ავტორი:

საბანკო ვალები და ქონებრივი დეკლარაცია საცხოვრებელი ბინის გარეშე - როგორ ცხოვრობს ცნობილი პარლამენტარი, რომელიც ბაგრატიონების სიძეა

საბანკო ვალები და ქონებრივი დეკლარაცია საცხოვრებელი ბინის გარეშე - როგორ ცხოვრობს ცნობილი პარლამენტარი, რომელიც ბაგრატიონების სიძეა

მიხეილ ყაველაშვილი პარტია "ქართული ოცნების" კვოტით უკვე მეორე ვადით გახლავთ პარლამენტარი. ყოფილი სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გახლავთ.

პოლიტიკაში 2016 წლიდან მოვიდა, მას შემდეგ, რაც პირველად ჩაიბარა დეპუტატის მანდატი. მიხეილ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ორი წლის მანძილზე 1995-1997 წლებში საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ სიტიში" თამაშია.

დეპუტატს მეუღლე თამარ ბაგრატიონი და სამი შვილი - მარიამი, გურამი და ელისაბედი ჰყავს.

მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად
მიხეილ ყაველაშვილი შვილთან, მარიამ ყაველაშვილთან ერთად

თამარ ბაგრატიონს პირველი ქორწინებიდან ვაჟი გიორგი ივანიშვილი ჰყავს, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა. გიორგი ივანიშვილი წარმატებული ფეხბურთელია. 31 წლის ნახევარმცველმა 2 წლის წინ სასნოვიეცის „ზაგლებიესთან“ კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ბოლო წლებში საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა. ამჟამად ცხინვალის "სპარტაკის" შემტევი ნახევარმცველია.

გიორგი ივანიშვილი

მიხეილ ყაველაშვილის დეკლარაცია, პოლიტიკაში წასული სხვა ქართველი სპორტსმენებისგან განსხვავებით მოკრძალებულია. მის მფლობელობაშია 2007 წელს 22 ათას დოლარად შეძენილი ავტოფარეხი თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე.

მიხეილ ყაველაშვილს დეკლარაციის შევსების დროს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 169,14 ლარი. თიბისი ბანკის საკრედიტო ორ ბარათზე 23689,97 ლარი და 6530,07 ლარი.

მეუღლეს თამარ ბაგრატიონს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 616,84 ლარი. შვილს მარიამ ყაველაშვილს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 234,52 ლარი, ინდ.მეწარმის ანგარიშზე 13379,84 ლარი, საკრედიტო ბარათზე 6087,37 ლარი.

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პარლამენტის აპარატში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სარგოს სახით მიღებული აქვს 54963,53 ლარი.

მიხეილ ყაველაშვილს აქვს ერთი სამომხმარებლო სესხი - 84 000 ლარი, რომელიც 2017 წელს აიღო. მარიამ ყაველაშვილს აღებული აქვს ბიზნესსესხი, 30 000 ლარის ოდენობით "ჰალიკ ბანკიდან".

საინტერესო დეტალები: მიხეილ ყაველაშვილს არ აქვს დეკლარაციაში მითითებული სახლი, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. დეპუტატის ცოლის და ცნობილი მომღერალი ლიზა ბაგრატიონია.