პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა რუსეთი დატოვეს - რას წერს რუსული მედია ვარსკვლავურ წყვილზე, რომელმაც უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრა გააპროტესტა
ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა რუსეთი დატოვეს - რას წერს რუსული მედია ვარსკვლავურ წყვილზე, რომელმაც უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრა გააპროტესტა

რუ­სულ მე­დი­ა­ში ყო­ველ დღე წე­რენ ქვეყ­ნი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ვარ­სკვლა­ვებ­ზე. მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი და­ტო­ვეს, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს, გა­უ­უქ­მეს კონ­ტრაქ­ტე­ბი და მათი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა აკ­რძა­ლეს.

"შავ სი­ა­ში" მოხ­ვდნენ ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი და ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი. ცოლ-ქმარ­მა ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ავ­რცე­ლეს მი­მარ­თვა, სა­დაც, რო­გორც რუ­სე­ბი დღემ­დე ამ­ბო­ბენ, "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ დაგ­მეს.

მას შემ­დეგ ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი გა­უ­ჩი­ნარ­და, მე­უღ­ლე კი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ჩნდე­ბო­და რუ­სეთ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ზე. აგუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ ონ­ლა­ინ კონ­ცერ­ტშიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა. უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც მომ­ღერ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ ჩნდე­ბი­ან. რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ალე­ნა ჟი­გა­ლო­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი მა­ი­ა­მი­ში (ფლო­რი­და, აშშ) გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და შტა­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად.

აგუ­ტი­ნი და ვა­რუ­მი მა­ნ­ჰე­ტენ­ზე რამ­დე­ნი­მე ბი­ნას და სხვა­დას­ხვა სა­ხის ძვი­რა­დღი­რე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობს. ისი­ნი აქამ­დეც ცდი­ლობ­დნენ, კა­რი­ე­რის შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბას, თუმ­ცა აგუ­ტი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ჩა­დი­ო­და მოს­კოვ­ში, სა­დაც და­ხუ­რულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ათი ათა­სო­ბით დო­ლარს უხ­დიდ­ნენ.

ცნო­ბი­ლია, რომ წყვი­ლის ერ­თა­დერ­თი 23 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მერი-ელი­ზა­ბე­ტი უკვე დიდი ხა­ნია რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. მა­ი­ა­მი­ში და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნა სამ­შობ­ლო­ში აღარ ჩა­დის. ის მშობ­ლე­ბის კვალს გაჰ­ყვა და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

და სად იშოვნეს ამდენი ფული ?აწი ითვალინ რამდენს იშოვნიან

ვაუ,
2

რამხელა "დანაკარგია' რუსეთისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა რუსეთი დატოვეს - რას წერს რუსული მედია ვარსკვლავურ წყვილზე, რომელმაც უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრა გააპროტესტა

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა რუსეთი დატოვეს - რას წერს რუსული მედია ვარსკვლავურ წყვილზე, რომელმაც უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრა გააპროტესტა

რუსულ მედიაში ყოველ დღე წერენ ქვეყნიდან გაუჩინარებულ ვარსკვლავებზე. მომღერლები, მსახიობები, მწერლები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს, მოღალატეებად გამოაცხადეს, გაუუქმეს კონტრაქტები და მათი ეკრანზე გამოჩენა აკრძალეს.

"შავ სიაში" მოხვდნენ ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი. ცოლ-ქმარმა ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაავრცელეს მიმართვა, სადაც, როგორც რუსები დღემდე ამბობენ, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაგმეს.

მას შემდეგ ანჟელიკა ვარუმი გაუჩინარდა, მეუღლე კი პერიოდულად მაინც ჩნდებოდა რუსეთში გამართულ კონცერტებზე. აგუტინმა უკრაინელების მხარდამჭერ ონლაინ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა რუსეთი დატოვა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მომღერლები საზოგადოებაში არ ჩნდებიან. რუსი ჟურნალისტის, ალენა ჟიგალოვას ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილი მაიამიში (ფლორიდა, აშშ) გადავიდა საცხოვრებლად და შტატებიდან ყველაფერს აკეთებენ უკრაინის დასახმარებლად.

აგუტინი და ვარუმი მანჰეტენზე რამდენიმე ბინას და სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობს. ისინი აქამდეც ცდილობდნენ, კარიერის შტატებში გააგრძელებას, თუმცა აგუტინი პერიოდულად მაინც ჩადიოდა მოსკოვში, სადაც დახურულ წვეულებებზე ათი ათასობით დოლარს უხდიდნენ.

ცნობილია, რომ წყვილის ერთადერთი 23 წლის ქალიშვილი მერი-ელიზაბეტი უკვე დიდი ხანია რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მაიამიში დასახლების შემდეგ, გოგონა სამშობლოში აღარ ჩადის. ის მშობლების კვალს გაჰყვა და აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ ცხოვრებაში.