პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძნელი იქნება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ... შენი დატოვებული სამი პატარა ანგელოზი გასაზრდელი მყავს" - რას წერს გია გაჩეჩილაძე გარდაცვლილი სიძის შესახებ?
"ძნელი იქნება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ... შენი დატოვებული სამი პატარა ანგელოზი გასაზრდელი მყავს" - რას წერს გია გაჩეჩილაძე გარდაცვლილი სიძის შესახებ?

პო­ლი­ტი­კო­სი, "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" ლი­დე­რი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც პარ­ტი­ის გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ავა­რი­ით გარ­დაც­ვლი­ლი თა­მაზ ინწკირ­ვე­ლი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სი­ძეა.

"მშვი­დო­ბით ჩემო მე­გო­ბა­რო, ჩემო თაზო, ჩემი ოჯა­ხის ბურ­ჯო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო ვაჟ­კა­ცო. რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა, როცა შე­ნის­თა­ნა ახალ­გაზ­რდა, რომ­ლიც მხო­ლოდ სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რობ­და ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო ტო­ვებს აქა­ურ სამ­ყა­როს.

ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ყო­ფი­ლა, რომ უფალს მხო­ლოდ რჩე­უ­ლე­ბი მიჰ­ყავს! ძა­ლან ძნე­ლი იქ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა უშე­ნოდ, მაგ­რამ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით, ოღონდ ჯერ არა, რად­გან შენი და­ტო­ვე­ბუ­ლი სამი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი გა­საზ­რდე­ლი და გზა­ზე და­სა­ყე­ნე­ბე­ლი მყავს!

ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ვინც ჩემი სი­ძის, თა­მაზ ინწკირ­ვე­ლის ტრა­გე­დია გულ­თან მი­ი­ტა­ნა და გულ­წრფე­ლად გა­მო­ხა­ტა თა­ნაგ­რძნო­ბა!" - წერს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. მისი წე­რი­ლი პარ­ტი­ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა წყნე­თი-თბი­ლი­სის გზა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­ბუ­სი და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლი თა­მაზ ინწკირ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტში "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ა­ში" მუ­შა­ობ­და. ის გა­სუ­ლი წლის არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს იყ­რი­და სა­ბურ­თა­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
3

 

უფალმა გაანათლოს მისი სული ოჯახს გამძლეობას ვუსურვებ

ანა
3

უფალმა გაანათლოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ძნელი იქნება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ... შენი დატოვებული სამი პატარა ანგელოზი გასაზრდელი მყავს" - რას წერს გია გაჩეჩილაძე გარდაცვლილი სიძის შესახებ?

"ძნელი იქნება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ... შენი დატოვებული სამი პატარა ანგელოზი გასაზრდელი მყავს" - რას წერს გია გაჩეჩილაძე გარდაცვლილი სიძის შესახებ?

პოლიტიკოსი, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ წერს. როგორც პარტიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ, ავარიით გარდაცვლილი თამაზ ინწკირველი გაჩეჩილაძის სიძეა.

"მშვიდობით ჩემო მეგობარო, ჩემო თაზო, ჩემი ოჯახის ბურჯო, ჩემო საყვარელო ვაჟკაცო. რამხელა ტრაგედიაა, როცა შენისთანა ახალგაზრდა, რომლიც მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით ცხოვრობდა ბედის უკუღმართობის გამო ტოვებს აქაურ სამყაროს.

ჭეშმარიტება ყოფილა, რომ უფალს მხოლოდ რჩეულები მიჰყავს! ძალან ძნელი იქნება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, ოღონდ ჯერ არა, რადგან შენი დატოვებული სამი პატარა ანგელოზი გასაზრდელი და გზაზე დასაყენებელი მყავს!

ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც ჩემი სიძის, თამაზ ინწკირველის ტრაგედია გულთან მიიტანა და გულწრფელად გამოხატა თანაგრძნობა!" - წერს გაჩეჩილაძე. მისი წერილი პარტიის "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთი-თბილისის გზაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი თამაზ ინწკირველი პარლამენტში "მწვანეთა პარტიაში" მუშაობდა. ის გასული წლის არჩევნებში კენჭს იყრიდა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად.