მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი დარია ფაღავას ცხოვრება და 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე - ვინ იყო ქალი, რომელიც მიხაი ზიჩიმ "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებში თინათინისა და თამარის პროტოტიპად გამოიყენა?
ულამაზესი დარია ფაღავას ცხოვრება და 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე -  ვინ იყო ქალი, რომელიც მიხაი ზიჩიმ "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებში თინათინისა და თამარის პროტოტიპად გამოიყენა?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­ხაი ზიჩი იყო უნ­გრე­ლი მხატ­ვა­რი (1827-1906), რო­მელ­მაც შექ­მნა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ცნო­ბი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი. მან თა­ვის ნა­ხა­ტებ­ში პრო­ტო­ტი­პე­ბად გა­მო­ი­ყე­ნა სხვა­დას­ხვა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, პო­ე­ტი თუ უბ­რა­ლოდ, თა­ვა­დიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც მისი აზ­რით შე­ე­ფე­რე­ბოდ­ნენ ამა თუ იმ მთა­ვარ გმირს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო და­რია (დეს­პი­ნე) ფა­ღა­ვა (1869-1899). ის ყო­ფი­ლა მექი ფა­ღა­ვას მე­უღ­ლე, რომ­ლიც ზიჩ­მა 1882 წელს, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ცო­ცხა­ლი სუ­რა­თე­ბის დად­გმა­ში მი­იწ­ვია და ილუსტრა­ცი­ე­ბი­სათ­ვის, თა­მა­რის და თი­ნა­თი­ნის პრო­ტო­ტი­პად გა­მო­ი­ყე­ნა. ის თა­ვის დრო­ზე ყო­ფი­ლა ქუ­თა­ი­სის დრა­მა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­ჯდო­მა­რე და გა­უხ­სნია წიგნ­სა­ცა­ვი და სამ­კი­თხვე­ლო სო­ფელ ბან­ძა­ში. მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და 1966 წელს გა­მო­ცე­მა "სა­მეგ­რე­ლო­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სი­მონ სხირტლა­ძის სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს "ფე­ის­ბუქჯ­გუ­ფი" ფოტო ამ­ბე­ბი • Photo Stories.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თუხ­ლობთ:

და­რია ფა­ღა­ვას შე­სა­ხებ ბევ­რს ვე­რა­ფერს გვე­ტყვის იტა­ლი­უ­რი მარ­მა­რი­ლო­სა­გან გა­მოკ­ვე­თი­ლი ძეგლი, რო­მე­ლიც სო­ფელ ბან­ძა­ში ახ­ლაც ამ­შვე­ნებს მის საფ­ლავს. თეთ­რი მარ­მა­რი­ლოს ქვა­ზე შავი ასო­ე­ბი­თაა ამოკ­ვე­თი­ლი მხო­ლოდ მისი ვი­ნა­ო­ბა და ამ ქვეყ­ნი­დან მი­ფა­რე­ბის მა­უ­წყე­ბე­ლი თა­რი­ღი.

და­რია მურ­ზა­ყა­ნის ასუ­ლი ფა­ღა­ვა და­ბა­დე­ბუ­ლა 1869 წელს სოფ. ზა­ნას (ზუგ­დი­დის მაზ­რა) დე­დი­დან მისი პაპა ყო­ფი­ლა კონ­სტან­ტი­ნე აფა­ქი­ძე, კაცი თა­ვი­სი დრო­ის­თვის საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მისი ცოლი, და­დი­ა­ნის ქალი, ახლო ნა­თე­სა­ვი ყო­ფი­ლა ნიკო და­დი­ა­ნი­სა. სწო­რედ ამ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლა და აღ­ზრდი­ლა ბან­ძე­ლი გო­გო­ნა. აქვე შე­უს­წავ­ლია წერა-კი­თხვა, სა­სუ­ლი­ე­რო მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბის შე­დევ­რე­ბი. დე­დუ­ლეთ­ში­ვე გა­ი­ზე­პი­რა და შე­იტ­კბო უკ­ვდა­ვი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ღრმად ისუნ­თქა რუს­თა­ვე­ლის ენის სტი­ქია. წლებ­მა სწრა­ფად გა­და­იქ­რო­ლეს...

და­რია გა­სა­თხო­ვა­რი ხდე­ბა. დე­დი­სერ­თა, მდი­დარ, თვალ­ტა­ნად ქა­ლიშ­ვილ­ზე ბევ­რს ეჭი­რა თვა­ლი, ბევ­რს ეკ­ვე­თა მის­გან ტრფო­ბის ისა­რი. მაგ­რამ წინ­და­ხე­დულ, დინჯ, ზნე­მა­ღალ ოჯახ­ზე მე­ოც­ნე­ბე და­რი­ას ასე ად­ვი­ლად როდი მო­ხიბ­ლავ­და უსაქ­მურ, ფუქ­სა­ვატ ჩო­ხო­სან­თა სა­მიჯ­ნუ­რო უს­ტა­რე­ბი. რჩე­უ­ლი რჩე­ულს უხ­მობ­და, გული და­ე­ძებ­და გულს. და­რია ფა­ღა­ვას რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში მრა­ვალ­თა­გან ერთი ეპი­ზო­დიც სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­წე­რა. ერ­თმა უგო­ნოდ გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ­მა თა­ვად­მა, როცა მის­გან ცო­ლო­ბა­ზე სას­ტი­კი უარი მი­ი­ღო, მო­ტა­ცე­ბა სცა­და, მაგ­რამ მა­მა­ცი გო­გო­ნა არ და­იბ­ნა, თავსლა­ფი გა­და­ას­ხა თოფ-ია­რაღ­ში ჩამ­ჯდარ "რა­ინ­დებს“. იგი ელ­ვის სის­წრა­ფით გად­მო­ევ­ლო მა­ღალ მო­ა­ჯირს და ბნელ ღა­მეს შე­უ­ერ­თდა. ბან­ძელ გო­გო­ნას ეს "ლე­გენ­და­რუ­ლი ნახ­ტო­მი“ მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ირ­ხა, პრე­სა­შიც კი გახ­მა­ურ­და. ამ ამ­ბავ­მა კი­დევ მეტი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი შეს­ძი­ნა და­რი­ას და, აჰა, ტო­ლიც გა­მოჩ­ნდა. ეს რჩე­უ­ლი გახ­ლდათ მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზი­თა და ნი­ჭი­ე­რე­ბით გან­თქმუ­ლი, ლი­ცე­უმ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი იუ­რის­ტი მექი ფა­ღა­ვა. მე­ქის სა­ხელს კი­დევ უფრო ამაღ­ლებ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მას ახლო მე­გობ­რო­ბა და სა­ბან­კო საქ­მე­ე­ბის გამო ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან. მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რა ილი­ას მი­პა­ტი­ჟე­ბა ბან­ძა­ში 1885 წელს. როცა დიდი პო­ე­ტი, რო­გორც ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, სა­მეგ­რე­ლოს ეს­ტუმ­რა ნიკო და­დი­ა­ნის (მინ­გრელსკის) საგ­ვა­რე­უ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის გად­მო­სა­ბა­რებ­ლად. აქ აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ მას­პინ­ძელ­თა­გან ილი­ას გუ­ლუხვ მი­ღე­ბა­ზე, პო­ე­ტის მოლ­ხე­ნა­ზე, ენამ­ზე­ო­ბა­ზე. სა­მეგ­რე­ლოს ხილ­ვით გა­მოწ­ვე­ულ აღ­ტა­ცე­ბა­ზე. ამა­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა.

და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ და­რია ფა­ღა­ვას ცხოვ­რე­ბის გზას. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, და­რი­ამ თა­ვის­სა­ვე გვა­რის, მაგ­რამ სის­ხლის შო­რე­ულ ვაჟ­კაცს მე­ქის ფა­ღა­ვას გა­უ­წო­და ხელი. აფა­ქი­ძე­ე­ბის ძველ ქარ­თულ ოჯახ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად აღ­ზრდილ, ში­ნა­უ­რი სწავ­ლი­თა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის გზით გო­ნე­ბა­გახ­სნილ და­რი­ას ღირ­სე­უ­ლად ეჭი­რა თავი იმ წრე­შიც, რო­მე­ლიც მექი ფა­ღა­ვას გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­რია ჯერ კი­დევ გა­თხო­ვე­ბამ­დე სავ­სე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ცხოვ­რე­ბის­თვის. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ძველ ქარ­თულ ოჯა­ხებ­ში, რო­გორც ვა­ხუშ­ტიც გვი­მოწ­მებს, ქა­ლე­ბის სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში "ცოდ­ნა-ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლო­ბას“ სა­პა­ტიო ად­გი­ლი სჭე­რია. ეს წეს-ჩვე­უ­ლე­ბა ოდი­დან­ვე მთე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბით იყო და­ცუ­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში. არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი, რო­მელ­მაც თით­ქმის 20 წელი დაჰ­ყო სა­მეგ­რე­ლო­ში, წერს: "ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა დღეს სულ მოს­პო­ბი­ლი იქ­ნე­ბო­და აქ, რომ ქა­ლებს არ შე­ე­ნა­ხათ იგი“.

რაც შე­ე­ხე­ბო­და მათ სუ­ლი­ერ საზ­რდოს, იმას, თუ რა წიგ­ნე­ბით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ გო­ნებ­რივ და ეს­თე­ტი­კურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, ამა­ზე ჩვენს სა­ხე­ლო­ვან ის­ტო­რი­კოსს დ. ბაქ­რა­ძეს მო­ვუს­მი­ნოთ:

"ისი­ნი ტკბე­ბოდ­ნენ ჩვენს ენა­ზე და­წე­რი­ლის ანუ სხვა ენით გად­მო­ღე­ბუ­ლის სა­ე­რო თხზუ­ლე­ბე­ბით: კი­თხუ­ლობ­დნენ უფრო გან­თქმულს რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“, რო­მე­ლიც უმ­შვე­ნი­ე­რებ­და სი­ტყვი­ე­რე­ბას და გა­ნუ­წ­მენ­დდა აზ­რსა და ზნე­ო­ბითს გე­მოვ­ნე­ბას, მრა­ვალთ იცოდ­ნენ ზე­პი­რად, კი­თხუ­ლობ­დნენ სა­ბერ­ძნე­თის ფი­ლო­სო­ფოსთ მშობ­ლი­ურს ენა­ზედ, მა­მა­თა ცხოვ­რე­ბა­სა და საღ­მრთო წე­რი­ლებ­სა“. არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას გვაწ­ვდის ორა­ტო­რი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი, მწე­რალი შალ­ვა და­დი­ა­ნიც, "ქალი - წერს იგი, - არამც თუ ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, მცოდ­ნე იყო ქარ­თუ­ლი ენი­სა, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­სა“ და სხვა­დას­ხვა ხელ­საქ­მი­სა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოც კი იყო მა­შინ­დე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სათ­ვის, არა­მედ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იცო­და თურ­მე, იმ დრო­ის შე­სა­და­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, ვარ­სკვლავ­თმრი­ცხვე­ლო­ბა, დიდი ხელ­თა, რო­მე­ლიც მე­ტად რთულს - მთვა­რი­სა და მზის, დრო და ჟა­მის ტრი­ალ­თა აღ­ნუს­ხვის კომ­ბი­ნა­ცი­ებს წარ­მო­ად­გენს. და­რია ფა­ღა­ვა, რო­გორც გახ­სნი­ლი გო­ნე­ბის ქალი, აქაც თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე აღ­მოჩ­ნდა. ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რე­ბის წლებ­ში იგი ძალ­ზე ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და, ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და მო­წი­ნა­ვე ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ორ პო­ეტ­თან - აკა­კის­თან და ცა­ხელ­თან.

თა­ვის მხრივ, რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე მო­ხიბ­ლუ­ლი ყო­ფი­ლა ში­ნა­უ­რუ­ლად ზნე­ო­ბით და ეროვ­ნუ­ლი იდე­ა­ლე­ბით. და­რია სის­ტე­მა­ტუ­რად ეს­წრე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნებს. იგი უღ­რმეს პა­ტივ­სა სცემ­და ქარ­თუ­ლი სცე­ნის ვე­ტე­რა­ნებს ლადო მეს­ხიშ­ვილ­სა და ვასო აბა­ში­ძეს, ქალ­თა­გან კი ნუცა ჩხე­ი­ძეს, რო­მე­ლიც მის­მა ქმარ­მა მე­ქიმ მო­ნათ­ლა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ღირ­სია და­რია ფა­ღა­ვას კულ­ტუ­რულ-საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა. მან სა­უ­ცხოო წიგნთსა­ცა­ვი გახ­სნა თა­ვის სო­ფელ­ში და თა­ვი­სი­ვე ხარ­ჯით ბევრ ახალ­გაზ­რდას გა­უ­კა­ფა გზა ცოდ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა­კენ.

***რო­გორც მშო­ბე­ლი ქვეყ­ნის მხურ­ვა­ლე პატ­რი­ო­ტი და თა­ვი­სი დრო­ი­სათ­ვის საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქალი, და­რია ფა­ღა­ვა გუ­ლის­ყუ­რით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს ქარ­თულ პრე­სას, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, აზ­რთა და იდე­ა­თა შეხ­ლა-შე­მოხ­ლას. ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის აბო­ბოქ­რე­ბულ სა­უ­კუ­ნე­ში, რომ­ლის ტალ­ღე­ბიც ილი­ას ფო­ლა­დის მკერდს ეხეთ­ქე­ბო­და, მო­წი­ნა­ვე ქა­ლის­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლი და და­საგ­მო­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც სა­ხალ­ხო საქ­მეს ზი­ანს მი­ა­ყე­ნებ­და, ეროვ­ნულ შეგ­ნე­ბას და­ა­სუს­ტებ­და, ძირს გა­მო­უ­თხრი­და.

და­რია ფა­ღა­ვამ "ივე­რი­ის“ ფურ­ცლე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლე­მი­კა გა­უ­მარ­თა გი­ორ­გი წე­რე­თელს, რო­მელ­მაც წე­რილ­ში - "საით მი­ვის­წრა­ფით?“ ქა­ლა­ქის მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცოტა არ იყოს, ტენ­დენ­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი გა­ნა­ვი­თა­რა ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხის ირ­გვლივ. გა­მო­ჩე­ნილ ბე­ლეტ­რის­ტთან და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს­თან კა­მა­თის დროს, ზო­გი­ერ­თი თავ­გზა­აბ­ნე­უ­ლი, ქა­რაფ­შუ­ტა პატ­რი­ო­ტე­ბის გა­მოხ­დო­მე­ბით გულ­მოკ­ლუ­ლი ქალი, ნაღ­ვლი­ა­ნი კი­ლო­თი შე­ნიშ­ნავს: "ვინ არ იცის, რომ ჩვენ­ში ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "პრო­ვინ­ცი­უ­ლი პატ­რი­ო­ტო­ბა“, ამ ორი წლის წი­ნათ თვით სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის კე­თილ­შო­ბილ­თა კრე­ბულ­ში, ბან­კის ყრი­ლო­ბა­ზე, ათა­სი კა­ცის წი­ნა­შე ზო­გი­ერ­თმა მა­მუ­ლიშ­ვილ­მა (?) საქ­ვეყ­ნოდ წარ­მოს­თქვა შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი: "იმერ­ლე­ბი ნუ ერე­ვი­ან ჩვენს საქ­მე­შიო“.

და­რია ფა­ღა­ვას იდე­ა­ლით ყვე­ლა ქარ­თვე­ლი­სათ­ვის ერ­თგვა­რად სა­თაყ­ვა­ნო უნდა იყოს ჩვე­ნი სა­ზი­ა­რო დედა-სა­ქარ­თვე­ლო, "კორ­ტო­ხის ორი­ვე მხა­რე - იმე­რეთ-ამე­რე­თი“. ნი­ჭი­ე­რი ქა­ლის სმე­ნას მთე­ლი გრძნო­ბით ატ­კბობ­და დიდი ეროვ­ნუ­ლი პო­ე­ტის აკა­კის გულ­ში ჩამ­წვდო­მი სტრი­ქო­ნე­ბი: - ჩონ­გუ­რი სა­ქარ­თვე­ლოა, სი­მე­ბი ჩვენ ვართ ყვე­ლაო...

და­რია ფა­ღა­ვას სხვა ნა­წე­რებს ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია. სი­ნა­ნუ­ლით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ხელ­ნა­წე­რე­ბის საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი რვე­უ­ლი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე­ქის მე­ო­რე ცოლ­მა, ან­ჩხლმა დე­და­კაც­მა ცე­ცხლს მის­ცა.

რო­გორც გულ­ნა­რა ფა­ღა­ვამ გად­მოგ­ვცა, მის­თვის და­უ­ვი­წყა­რი დე­დის ამ ძვირ­ფას რვე­ულ­ში თავ­მოყ­რი­ლი ყო­ფი­ლა სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი, ვრცე­ლი სა­ე­ნათ­მეც­ნი­ე­რო ნარ­კვე­ვი ქარ­თუ­ლი და მეგ­რუ­ლი ენე­ბის ახლო ნა­თე­სა­ო­ბის შე­სა­ხებ და, რაც ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­კარ­გია, სი­ტყვა და­წე­რი­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ. ეს სი­ტყვა და­რი­ას უნდა წარ­მო­ეთ­ქვა სა­გან­გე­ბოდ შე­კე­რილ ქარ­თულ კა­ბა­ში, რო­მე­ლიც მან ერთ ხნი­ერ მო­ლო­ზანს, თვა­ლის­მომჭრე­ლი სი­ლა­მა­ზით მო­ა­ქარ­გვი­ნა: მაგ­რამ და­ხეთ ბე­დის სი­მუხ­თლეს! ამ სა­ოც­ნე­ბო კა­ბა­ში იგი მხო­ლოდ კუ­ბო­ში იხი­ლეს.

