ავტორი:

"რუსული ძალების მეთაურები დიდ წნეხს განიცდიან, რათა მიაღწიონ პროგრესს აღმოსავლეთ უკრაინაში, მიუხედავად ამისა, ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას" - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

"რუსული ძალების მეთაურები დიდ წნეხს განიცდიან, რათა მიაღწიონ პროგრესს აღმოსავლეთ უკრაინაში, მიუხედავად ამისა, ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას" - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის მთავარი მიზანია უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, რათა მოახდინოს მათი იზოლაცია და შეზღუდოს დახმარების ან გაძლიერების შესაძლებლობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლეს მონაცემებშია ნათქვამი.

მათი განმარტებით, ის ფაქტი, რომ რუსული ჯარი სევეროდონეცკის სიახლოვეს ამ რთულ პირობებში მდინარის გადაკვეთას ეცადა, მეტყველებს წნეხზე, რომელსაც მეთაურები განიცდიან.

"რუსეთი მნიშვნელოვანი ძალისხმევას დებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მისადგომებთან და ცდილობს დაცვის ხაზი გაარღვიოს სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით. აღნიშნულ ღერძზე რუსეთის მთავარი მიზანია უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, რათა მოახდინონ მათი იზოლაცია და შეზღუდონ მათი დახმარების ან გაძლიერების შესაძლებლობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან.

უკრაინულმა ძალებმა წარმატებით მოახდინეს რუსული ძალების მცდელობის პრევენცია გადაეკვეთათ მდინარე დონბასი. ფოტოებმა აჩვენა, რომ სევეროდენცკის დასავლეთით მდებარე მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთისას რუსეთმა დაკარგა დიდი ოდენობით ტაქტიკური ჯგუფის სულ მცირე ერთი ბატალიონის ჯავშანტექნიკა.

რუსული ჯარის მიერ მსგავსად მდინარის გადაკვეთა ძალიან სარისკო მანევრია და მეტყველებს იმაზე, რომ რუსული ძალების მეთაურები დიდ წნეხს განიცდიან, რათა მიაღწიონ პროგრესს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ჰყავთ ძალები კონცენტრირებული, მას შემდეგ რაც დანაყოფები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გამოიყვანეს“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.