სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოელი წყვილი შვილსა და რძალს იმის გამო უჩივის, რომ "შვილიშვილს არ უჩენენ“ - უჩვეულო საქმის დეტალები
ინდოელი წყვილი შვილსა და რძალს იმის გამო უჩივის, რომ "შვილიშვილს არ უჩენენ“ - უჩვეულო საქმის დეტალები

ინ­დო­ე­ლი წყვი­ლი უჩი­ვის თა­ვის ერ­თა­დერთ ვაჟ­სა და მის მე­უღ­ლეს იმის გამო, რომ ექ­ვსწლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი შვი­ლიშ­ვილს არ უჩე­ნენ.

სან­ჯი­ე­ვი და დაჰ­ჰა­ნა პრა­შე­დე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ მთე­ლი თა­ვი­ან­თი და­ნა­ზო­გი შვი­ლის აღ­ზრდის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს, მის­ცეს გა­ნათ­ლე­ბა, გა­და­უ­ხა­დეს მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლი და თუ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლიშ­ვი­ლი არ და­ი­ბა­დე­ბა, მშობ­ლე­ბი შვი­ლის­გან კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 650 000 დო­ლარს ითხო­ვენ.

შვი­ლი და რძა­ლი მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. მამა კი ამ­ბობს, რომ მან და­ხარ­ჯა მთე­ლი თა­ვი­სი და­ნა­ზო­გი, რათა შვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ეგ­ზავ­ნა, სა­დაც მან მფრი­ნა­ვო­ბა ის­წავ­ლა. რო­გორც Times of India წერს, ინ­დო­ეთ­ში ბიჭი 2007 წელს დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­სა­ხუ­რი არ ჰქონ­და და მას ფი­ნან­სუ­რად მშობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი

ბო­ლოს კი შრიმ მუ­შა­ო­ბა მფრი­ნა­ვად და­ი­წყო. 2016 წელს და­ქორ­წინ­და. მშობ­ლებ­მა დიდი და მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­დეს იმ იმე­დით, რომ შვი­ლიშ­ვილს გა­უ­ჩენ­დნენ. ქორ­წი­ლი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში გა­მარ­თეს და წყვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­უშ­ვეს თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად და ყვე­ლა­ფერ­ში 80 000 დო­ლა­რი და­ხარ­ჯეს.

"ჩემი შვი­ლი ექ­ვსი წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ისი­ნი ჯერ კი­დევ არ გეგ­მა­ვენ ბავ­შვის გა­ჩე­ნას“, - ამ­ბობს გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი მამა. მომ­ჩი­ვა­ნი მხა­რის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მშობ­ლე­ბი შვილს "მენ­ტა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე“ უჩი­ვი­ან.

"ყვე­ლა მშობ­ლის ოც­ნე­ბაა გახ­დეს ბე­ბია და ბა­ბუა. ისი­ნი წლე­ბია ამას ელო­დე­ბი­ან“, - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 17 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zviadi
0

მაგენი ისედაც ბევრი არიან

ნნ
2

ძალიან მაინტერესებს, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესაა, აქ რომ გამოჭიმეთ. სხვა სადარდებელი არ გვაქვს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ინდოელი წყვილი შვილსა და რძალს იმის გამო უჩივის, რომ "შვილიშვილს არ უჩენენ“ - უჩვეულო საქმის დეტალები

ინდოელი წყვილი შვილსა და რძალს იმის გამო უჩივის, რომ "შვილიშვილს არ უჩენენ“ - უჩვეულო საქმის დეტალები

ინდოელი წყვილი უჩივის თავის ერთადერთ ვაჟსა და მის მეუღლეს იმის გამო, რომ ექვსწლიანი ქორწინების მიუხედავად, ისინი შვილიშვილს არ უჩენენ.

სანჯიევი და დაჰჰანა პრაშედები ამბობენ, რომ მათ მთელი თავიანთი დანაზოგი შვილის აღზრდისთვის გამოიყენეს, მისცეს განათლება, გადაუხადეს მდიდრული ქორწილი და თუ ერთი წლის განმავლობაში შვილიშვილი არ დაიბადება, მშობლები შვილისგან კომპენსაციის სახით, 650 000 დოლარს ითხოვენ.

შვილი და რძალი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მამა კი ამბობს, რომ მან დახარჯა მთელი თავისი დანაზოგი, რათა შვილი სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეგზავნა, სადაც მან მფრინავობა ისწავლა. როგორც Times of India წერს, ინდოეთში ბიჭი 2007 წელს დაბრუნდა, თუმცა ორი წლის განმავლობაში სამსახური არ ჰქონდა და მას ფინანსურად მშობლები ეხმარებოდნენ.

განაწყენებული მშობლები

ბოლოს კი შრიმ მუშაობა მფრინავად დაიწყო. 2016 წელს დაქორწინდა. მშობლებმა დიდი და მდიდრული ქორწილი გადაუხადეს იმ იმედით, რომ შვილიშვილს გაუჩენდნენ. ქორწილი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გამართეს და წყვილი საზღვარგარეთ გაუშვეს თაფლობის თვის გასატარებლად და ყველაფერში 80 000 დოლარი დახარჯეს.

"ჩემი შვილი ექვსი წელია დაქორწინებულია, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ გეგმავენ ბავშვის გაჩენას“, - ამბობს განაწყენებული მამა. მომჩივანი მხარის ადვოკატი ამბობს, რომ მშობლები შვილს "მენტალური შევიწროების საფუძველზე“ უჩივიან.

"ყველა მშობლის ოცნებაა გახდეს ბებია და ბაბუა. ისინი წლებია ამას ელოდებიან“, - ამბობს უფლებადამცველი.

ცნობილია, რომ საქმეზე სასამართლო სხდომა 17 მაისს გაიმართება.