პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, მივმართო ჩემს ოჯახს: აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, - რაც არ უნდა მოხდეს, არ ღირს ნერვიულობად" - ნიკა გვარამიას საბოლოო სიტყვა სასამართლოზე
"მინდა, მივმართო ჩემს ოჯახს: აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან,  - რაც არ უნდა მოხდეს, არ ღირს ნერვიულობად" - ნიკა გვარამიას საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

"მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის ნიკა გვა­რა­მი­ას, კა­ხა­ბერ და­მე­ნი­ა­სა და ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დღეს დას­კვნი­თი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იმარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­ბო­ლოო სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქვა­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

"რად­გან ბოლო სი­ტყვაა, რო­მე­ლიც პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში უნდა ვთქვა, უფრო მი­მარ­თვა იქ­ნე­ბა, ვიდ­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტა­ცია. არც ერთ ბრალ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ვცნობ, ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. მინ­და მივ­მარ­თო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, პირ­ველ რიგ­ში მინ­და მივ­მარ­თო ჩემ ოჯახს, აქ არის სოფო, ბავ­შვე­ბი არ არი­ან, მინ­და მათ ვუ­თხრა, რაც არ უნდა მოხ­დეს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ეს ნერ­ვი­უ­ლო­ბად არ ღირს. სოფო, შენ კარ­გად იცი, ნიკა გვა­რა­მია გა­რეთ უფრო პა­რა­დოქ­სია, ვიდ­რე ცი­ხე­ში, არა­ვის არა­ფე­რი არ სთხო­ვო, ჩემი მე­გობ­რე­ბი ისე­დაც გვერ­დში და­გიდ­გე­ბი­ან. აქ არის ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხი, ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც შევ­ქმე­ნი არა ნუ­ლი­დან, არა­ნედ მი­ნუ­სე­ბი­დან, ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი თხო­ვეთ, მთა­ვა­რია გახ­სოვ­დეთ, ამ ქვეყ­ნის ბედი თქვენ­ზეა მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად.

მინ­და მივ­მარ­თო ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და­ეხ­მა­რეთ ჩემ დიდ ოჯახს, ტე­ლე­ვი­ზი­ას, არა­ნა­ი­რი სხვა თხოვ­ნა არ მაქვს, ახლა ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ჭირს, ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ ყოფ­ნა ამ პრობ­ლე­მას გა­ამ­წვა­ვებს, ყვე­ლას ვთხოვ, ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენს, ყვე­ლა ქარ­თველს, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და, ყვე­ლას მივ­მარ­თო, არას­დროს, არა­ვის, ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ სთხო­ვოთ პრე­ზი­დენ­ტად წო­დე­ბულ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ეს იქ­ნე­ბა ჩემი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა. არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ მი­ა­ნი­ჭებს, ქარ­თველ პატ­რი­ოტს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ ექ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­მაც თქვა, რომ ომი ჩვენ და­ვი­წყეთ და მძი­ნა­რე ცხინ­ვა­ლი და­ბომ­ბა. მისი მი­სა­მარ­თით სი­ტყვა არ და­იძ­რას - არა და არა­ად­როს, მი­სი­ვე ცი­ტი­რე­ბით.

კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა და წე­სი­ე­რე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უკვე მე­ო­რედ აღ­ძრა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე, რო­მე­ლიც ფი­ნან­სურ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას ეხე­ბა. ახლა ვე­უბ­ნე­ბი, სა­დაც არ უნდა ვიყო, რამ­დე­ნი ხა­ნიც არ უნდა ვიყო, სა­ხეს ავა­ხევ.

მინ­და გთხო­ვოთ თქვენ, აქ სხე­დან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სკამ­ზე, ჩემ­თვის ბრა­ლის წა­არ­დგე­ნა მათ გა­რე­შე არ გა­მო­ვი­და. ჩათ­ვა­ლეთ, რომ უც­ნა­უ­რი რა­მის თქმა მო­მი­წევს, არარ­სე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ვი­ღებ სა­კუ­თარ თავ­ზე, თუ ვინ­მე ცი­ხე­ში უნდა გა­უშ­ვათ, მე გა­მიშ­ვით. თუ ვინ­მეს ილუ­ზია აქვს, რომ პა­ტიმ­რო­ბის არ მის­ჯის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან ცდე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რად მი­ვი­ღებ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკა­ფიო იყოს ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა. თუ უდა­ნა­შა­უ­ლო ნიკა გვა­რა­მი­ას გა­მარ­თლე­ბას არ აპი­რებთ, თქვენ­თვის­ვე ჯობს ნიკა გვა­რა­მია იყოს შიგ­ნით, ამას პირ­ველ რიგ­ში ვე­უბ­ნე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. მე ვიბ­რძვი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, მე ასე გამ­ზარ­დეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა. თქვენც მო­გი­წო­დებთ, იყოთ სა­მარ­თლი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე დას­კვნი­თი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე "რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს კახა და­მე­ნი­ა­სა და "ინ­ტერ მე­დია პლი­უ­სის“ დი­რექ­ტორს ზუ­რაბ იაშ­ვილს წა­უ­ყე­ნა.

ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით "რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და, ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­და.

კახა და­მე­ნი­ას გა­მო­ძი­ე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვა­ში ედე­ბა, რაც ჩა­დე­ნი­ლი იქნა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­მე­ნი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და. მას ასე­ვე, აეკ­რძა­ლა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ იაშ­ვილს, მას ბრა­ლი ედე­ბა კო­მერ­ცი­ულ მოს­ყიდ­ვა­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში. იაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
5

ქლიბი.

ნიანგი
5

ყველამ მოირგო ნიანგის ცრემლები, ნიანგს რაღაო?..... რა მაგის პასუხია და,სხვის ოჯახის წევრების ნერვიულობაზე როდისმე თუ უფიქრიათ ნეტა, სხვის შვილებზე, თვალწინ რომ მამას უპატიმრებდნენ, უარესი, უკლავდნენ კიდეც, აფრასიძეების შემთხვევაში....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მინდა, მივმართო ჩემს ოჯახს: აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, - რაც არ უნდა მოხდეს, არ ღირს ნერვიულობად" - ნიკა გვარამიას საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

"მინდა, მივმართო ჩემს ოჯახს: აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან,  - რაც არ უნდა მოხდეს, არ ღირს ნერვიულობად" - ნიკა გვარამიას საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დასკვნითი სასამართლო სხდომა იმართება, რომელზეც ბრალდებულებს საბოლოო სიტყვების წარმოთქვამის საშუალება მიეცათ.

"რადგან ბოლო სიტყვაა, რომელიც პროცესის ფარგლებში უნდა ვთქვა, უფრო მიმართვა იქნება, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია. არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მინდა მივმართო რამდენიმე ადამიანს, პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემ ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში ეს ნერვიულობად არ ღირს. სოფო, შენ კარგად იცი, ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ციხეში, არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ისედაც გვერდში დაგიდგებიან. აქ არის ჩემი მეორე ოჯახი, ტელევიზია, რომელიც შევქმენი არა ნულიდან, არანედ მინუსებიდან, ყველას ყველაფერი თხოვეთ, მთავარია გახსოვდეთ, ამ ქვეყნის ბედი თქვენზეა მნიშვნელოვანწილად.

მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, დაეხმარეთ ჩემ დიდ ოჯახს, ტელევიზიას, არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს, ახლა ჩვენ ძალიან გვიჭირს, ჩემი ტელევიზიაში არ ყოფნა ამ პრობლემას გაამწვავებს, ყველას ვთხოვ, ყველა ბიზნესმენს, ყველა ქართველს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას მივმართო, არასდროს, არავის, ჩემთან დაკავშირებული არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ჩემი კატეგორიული მოთხოვნა. არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს, ქართველ პატრიოტს თავისუფლება ვერ ექნება ადამიანისგან, რომელმაც თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და მძინარე ცხინვალი დაბომბა. მისი მისამართით სიტყვა არ დაიძრას - არა და არაადროს, მისივე ციტირებით.

კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის მნიშვნელოვანია, უკვე მეორედ აღძრა ბიძინა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება. ახლა ვეუბნები, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.

მინდა გთხოვოთ თქვენ, აქ სხედან სხვა ადამიანებიც ბრალდებულების სკამზე, ჩემთვის ბრალის წაარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პატიმრობის არ მისჯის შემთხვევაში ჯარიმა შემამსუბუქებელი იქნება, ძალიან ცდება, აბსოლუტურად იდენტურად მივიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მკაფიო იყოს ჩემი უდანაშაულობა. თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე ჯობს ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ამას პირველ რიგში ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს. მე ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.