ავტორი:

კომპანია "სმარტ ბუღალტერია“ -  უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში

კომპანია "სმარტ ბუღალტერია“ -  უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში

გჭირდებათ უნივერსალური საბუღალტრო მომსახურება და არ იცით, ვის მიმართოთ? დგახართ გადასახადებსა და აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ საკამათო საკითხების წინაშე? გაბნევთ კანონები, რომელიც სფეროს მართავს, მით უფრო, რომ ის ხშირად იცვლება? თქვენი რთული „ამოცანების ამოხსნა“ მარტივად იქნება შესაძლებელი, თუკი სირთულეებთან გამკლავებისთვის კომპანია „სმარტ ბუღალტერიას“ მიმართავთ.

კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ (Smart Accounting Georgia) 2020 წელს, აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი (15 წელზე მეტი) გამოცდილების მქონე გუნდის მიერ დაფუძნდა და მისი საქმიანობა სრულ საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო მომსახურებას მოიცავს.

„სმარტ ბუღალტერიას“ განვითარებაზე ორიენტირებული მიზნები და ინოვაციური ხედვები აქვს, მათ შორის მუდმივად ნერგავს მომსახურების ახალ სტანდარტებს, რაც ერთი მხრივ, სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს აღნიშნული სფეროს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.

კომპანიის გუნდი არაერთი მიმართულებით მუშაობს და მოიცავს ყველა სფეროს, რომელიც ამ ინდუსტრიაშია წარმოდგენილი: წარმოება, ვაჭრობა, ტურიზმი, სასტუმრო და სარესტორნო, მშენებლობა, იმპორტ-ექსპორტი, სატელეკომუნიკაციო, ბიტკოინები, არარეზიდენტები და სხვა.

„ჩვენთან თანამშრომლობა შეუძლიათ, როგორც კომპანიებს (დიდ, საშუალო და მცირეს), ასევე, დამწყებ და გამოცდილ ბუღალტრებსაც, რომლებსაც სჭირდებათ ექსპერტი მათი ნამუშევრების გადასამოწმებლად და კონსულტაციისთვის. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ჩვენი არცერთი კლიენტი არ დაჯარიმებულა, თუმცა ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას და კლიენტები დაზღვეულები არიან ზარალისგან.

აქტიურად ვთანამშრომლობთ არარეზიდენტებთანაც საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად შვედურ კომპანიას ვეხმარებით ბიზნესის საქართველოში გადმოტანაში.

მიუხედავად, ბუღალტრების დიდი რაოდენობისა, საკმაოდ რთულია, ბაზარზე კვალიფიციური ბუღალტრის მოძიება. ამ პრობლემის აღმოფხვრაში, დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს სასწავლო ცენტრს სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting, სადაც დავნერგეთ ინოვაციური და კომპლექსური სწავლების მეთოდი და „უნივერსალური კურსის“ მეშვეობით, სისტემატურად ვუშვებთ შრომით ბაზარზე ჩვენს მიერ მომზადებულ მაღალკვალიფიციურ კადრებს.

ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა, ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებისთვის შექმნილი საინტერესო სტატიები, ასევე, ნათარგმნი მასალები, რომლებიც აქამდე ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში განსახორციელებლად“, აცხადებს კომპანია „სმარტ ბუღალტერიის“ დირექტორი შალვა ბაღდავაძე.

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს თქვენთვის საჭირო უნივერსალური ბუღალტრული მომსახურება?

ფაქტობრივად, ნებისმიერ შემთხვევაში - მაშინ თუ არ გყავთ ბუღალტერი, მაშინაც თუ ბუღალტერი გყავთ, მაგრამ წააწყდით პრობლემას და არ იცით, მის დაუყოვნებლივ გადასაჭრელად, რომელი გზაა ყველაზე სწორი.

ასევე, კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ მუშაობას გაგიადვილებთ საქმიანობის არასტანდარტულ შემთხვევებშიც, რა დროსაც, როგორც წესი, დაბნეულობის რისკი იზრდება.

