მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ჩემი უმცროსი ძმა დახვრიტეს, შემდეგ დიმა, ბოლოს მე მესროლეს... ორმოში ჩაგვყარეს" - მიკოლა კულიჩენკოს უმძიმესი ამბავი, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა საფლავიდან ამოსვლა
"ჯერ ჩემი უმცროსი ძმა დახვრიტეს, შემდეგ დიმა, ბოლოს მე მესროლეს... ორმოში ჩაგვყარეს" -  მიკოლა კულიჩენკოს უმძიმესი ამბავი, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა საფლავიდან ამოსვლა

მე­სა­მე თვეა, რაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის არ­მია შე­იჭ­რა და მას შემ­დეგ, ომის დღე­ებს უამ­რა­ვი მძი­მე ის­ტო­რია ახ­ლავს თან. ათა­სო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი, დაჭ­რი­ლი და უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გარ­დაც­ვლი­ლი და და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი...

ჩერ­ნი­გოვ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი მკი­თხველს კი­დევ ერთხელ შეძ­რავს და ომის სი­სას­ტი­კეს და­ა­ნა­ხებს. ალ­ბათ, მოვა დრო და სამი ძმის ის­ტო­რი­ა­ზე ფილ­მს გა­და­ი­ღე­ბენ. მათ­გან მხო­ლოდ ერთი გა­დარ­ჩა, დიახ, მან რუ­სე­ბის მიერ გა­თხრილ საფ­ლავს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად და­აღ­წია თავი...

18 მარტს, მი­კო­ლა კუ­ლი­ჩენ­კოს და მის ორ ძმას, დი­მიტ­რი­სა და ევ­გე­ნის სახ­ლში რუსი ოკუ­პან­ტე­ბი შე­უც­ვივ­დნენ. ჩხრე­კი­სას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფორ­მა, რო­მე­ლიც უმ­ცროს ძმას ევ­გე­ნის ეკუთ­ვნო­და და ბა­ბუ­ის მედ­ლე­ბი უპო­ვეს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის მი­ი­ღო. მი­კო­ლას თქმით, სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ძმე­ბი ჯერ აწა­მეს, შემ­დეგ კი გა­და­წყვი­ტეს, და­ეხვრი­ტათ.

ძმე­ბი გა­რეთ გა­მო­იყ­ვა­ნეს, მუხ­ლებ­ზე და­ა­ყე­ნეს და ხელ­კე­ტე­ბით სცე­მეს. შემ­დეგ თვა­ლე­ბი აუხ­ვი­ეს, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და სოფ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

ოკუ­პან­ტებ­მა ისი­ნი სო­ფელ ვიშ­ნე­ვე­ში, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ამ­ქროს დიდ შე­ნო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს.

ოთახ­ში, სა­დაც სხვა უკ­რა­ი­ნე­ლი ტყვე­ე­ბიც იყ­ვნენ, ძმე­ბი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ კი და­სახ­ვრე­ტად წა­იყ­ვა­ნეს.

რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სა­მი­ვე ძმას წი­ნას­წარ გა­უ­თხა­რეს საფ­ლა­ვი, ამ დროს მათ თვა­ლე­ბი ახ­ვე­უ­ლი და ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი ჰქონ­დათ.

"მე ჩემი უფ­რო­სი ძმის გვერ­დით ვი­ყა­ვი და­ჩო­ქი­ლი, ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით, ჩემი უმ­ცრო­სი ძმა იწვა. პირ­ვე­ლად ის დახ­ვრი­ტეს და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­თხრილ საფ­ლავ­ში ჩა­აგ­დეს. შემ­დეგ კი დი­მას ეს­რო­ლეს, მაგ­რამ ორ­მო­ში არ ჩა­უგ­დი­ათ. მე როცა მეს­რო­ლეს, ერთ-ერ­თმა ჯა­რის­კაც­მა წიხ­ლი და­მარ­ტყა და ჩემი უფ­რო­სი ძმის სხე­ულს და­ვე­ცი...“ - ამ­ბობს მი­კო­ლაი.

შემ­დეგ ორი­ვე ძმა საფ­ლავ­ში ჩა­ყა­რეს და რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს. მი­კო­ლა გა­დარ­ჩა და შეკ­რუ­ლი ხელ-ფე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, საფ­ლა­ვი­დან ამოს­ვლა შეძ­ლო. ტყვი­ამ მა­მა­კა­ცის ლო­ყა­ში გა­ი­ა­რა და სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო­ე­ბი არ და­უ­ზი­ა­ნე­ბია.

საფ­ლა­ვი­დან ამოს­ვლის შემ­დეგ 40 კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით გა­ი­ა­რა და უახ­ლო­ეს სო­ფელს მი­აღ­წია, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სა­გუ­შა­გოს გვერ­დით მდე­ბა­რე­ობ­და. სო­ფელ­ში მი­სუ­ლი მი­კო­ლა ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რე­ბელ­მა ვა­ლენ­ტი­ნა პეტ­როვ­ნამ შე­ი­ფა­რა. ქალი დე­ო­კუ­პა­ცი­ამ­დე მა­მა­კაცს უვ­ლი­და და კვე­ბავ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­კო­ლა ექი­მებ­მა გა­სინ­ჯეს, მას ორი ნეკ­ნი მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და.

