პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულისთვის კიევში პირველს გაასამართლებენ - ბრალდება: მან განზრახ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა
21 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულისთვის კიევში პირველს გაასამართლებენ - ბრალდება: მან განზრახ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

კი­ე­ვის სა­სა­მარ­თლო­ში მალე ომის და­ნა­შა­უ­ლის პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა. რუსი ჯა­რის­კა­ცის საქ­მე მხო­ლოდ ერთ-ერ­თია იმ 11 000 და­ნა­შა­უ­ლი­დან, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა და­ა­რე­გის­ტრი­რა.

ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კი­ე­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ბა, კან­ტე­მი­როვ­სკა­ი­ას სა­ტან­კო დი­ვი­ზი­ო­ნის 21 წლის მე­თა­უ­რი ვა­დიმ ში­სი­მა­რი­ნია. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, სერ­ჟან­ტი ში­სი­მა­რი­ნი სუ­მის რე­გი­ონ­ში იბ­რძო­და, როცა მან 28 თე­ბერ­ვალს, სო­ფელ ჩუ­პა­ხი­ევ­კა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლა. მა­ნამ­დე კი მან ცე­ცხლი გა­უხ­სნა ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო პირი მარ­თავ­და და გა­ი­ტა­ცა მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი ოთხ სხვა თა­ნა­მებ­რძოლ­თან ერ­თად, რათა თავი და­ეღ­წია უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თავ­დას­ხმის­თვის. პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, ში­სი­მა­რინ­მა სწო­რედ ამის მერე ეს­რო­ლა და ად­გილ­ზე მოკ­ლა 62 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და. მან ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზემ­დგომ­თა იმ ბრძა­ნე­ბის შე­დე­გად გა­ა­კე­თა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუს ჯა­რის­კა­ცებს უნდა და­ე­ხო­ცათ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რათა მათ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის­თვის არ ეც­ნო­ბე­ბი­ნათ.

უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რო­რის სპი­კერ­მა თქვა, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შე­აგ­რო­ვეს რუსი სერ­ჟან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და ომის კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვის და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის მას 10-დან 15 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. ომის და­ნა­შა­უ­ლის კი­დევ ორი სხვა საქ­მე, უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, მათ შო­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცის, მი­ხე­ილ რო­მა­ნო­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მისი დას­წრე­ბის გა­რე­შე გა­ი­მარ­თე­ბა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრიფონი
6

რა პრობლემაა, მოითხოვოს საზღვარგარეთ გაყვანა, ვითომ ავად არის და მორჩაა.....

ბადრი
0

დივიზიონი სამმართველო არაა, შენაერთია. ისე კი სისულელე წერია სერჟანტი, 21 წლის , დივიზიის მეთაური. აბსურდია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

21 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულისთვის კიევში პირველს გაასამართლებენ - ბრალდება: მან განზრახ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

21 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულისთვის კიევში პირველს გაასამართლებენ - ბრალდება: მან განზრახ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

კიევის სასამართლოში მალე ომის დანაშაულის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. რუსი ჯარისკაცის საქმე მხოლოდ ერთ-ერთია იმ 11 000 დანაშაულიდან, რომელიც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაარეგისტრირა.

ბრალდებული, რომელიც კიევის რაიონულ სასამართლოში წარდგება, კანტემიროვსკაიას სატანკო დივიზიონის 21 წლის მეთაური ვადიმ შისიმარინია. ბრალდების მტკიცებით, სერჟანტი შისიმარინი სუმის რეგიონში იბრძოდა, როცა მან 28 თებერვალს, სოფელ ჩუპახიევკაში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. მანამდე კი მან ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელსაც სამოქალაქო პირი მართავდა და გაიტაცა მისი ავტომობილი ოთხ სხვა თანამებრძოლთან ერთად, რათა თავი დაეღწია უკრაინელი სამხედროების თავდასხმისთვის. პროკურორების თქმით, შისიმარინმა სწორედ ამის მერე ესროლა და ადგილზე მოკლა 62 წლის მამაკაცი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. მან ეს, სავარაუდოდ, ზემდგომთა იმ ბრძანების შედეგად გააკეთა, რომლის თანახმადაც, რუს ჯარისკაცებს უნდა დაეხოცათ მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა მათ რუსი სამხედროების ადგილსამყოფლის შესახებ უკრაინელი მებრძოლებისთვის არ ეცნობებინათ.

უკრაინის პროკურორის სპიკერმა თქვა, რომ გამომძიებლებმა საკმარისი მტკიცებულება შეაგროვეს რუსი სერჟანტის წინააღმდეგ და ომის კანონების დარღვევის და განზრახ მკვლელობისთვის მას 10-დან 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ომის დანაშაულის კიდევ ორი სხვა საქმე, უკრაინის სასამართლოში რამდენიმე დღეში განიხილება, მათ შორის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის, მიხეილ რომანოვის სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე გაიმართება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა