ავტორი:

რატომ დაბლოკა სენატორმა რენდ პოლმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი

რატომ დაბლოკა სენატორმა რენდ პოლმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი

კენტუკის შტატის სენატორმა, რენდ პოლმა უკრაინისთვის 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღება დაბლოკა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, "რესპუბლიკელი“ სენატორი კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვს. მას სურს შეიქმნას სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯვას.

სენატორი არ დაეთანხმა ამ წინადადებისთვის კენჭი ეყარათ, როგორც ცალკე შესწორებისთვის და მოითხოვა, რომ ცვლილება უკვე არსებულ კანონპროექტში შეეტანათ.

CNN-ი განმარტავს, რომ საჭირო გახდება პროცედურული ნაბიჯების გადადგმა რენდ პოლის წინააღმდეგობის დასაძლევად, რასაც შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ კანონპროექტის მიღება მომავალ კვირაში მოხდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს რამდენიმე დღის წინ დაუჭირა მხარი.

ასევე იხილეთ: