ავტორი:

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტურინში "ევროვიზიის“ ფინალის დროს პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთეს - მედია

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტურინში "ევროვიზიის“ ფინალის დროს პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთეს - მედია

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტურინში 10 მაისს გამართული „ევროვიზიის“ ნახევარფინალისა და გუშინ ჩატარებული ფინალის დროს პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთეს - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა ქსელის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კიბერშეტევა დაბლოკა, რომლებიც ჰაკერების ჯგუფ Killnet -ისა და მასთან დაკავშირებული Legion -ის მიერ იყო ორგანიზებული.

გარდა ამისა, იტალიელმა ძალოვნებმა ინფორმაცია შეაგროვეს პრორუსული ჯგუფის „ტელეგრამის“ არხებიდან სხვა კრიტიკული შემთხვევების აღსაკვეთად.

ცნობისთვის, 11 მაისს, Killnet -მა განაცხადა, რომ თავდასხმა განახორციელეს რამდენიმე იტალიური სახელმწიფო ინსტიტუტის ვებგვერდზე, მათ შორის სენატისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საიტებზე.