***1889 წლის 18 იან­ვარს სუს­ხი­ა­ნი სა­ღა­მო იდგა. ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში ტევა არ იყო. ვლ. მეს­ხიშ­ვი­ლი და ვ. აბა­ში­ძე ელავ­დნენ სცე­ნა­ზე. მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხმა­უ­რი ატყდა. რამ­დე­ნი­მე წუ­თიც და პარ­ტე­რი­დან გულ­წა­სუ­ლი ქალი გა­იყ­ვა­ნეს. ეს ქალი და­რია ფა­ღა­ვა იყო. იგი საკ­ვებს მო­ე­წამ­ლა და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი შხა­მი სწრა­ფად ედე­ბო­და მთელ სხე­ულს. სიკ­ვდილ­თან ბრძო­ლა ხუთ დღეს გაგ­რძელ­და.

ყვე­ლა და­ა­ღო­ნა ზნე­მა­ღა­ლი, სა­მა­გა­ლი­თო ქარ­თვე­ლი ქა­ლის უდ­რო­ოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. მისი დაკ­რძალ­ვის დღეს ქუ­თა­ი­სის თე­ატრმა წარ­მოდ­გე­ნა გა­და­დო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გლო­ვობ­და თა­ვის მშვე­ნე­ბას. მწუ­ხა­რე­ბის დღე­ებ­ში "ივე­რი­ა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა ილია ჩი­ქო­ვა­ნის (პონ­ტო­ე­ლის) წე­რი­ლი - "სა­სი­ქა­დუ­ლო ქა­ლის ხსოვ­ნას“. მა­შინ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­მა ნინო ჩხე­ი­ძემ კი იმა­ვე "ივე­რი­ა­ში“ (1899 წ, N23) თა­ვი­სი გა­მო­სა­თხო­ვა­რი სი­ტყვა ასე და­ამ­თავ­რა: "სა­უ­კუ­ნო იყოს ხსე­ნე­ბა შენი, პა­ტი­ო­სა­ნო ქარ­თვე­ლო დე­დავ“.

აკა­კიმ თა­ვის "კრე­ბულ­ში“ სა­გულ­და­გუ­ლოდ და­წე­რი­ლი ნეკ­რო­ლო­გი მი­უ­ძღვნა და­რია ფა­ღა­ვას ხსოვ­ნას, ამა­ვე დროს ილია ჩი­ქო­ვა­ნის წე­რი­ლი უც­ვლე­ლად გად­მო­ა­ბეჭდ­ვი­ნა "ივე­რი­ი­დან“.თუ რა ღირ­სე­ბით ბრწყი­ნავ­და და­რია ფა­ღა­ვა და მისი სა­ხით ვინ დაჰ­კარ­გა მა­შინ­დელ­მა ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ამა­ზე მკა­ფი­ოდ მე­ტყვე­ლებ­და საყ­ვა­რე­ლი პო­ე­ტის შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი:

"ის იყო ერ­თა­დერ­თი უკა­ნას­კნე­ლი ნაშ­თა­გა­ნი იმ ძვე­ლე­ბურ ქარ­თველ ქა­ლე­ბი­სა, რო­მელ­ნიც დროს და ვი­თა­რე­ბას დღეს ჩვენ­თვის სა­ოც­ნე­ბოდ გა­უხ­დია“. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამნა
0

საინტერესო სტატიაა. მომეწონა. მადლობა.

დიახ,
4

საჭირო და საინტერესო წერილია... ოღონდ, მხატვრის გვარი მის მშობლიურ უნგრ.ენაშიც ზიჩია (Mihály Zichy) და არ შეიძლება ქართულად ვწეროთ "ზიჩმა"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ულამაზესი დარია ფაღავას ცხოვრება და 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე - ვინ იყო ქალი, რომელიც მიხაი ზიჩიმ "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებში თინათინისა და თამარის პროტოტიპად გამოიყენა?

ულამაზესი დარია ფაღავას ცხოვრება და 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე -  ვინ იყო ქალი, რომელიც მიხაი ზიჩიმ "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებში თინათინისა და თამარის პროტოტიპად გამოიყენა?

მოგეხსენებათ, მიხაი ზიჩი იყო უნგრელი მხატვარი (1827-1906), რომელმაც შექმნა "ვეფხისტყაოსნის" ცნობილი ილუსტრაციები. მან თავის ნახატებში პროტოტიპებად გამოიყენა სხვადასხვა ქართველი მსახიობი, პოეტი თუ უბრალოდ, თავადიშვილი, რომლებიც მისი აზრით შეეფერებოდნენ ამა თუ იმ მთავარ გმირს. ერთ-ერთი მათგანი იყო დარია (დესპინე) ფაღავა (1869-1899). ის ყოფილა მექი ფაღავას მეუღლე, რომლიც ზიჩმა 1882 წელს, "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმაში მიიწვია და ილუსტრაციებისათვის, თამარის და თინათინის პროტოტიპად გამოიყენა. ის თავის დროზე ყოფილა ქუთაისის დრამატიული საზოგადოების თავჯდომარე და გაუხსნია წიგნსაცავი და სამკითხველო სოფელ ბანძაში. მის შესახებ ინფორმაციას და 1966 წელს გამოცემა "სამეგრელოში" გამოქვეყნებულ სიმონ სხირტლაძის სტატიას აქვეყნებს "ფეისბუქჯგუფი" ფოტო ამბები • Photo Stories.

სტატიაში ვკითუხლობთ:

დარია ფაღავას შესახებ ბევრს ვერაფერს გვეტყვის იტალიური მარმარილოსაგან გამოკვეთილი ძეგლი, რომელიც სოფელ ბანძაში ახლაც ამშვენებს მის საფლავს. თეთრი მარმარილოს ქვაზე შავი ასოებითაა ამოკვეთილი მხოლოდ მისი ვინაობა და ამ ქვეყნიდან მიფარების მაუწყებელი თარიღი.

დარია მურზაყანის ასული ფაღავა დაბადებულა 1869 წელს სოფ. ზანას (ზუგდიდის მაზრა) დედიდან მისი პაპა ყოფილა კონსტანტინე აფაქიძე, კაცი თავისი დროისთვის საკმაოდ განათლებული, მისი ცოლი, დადიანის ქალი, ახლო ნათესავი ყოფილა ნიკო დადიანისა. სწორედ ამ ოჯახში დაბადებულა და აღზრდილა ბანძელი გოგონა. აქვე შეუსწავლია წერა-კითხვა, სასულიერო მჭევრმეტყველების შედევრები. დედულეთშივე გაიზეპირა და შეიტკბო უკვდავი "ვეფხისტყაოსანი“, ღრმად ისუნთქა რუსთაველის ენის სტიქია. წლებმა სწრაფად გადაიქროლეს...

დარია გასათხოვარი ხდება. დედისერთა, მდიდარ, თვალტანად ქალიშვილზე ბევრს ეჭირა თვალი, ბევრს ეკვეთა მისგან ტრფობის ისარი. მაგრამ წინდახედულ, დინჯ, ზნემაღალ ოჯახზე მეოცნებე დარიას ასე ადვილად როდი მოხიბლავდა უსაქმურ, ფუქსავატ ჩოხოსანთა სამიჯნურო უსტარები. რჩეული რჩეულს უხმობდა, გული დაეძებდა გულს. დარია ფაღავას რომანტიკულ თავგადასავალში მრავალთაგან ერთი ეპიზოდიც სამუდამოდ ჩაიწერა. ერთმა უგონოდ გამიჯნურებულმა თავადმა, როცა მისგან ცოლობაზე სასტიკი უარი მიიღო, მოტაცება სცადა, მაგრამ მამაცი გოგონა არ დაიბნა, თავსლაფი გადაასხა თოფ-იარაღში ჩამჯდარ "რაინდებს“. იგი ელვის სისწრაფით გადმოევლო მაღალ მოაჯირს და ბნელ ღამეს შეუერთდა. ბანძელ გოგონას ეს "ლეგენდარული ნახტომი“ მთელ დასავლეთ საქართველოში დაირხა, პრესაშიც კი გახმაურდა. ამ ამბავმა კიდევ მეტი თაყვანისმცემლები შესძინა დარიას და, აჰა, ტოლიც გამოჩნდა. ეს რჩეული გახლდათ მთელ დასავლეთ საქართველოში სილამაზითა და ნიჭიერებით განთქმული, ლიცეუმდამთავრებული იურისტი მექი ფაღავა. მექის სახელს კიდევ უფრო ამაღლებდა ის გარემოება, რომ მას ახლო მეგობრობა და საბანკო საქმეების გამო ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. მის ბიოგრაფიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა ილიას მიპატიჟება ბანძაში 1885 წელს. როცა დიდი პოეტი, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, სამეგრელოს ესტუმრა ნიკო დადიანის (მინგრელსკის) საგვარეულო ბიბლიოთეკის გადმოსაბარებლად. აქ აღარაფერს ვამბობთ მასპინძელთაგან ილიას გულუხვ მიღებაზე, პოეტის მოლხენაზე, ენამზეობაზე. სამეგრელოს ხილვით გამოწვეულ აღტაცებაზე. ამაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა.

