მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძე 69 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს მის­მა ახ­ლო­ბელ­მა და­უ­დას­ტუ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პი­ა­ნის­ტი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და.

ალექ­სან­დრე (ლექ­სო) თო­რა­ძე და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1952 წლის 30 მა­ისს, კომ­პო­ზი­ტორ და­ვით თო­რა­ძი­სა და კი­ნომ­სა­ხი­ობ ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის ოჯახ­ში.

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1969 წელს ლექ­სო თო­რა­ძე ჩა­ი­რი­ცხა სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, ხოლო 1978 წელს და­ამ­თავ­რა ამა­ვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ას­პი­რან­ტუ­რა.

1969 წელს პი­ა­ნის­ტი მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­სა და სა­კავ­ში­რო კონ­კურ­სე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და; 1975 წელს იტა­ლი­ა­ში ა. კა­საგ­რან­დეს სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მი­ი­ღო III პრე­მია, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვან კლა­ი­ბერ­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე – II პრე­მია.

1983 წლი­დან მუ­სი­კო­სი ცხოვ­რობ­და აშშ-ში და ეწე­ო­და ნა­ყო­ფი­ერ სა­შემ­სრუ­ლებ­ლო და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას; აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ვირ­ტუ­ო­ზი პი­ა­ნის­ტი; მის შეს­რუ­ლე­ბას ახა­სი­ა­თებ­და მას­შტა­ბუ­რო­ბა, რო­მან­ტი­უ­ლო­ბა, არ­ტის­ტუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი; ხში­რად მარ­თავ­და გას­ტრო­ლებს უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში; თა­ნამ­შრომ­ლობ­და მსოფ­ლი­ოს გა­მო­ჩე­ნილ დი­რი­ჟო­რებ­თან; რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფეს­ტი­ვა­ლებ­ში - სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი, ლონ­დო­ნი, ჩი­კა­გო, ზალცბურ­გი, ედინ­ბურ­გი, რო­ტერ­და­მი და სხვ.

ლექ­სო თო­რა­ძის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო რე­პერ­ტუ­ა­რი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სტი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებს; მუ­სი­კოს­მა აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა მო­ცარ­ტის, ლის­ტის, პრო­კო­ფი­ე­ვის, რახ­მა­ნი­ნო­ვის, სტრა­ვინ­სკის, ჩა­ი­კოვ­სკის და სხვ. ნა­წარ­მო­ებ­თა შეს­რუ­ლე­ბით; პი­ა­ნის­ტის დის­კოგ­რა­ფია საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან დის­კზე ჩა­წე­რა შოს­ტა­კო­ვი­ჩის ყვე­ლა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი ფრან­კფურ­ტის რა­დი­ოს სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად და ასე­ვე, პრო­კო­ფი­ე­ვის ყვე­ლა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­რი­ას თე­ატ­რის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად ვა­ლე­რი გერ­გი­ე­ვის დი­რი­ჟო­რო­ბით.

მა­სა­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­არ­ქი­ვო ინ­ფორ­მა­ცია

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერი
0

ადამიანს რო აიძულებენ ქვეყანა დატოვოს და გადაიხვეწოს, იმ ქვეყანას მიტირის კიდევ ზოგიერთი. ლექსოს ხსოვნა იყოს.

დანიელი
0

ძალიან სამწუხაროა ( ნათელში ამყოფოს ღმერთმა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი იყო. სხვათაშორის შვილი აქ იყო ჩამოსული ცოტა ხნით, კონს-ში სწავლობდა ჩვენთან ერთად.

 

ავტორი:

პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მისმა ახლობელმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, პიანისტი ამერიკაში ცხოვრობდა.

ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.

თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.

1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.

1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი; მის შესრულებას ახასიათებდა მასშტაბურობა, რომანტიულობა, არტისტული ტემპერამენტი; ხშირად მართავდა გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში; თანამშრომლობდა მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან; რეგულარულად მონაწილეობდა ფესტივალებში - სანკტ-პეტერბურგი, ლონდონი, ჩიკაგო, ზალცბურგი, ედინბურგი, როტერდამი და სხვ.

ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს; მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით; პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.

მასალაში გამოყენებულია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ინფორმაცია