დე­ო­კუ­პა­ცი­ის შემ­დეგ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ჯგუ­ფი იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც ძმე­ბი დახ­ვრი­ტეს. პრო­კუ­რორ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ძმებს თვა­ლე­ბი ახ­ვე­უ­ლი, ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი ჰქონ­დათ. ცხედ­რე­ბის წი­ნას­წა­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით თი­თო­ე­ულ და­ზა­რა­ლე­ბულს თავ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
12

საფლავიდან ამოვიდა...

ლაშა
17

სამართალი იარსებებს მაშინ როცა რუსეთი დაიშლება! ამინ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჯერ ჩემი უმცროსი ძმა დახვრიტეს, შემდეგ დიმა, ბოლოს მე მესროლეს... ორმოში ჩაგვყარეს" - მიკოლა კულიჩენკოს უმძიმესი ამბავი, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა საფლავიდან ამოსვლა

"ჯერ ჩემი უმცროსი ძმა დახვრიტეს, შემდეგ დიმა, ბოლოს მე მესროლეს... ორმოში ჩაგვყარეს" -  მიკოლა კულიჩენკოს უმძიმესი ამბავი, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა საფლავიდან ამოსვლა

მესამე თვეა, რაც უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა და მას შემდეგ, ომის დღეებს უამრავი მძიმე ისტორია ახლავს თან. ათასობით გარდაცვლილი, დაჭრილი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, გარდაცვლილი და დასახიჩრებული ბავშვები და მოხუცები...

ჩერნიგოვში მომხდარი ამბავი მკითხველს კიდევ ერთხელ შეძრავს და ომის სისასტიკეს დაანახებს. ალბათ, მოვა დრო და სამი ძმის ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ. მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, დიახ, მან რუსების მიერ გათხრილ საფლავს სასწაულებრივად დააღწია თავი...

18 მარტს, მიკოლა კულიჩენკოს და მის ორ ძმას, დიმიტრისა და ევგენის სახლში რუსი ოკუპანტები შეუცვივდნენ. ჩხრეკისას უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა, რომელიც უმცროს ძმას ევგენის ეკუთვნოდა და ბაბუის მედლები უპოვეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურისთვის მიიღო. მიკოლას თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ძმები ჯერ აწამეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, დაეხვრიტათ.

ძმები გარეთ გამოიყვანეს, მუხლებზე დააყენეს და ხელკეტებით სცემეს. შემდეგ თვალები აუხვიეს, სამხედრო მანქანაში ჩასვეს და სოფლიდან გაიყვანეს.

ოკუპანტებმა ისინი სოფელ ვიშნევეში, მიტოვებული საამქროს დიდ შენობაში მიიყვანეს.

ოთახში, სადაც სხვა უკრაინელი ტყვეებიც იყვნენ, ძმები სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი დასახვრეტად წაიყვანეს.

რუსმა სამხედროებმა სამივე ძმას წინასწარ გაუთხარეს საფლავი, ამ დროს მათ თვალები ახვეული და ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ.

"მე ჩემი უფროსი ძმის გვერდით ვიყავი დაჩოქილი, ოდნავ მოშორებით, ჩემი უმცროსი ძმა იწვა. პირველად ის დახვრიტეს და სპეციალურად გათხრილ საფლავში ჩააგდეს. შემდეგ კი დიმას ესროლეს, მაგრამ ორმოში არ ჩაუგდიათ. მე როცა მესროლეს, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა წიხლი დამარტყა და ჩემი უფროსი ძმის სხეულს დავეცი...“ - ამბობს მიკოლაი.

შემდეგ ორივე ძმა საფლავში ჩაყარეს და რუსმა ჯარისკაცებმა ტერიტორია დატოვეს. მიკოლა გადარჩა და შეკრული ხელ-ფეხის მიუხედავად, საფლავიდან ამოსვლა შეძლო. ტყვიამ მამაკაცის ლოყაში გაიარა და სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია.

საფლავიდან ამოსვლის შემდეგ 40 კილომეტრი ფეხით გაიარა და უახლოეს სოფელს მიაღწია, რომელიც რუსული საგუშაგოს გვერდით მდებარეობდა. სოფელში მისული მიკოლა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ვალენტინა პეტროვნამ შეიფარა. ქალი დეოკუპაციამდე მამაკაცს უვლიდა და კვებავდა.

მოგვიანებით მიკოლა ექიმებმა გასინჯეს, მას ორი ნეკნი მოტეხილი ჰქონდა.

დეოკუპაციის შემდეგ ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი იმ ადგილას მივიდა, სადაც ძმები დახვრიტეს. პროკურორმა დაადასტურა, რომ ძმებს თვალები ახვეული, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ. ცხედრების წინასწარი დათვალიერებით თითოეულ დაზარალებულს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.