ავტორი:

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება" - ნიკა გვარამიას მეუღლე

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება" - ნიკა გვარამიას მეუღლე

"მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია მოსამართლემ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

მოსამართლის განკარგულებით, გვარამიას სასამართლო დარბაზოიდანვე დააკავებენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა.

“ძალიან რთულია, არ ველოდი, გულწრფელად არ ველოდი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება"