პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?
რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

ჩვენ, რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის, დევ­ნილ­თა და ასე­ვე და­საქ­მე­ბის სა­მი­ნის­ტრო, აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში "მი­ნის­ტრის სა­ა­თის" ფარ­გლებ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მი­ნის­ტრის თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და მისი სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი არის სრუ­ლი­ად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იმის­თვის, რომ ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს მი­ა­წო­დოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი და უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თა კვლე­ვე­ბით.

"თუ იქ­ნე­ბა იმის სა­ჭი­რო­ე­ბა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ჩათ­ვლის, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მის თუ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სხვა სა­მე­დი­ცი­ნო თა­ნამ­შრომ­ლის ჩარ­თვა, მოწ­ვე­ვა და სხვა­დას­ხვა კონ­სი­ლი­უ­მე­ბის მოწ­ვე­ვა, ამ მხრივ მას სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. თუ ჩვე­ნი მხრი­დან იქ­ნე­ბა რა­ი­მე სა­ხის რე­კო­მენ­და­ცია ან მხარ­და­ჭე­რა სა­ჭი­რო, ამის­თვი­საც მზად ვართ.

ასე­ვე ვი­ცით, რომ მას შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქვს კვლე­ვე­ბი სხვა კერ­ძო კლი­ნი­კა­ში თბი­ლის­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იგი­ვე ტი­პის კვლე­ვე­ბი და ანა­ლი­ზე­ბი პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­შიც უტარ­დე­ბა, რად­გან საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან და მა­ღა­ლი დო­ნის და­ნად­გა­რე­ბი აქვთ იქ. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მხრი­დან კი­დევ ერთხელ გა­და­მოწ­მე­ბის­თვის ეს შე­თა­ვა­ზე­ბაც იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიაკო
0

ჯანდაცვის მინისტრმა გვითხრას ერატომაა რომ არც ერთ აფთიაქში არარსებული წამლები შავ ბაზარზე ჩვეულებრივ რომ იყიდება და კლინიკებში ორმაგი ფასი ადევს თუ წამალი შემოდის რატომ შემოდის შავ ბაზარზე და არ არის აფთიქებში????

მიზეზი
58

ასეთი ჯანდაცვის მინისტრი ყველა მოწინავე ქვეყანას უნდა რო ყავდეს, მაგრამ.მარტო ჩვენ გვყავს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ასევე დასაქმების სამინისტრო, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, პენიტენციური სამსახური და მისი სამედიცინო დეპარტამენტი არის სრულიად კვალიფიციური იმისთვის, რომ ნებისმიერ პაციენტს მიაწოდოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებითა კვლევებით.

"თუ იქნება იმის საჭიროება და პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ აუცილებელია ნებისმიერი ექიმის თუ კვალიფიკაციის მქონე სხვა სამედიცინო თანამშრომლის ჩართვა, მოწვევა და სხვადასხვა კონსილიუმების მოწვევა, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ.

ასევე ვიცით, რომ მას შეთავაზებული აქვს კვლევები სხვა კერძო კლინიკაში თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ტიპის კვლევები და ანალიზები პენიტენციურ სისტემაშიც უტარდება, რადგან საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები არიან და მაღალი დონის დანადგარები აქვთ იქ. იუსტიციის მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ გადამოწმებისთვის ეს შეთავაზებაც იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა აზარაშვილმა.