ავტორი:

"ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის: შინ, ინფლაციისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ და საზღვარგარეთ კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა რუსული სისასტიკის გამო" - ჯო ბააიდენი

"ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის: შინ, ინფლაციისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ და საზღვარგარეთ კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა რუსული სისასტიკის გამო" - ჯო ბააიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ში ფასების ზრდასა და სურსათის გლობალური მიწოდების დეფიციტში უკრაინაში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უამრავ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

"ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის. შინ, ინფლაციისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ და საზღვარგარეთ ის ეხმარება უკრაინელებს, დაიცვან ჩვენი დემოკრატია და კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა მთელ მსოფლიოში რუსული სისასტიკის გამო,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსეთის შეჭრის გამო უკრაინიდან მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტია შეჩერებული.

"თუ ეს მარცვლეული არ მოხვდება ბაზარზე, აფრიკაში ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილით მოკვდება, რადგან ისინი არიან აფრიკის მრავალი ქვეყნის ერთადერთი მიმწოდებელი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.