კლინიკა "ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი დედა, გიული ალასანია შევიდა.
გიული ალასანიას ადგილზე კლინიკის დირექტორი ზურა ჩხაიძე შეხვდა.
მანამდე, კლინიკაში შესვლას სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლები ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ამ დრომდე უცნობია თუ რა კვლევები უტარდება მიხეილ სააკაშვილს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდემდე დარჩება ის კლინიკაში.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში“ დღეს გადაიყვანეს.