ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. იმთავითვე გაჩნდა ეჭვები, რომ იგი მდიდარი კაცის შვილობას ფინანსური ინტერესების გამო იბრალებდა და სინამდვილეში კახა ბენდუქიძესთან ნათესაური კავშირი არ ჰქონდა. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.
სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომელზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.
ახლა როგორც თავად ამბობს, არის მამის მიერ დაარსებული "თავისუფალი უნივერსიტეტის" თანადამფუძნებელი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი".
ცნობილი მამის შესახებ ანასტასია ბენდუქიძემ გადაცემაში "ბაიასთან" ისაუბრა.
"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შემი მამა ვარ, ბიოლოგიურიო, შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქირია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.
მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მოსფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე :
აი ასეა, მამამ მოიპარა ქართველი ხალხის ქონება 1 ლარად - იმხელა სასოფლო ინსტიტუტი თავის მიწებიანად, მერე ბაზალეთის ტბასთან 300 ჰექტარი თავის რკინის ანძებით - მარტო ანძების ჯართი 100 მილიონის იყო, მერე გახდნენ ბიზნესმენები, გაყიდა არაბებზე ბაზალეთი და ეხლა იქ არაბები უნდა დასახლდნენ; ჩემი წინაპარი არაბებს ხმლით დასდევდა ესენი კი მიშა ''წამებულის'' წყალობით ბიზნესმენები გახდნენ და აიწყვეს ცხოვრება -დაუბრუნეთ ქართველ ხალხს მოპარული ქონება და მერე ჯანდაბაში წათრეულან ყველანი; უნდა ხალხმა მოითხოვოს ესეთი ქურდბაცაცებისგან მოპარული ქონება უკან....
აუ, რა კომენტარებია, რომ წაიკითხავ, აგეტირება. ჰიტლერის შვილიც რომ ყოფილიყო ეს გოგონა, ადამიანია და ადამიანურად უნდა მიიღოთ. მითუმეტეს, ამ წერილის მიხედვით, საკმაოდ კორექტული და ზომიერი ჩანს. არ შეიძლება ცოტა პოზიტიურად დაინახოთ?