო მაყაშვილისა და ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა გახდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიის ინსპირაციაც.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კომპანიისთვის ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჯერადაც, ჩვენი ორთვიანი კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, ქალებისათვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, იყვნენ თამამები, გაბედულები და არასოდეს თქვან უარი თავიანთ მიზნებზე. მხოლოდ ასე, ერთად შევძლებთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. შევეცადეთ, პრინტკამპანიის მეშვეობით გვეჩვენებინა თანამედროვე სიტუაციები - მძღოლი გოგონა, რომელიც არღვევს დამკვიდრებულ არასწორ დამოკიდებულებებს, მოძრაობს ქალაქში, მიჰყვება საკუთარი მიზნებს და თავად მართავს როგორც მანქანას, ისე საკუთარ ცხოვრებას“.

კომპანიამ, რომლისთვისაც ქალთა მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა, გადაწყვიტა, ამ გზით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ქალებისათვის, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ - წარმატების მიღწევა, სტერეოტიპების მსხვრევა და სხვებისათვის მაგალითის მიცემა.