დავუბრუნდეთ ისევ დარია ფაღავას ცხოვრების გზას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დარიამ თავისსავე გვარის, მაგრამ სისხლის შორეულ ვაჟკაცს მექის ფაღავას გაუწოდა ხელი. აფაქიძეების ძველ ქართულ ოჯახში ტრადიციულად აღზრდილ, შინაური სწავლითა და თვითგანვითარების გზით გონებაგახსნილ დარიას ღირსეულად ეჭირა თავი იმ წრეშიც, რომელიც მექი ფაღავას გარშემო ტრიალებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დარია ჯერ კიდევ გათხოვებამდე სავსებით მომზადებული იყო ცხოვრებისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ძველ ქართულ ოჯახებში, როგორც ვახუშტიც გვიმოწმებს, ქალების საერთო საქმიანობაში "ცოდნა-ხელოვნების მოყვარულობას“ საპატიო ადგილი სჭერია. ეს წეს-ჩვეულება ოდიდანვე მთელი ტრადიციულობით იყო დაცული სამეგრელოში. არქანჯელო ლამბერტი, რომელმაც თითქმის 20 წელი დაჰყო სამეგრელოში, წერს: "ქართული წერა-კითხვა დღეს სულ მოსპობილი იქნებოდა აქ, რომ ქალებს არ შეენახათ იგი“.

რაც შეეხებოდა მათ სულიერ საზრდოს, იმას, თუ რა წიგნებით იკმაყოფილებდნენ გონებრივ და ესთეტიკურ მოთხოვნილებას, ამაზე ჩვენს სახელოვან ისტორიკოსს დ. ბაქრაძეს მოვუსმინოთ:

"ისინი ტკბებოდნენ ჩვენს ენაზე დაწერილის ანუ სხვა ენით გადმოღებულის საერო თხზულებებით: კითხულობდნენ უფრო განთქმულს რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს“, რომელიც უმშვენიერებდა სიტყვიერებას და განუწმენდდა აზრსა და ზნეობითს გემოვნებას, მრავალთ იცოდნენ ზეპირად, კითხულობდნენ საბერძნეთის ფილოსოფოსთ მშობლიურს ენაზედ, მამათა ცხოვრებასა და საღმრთო წერილებსა“. არანაკლებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ორატორი ქალის ნათესავი, მწერალი შალვა დადიანიც, "ქალი - წერს იგი, - არამც თუ ჩვეულებისამებრ, მცოდნე იყო ქართული ენისა, "ვეფხისტყაოსნისა“ და სხვადასხვა ხელსაქმისა, რომელიც სავალდებულოც კი იყო მაშინდელი ქართველი ქალისათვის, არამედ საფუძვლიანად იცოდა თურმე, იმ დროის შესადარად, საქართველოს ისტორია, ვარსკვლავთმრიცხველობა, დიდი ხელთა, რომელიც მეტად რთულს - მთვარისა და მზის, დრო და ჟამის ტრიალთა აღნუსხვის კომბინაციებს წარმოადგენს. დარია ფაღავა, როგორც გახსნილი გონების ქალი, აქაც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა. ქუთაისში ცხოვრების წლებში იგი ძალზე ბევრს კითხულობდა, ახლოს იმყოფებოდა მოწინავე ინტელიგენციასთან, განსაკუთრებით ორ პოეტთან - აკაკისთან და ცახელთან.

თავის მხრივ, როგორც ერთი, ისე მეორე მოხიბლული ყოფილა შინაურულად ზნეობით და ეროვნული იდეალებით. დარია სისტემატურად ესწრებოდა წარმოდგენებს. იგი უღრმეს პატივსა სცემდა ქართული სცენის ვეტერანებს ლადო მესხიშვილსა და ვასო აბაშიძეს, ქალთაგან კი ნუცა ჩხეიძეს, რომელიც მისმა ქმარმა მექიმ მონათლა.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია დარია ფაღავას კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობა. მან საუცხოო წიგნთსაცავი გახსნა თავის სოფელში და თავისივე ხარჯით ბევრ ახალგაზრდას გაუკაფა გზა ცოდნისა და განათლებისაკენ.

***როგორც მშობელი ქვეყნის მხურვალე პატრიოტი და თავისი დროისათვის საკმაოდ განვითარებული ქალი, დარია ფაღავა გულისყურით ადევნებდა თვალყურს ქართულ პრესას, ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებას, აზრთა და იდეათა შეხლა-შემოხლას. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აბობოქრებულ საუკუნეში, რომლის ტალღებიც ილიას ფოლადის მკერდს ეხეთქებოდა, მოწინავე ქალისთვისაც მიუღებელი და დასაგმობი უნდა ყოფილიყო ყველაფერი ის, რაც სახალხო საქმეს ზიანს მიაყენებდა, ეროვნულ შეგნებას დაასუსტებდა, ძირს გამოუთხრიდა.