კომპანიის კონსულტაცია დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქმედებები სწორია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში „სმარტ ბუღალტერია“ მზა ფორმულასაც შემოგთავაზებთ, როგორ უნდა აღმოფხვრათ ხარვეზები და ეს ყველაფერი არ არის - „სმარტ ბუღალტერია“ უზრუნველყოფს, მომზადებული შეხვდეთ მოსალოდნელ საგადასახადო შემოწმებას, თუ სხვა ტიპის აუდიტის განხორციელებას - სააღრიცხვო დოკუმენტაციების გადამოწმება და დასკვნის მომზადება იმაზე, ყველაფერი რიგზეა თუ არა თქვენს მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებში, კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

გარდა ამისა, კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ თქვენს გვერდით იქნება მაშინაც, თუკი თქვენი სამუშაო დატვირთვა გაიზარდა (მაგალითად, გაყიდვების აქტიური სეზონი დაიწყო), საქმეს კი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით.

ასევე, „სმარტ ბუღალტერიასთან“ თანამშრომლობა არასასიამოვნო სიურპრიზებს აგარიდებთ თავიდან, თუკი კომპანიაში ახალი ბუღალტერი გყავთ, მისი წინამორბედი ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაო კი არადამაკმაყოფილებლად მიგაჩნიათ, ამ შემთხვევაში საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის სრული აღდგენა, რასაც გამოცდილი სპეციალისტების მომსახურების გარეშე ვერ შეძლებთ და კიდევ ერთი - „სმარტ ბუღალტერიის“ უპირატესობა ისიცაა, რომ მუდმივად ადევნებს თვალს შესაბამის კანონებში ცვლილებებს - როგორც წესი, ბევრი მეწარმე დროის უმეტეს ნაწილს მის საქმიანობას უთმობს და დრო აღარ რჩება ყოველდღიურად გაეცნოს განახლებულ კანონმდებლობას, რაც შემდეგ მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს იწვევს ჯარიმების ჩათვლით.

„სმარტ ბუღალტერიას“ მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გქონდეთ კანონში შესული ახალი რეგულაციის „გამორჩენის“ შიში.

„ბუღალტრული აღრიცხვა და გადასახადები საქმიანობის ის სფეროა, რომლის გაგებაც არ არის ადვილი მოუმზადებელი სპეციალისტისთვის.

მეტიც, ზოგჯერ გამოცდილი ბუღალტრებიც აწყდებიან რთულ ამოცანებს, მით უფრო, რომ კანონები, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს, მუდმივად იცვლება, ეს კი დაბნეულობას მატებს ისედაც რთულ სამუშაოს.

კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვასა და გადასახადების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებას. კერძოდ: ბუღალტრული აღრიცხვის სრულფასოვანი „აუთსორსინგი“, საკონსულტაციო მომსახურება მუდმივი ან დროებითი პრობლემების გადაჭრაში, პროფესიონალი კადრებით დახმარება, რომლებსაც ჩვენი სპეციალისტები გაუწევენ მუდმივ მონიტორინგს“, - აღნიშნა კომპანია „სმარტ ბუღალტერიის“ დირექტორმა შალვა ბაღდავაძემ.

თუ გსურთ მიაღწიოთ უფრო ეფექტურ ბუღალტრულ აღრიცხვას, სწორად მოახდინოთ საგადასახადო დეკლარირება და გადასახადების გადახდა, თავიდან აირიდოთ ჯარიმები და საურავები, გამოიყენეთ კომპანია „სმარტ ბუღალტერიის“ (Smart Accounting Georgia) მრავალწლიანი გამოცდილება და საგადასახადო კანონმდებლობაში ექსპერტული ცოდნა, მით უფრო, რომ კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

უნივერსალური ბუღალტრული მომსახურება: https://www.facebook.com/Smart-Accounting-Georgia-101074115840359

უნივერსალური კურსი ბუღალტერიაში: https://www.facebook.com/SmartAccountingCommunity

R