დარია ფაღავამ "ივერიის“ ფურცლებიდან საინტერესო პოლემიკა გაუმართა გიორგი წერეთელს, რომელმაც წერილში - "საით მივისწრაფით?“ ქალაქის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, ტენდენციური თვალსაზრისი განავითარა ზოგიერთი საკითხის ირგვლივ. გამოჩენილ ბელეტრისტთან და საზოგადო მოღვაწესთან კამათის დროს, ზოგიერთი თავგზააბნეული, ქარაფშუტა პატრიოტების გამოხდომებით გულმოკლული ქალი, ნაღვლიანი კილოთი შენიშნავს: "ვინ არ იცის, რომ ჩვენში ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ეგრეთ წოდებული "პროვინციული პატრიოტობა“, ამ ორი წლის წინათ თვით საქართველოს დედაქალაქის კეთილშობილთა კრებულში, ბანკის ყრილობაზე, ათასი კაცის წინაშე ზოგიერთმა მამულიშვილმა (?) საქვეყნოდ წარმოსთქვა შეუწყნარებელი სიტყვები: "იმერლები ნუ ერევიან ჩვენს საქმეშიო“.

დარია ფაღავას იდეალით ყველა ქართველისათვის ერთგვარად სათაყვანო უნდა იყოს ჩვენი საზიარო დედა-საქართველო, "კორტოხის ორივე მხარე - იმერეთ-ამერეთი“. ნიჭიერი ქალის სმენას მთელი გრძნობით ატკბობდა დიდი ეროვნული პოეტის აკაკის გულში ჩამწვდომი სტრიქონები: - ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო...

დარია ფაღავას სხვა ნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ ხელნაწერების საკმაოდ მოზრდილი რვეული მისი გარდაცვალების შემდეგ მექის მეორე ცოლმა, ანჩხლმა დედაკაცმა ცეცხლს მისცა.

როგორც გულნარა ფაღავამ გადმოგვცა, მისთვის დაუვიწყარი დედის ამ ძვირფას რვეულში თავმოყრილი ყოფილა საკუთარი ლექსები, ვრცელი საენათმეცნიერო ნარკვევი ქართული და მეგრული ენების ახლო ნათესაობის შესახებ და, რაც ყველაზე დიდი დანაკარგია, სიტყვა დაწერილი ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ. ეს სიტყვა დარიას უნდა წარმოეთქვა საგანგებოდ შეკერილ ქართულ კაბაში, რომელიც მან ერთ ხნიერ მოლოზანს, თვალისმომჭრელი სილამაზით მოაქარგვინა: მაგრამ დახეთ ბედის სიმუხთლეს! ამ საოცნებო კაბაში იგი მხოლოდ კუბოში იხილეს.

***1889 წლის 18 იანვარს სუსხიანი საღამო იდგა. ქუთაისის თეატრში ტევა არ იყო. ვლ. მესხიშვილი და ვ. აბაშიძე ელავდნენ სცენაზე. მეორე მოქმედებისას მოულოდნელად ხმაური ატყდა. რამდენიმე წუთიც და პარტერიდან გულწასული ქალი გაიყვანეს. ეს ქალი დარია ფაღავა იყო. იგი საკვებს მოეწამლა და მომაკვდინებელი შხამი სწრაფად ედებოდა მთელ სხეულს. სიკვდილთან ბრძოლა ხუთ დღეს გაგრძელდა.

ყველა დააღონა ზნემაღალი, სამაგალითო ქართველი ქალის უდროოდ გარდაცვალებამ. მისი დაკრძალვის დღეს ქუთაისის თეატრმა წარმოდგენა გადადო. საზოგადოება გლოვობდა თავის მშვენებას. მწუხარების დღეებში "ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჩიქოვანის (პონტოელის) წერილი - "სასიქადულო ქალის ხსოვნას“. მაშინ ახალგაზრდა მსახიობმა ნინო ჩხეიძემ კი იმავე "ივერიაში“ (1899 წ, N23) თავისი გამოსათხოვარი სიტყვა ასე დაამთავრა: "საუკუნო იყოს ხსენება შენი, პატიოსანო ქართველო დედავ“.

აკაკიმ თავის "კრებულში“ საგულდაგულოდ დაწერილი ნეკროლოგი მიუძღვნა დარია ფაღავას ხსოვნას, ამავე დროს ილია ჩიქოვანის წერილი უცვლელად გადმოაბეჭდვინა "ივერიიდან“.თუ რა ღირსებით ბრწყინავდა დარია ფაღავა და მისი სახით ვინ დაჰკარგა მაშინდელმა ქართველმა საზოგადოებამ, ამაზე მკაფიოდ მეტყველებდა საყვარელი პოეტის შემდეგი სიტყვები:

"ის იყო ერთადერთი უკანასკნელი ნაშთაგანი იმ ძველებურ ქართველ ქალებისა, რომელნიც დროს და ვითარებას დღეს ჩვენთვის საოცნებოდ გაუხდია“. წყარო