ავტორი:

ბილ გეითსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბილ გეითსს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელს და მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ბილ გეითსს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ბილ გეითსი "ტვიტერზე" წერს და აღნიშნავს, რომ იზოლაციაშია და ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ბილ გეითსს მილიონობით დოლარის ოდენობის თანხა აქვს შეწირული პანდემიის დახმარების ფონდებისთვის და ვაქცინების წარმოებისთვის. როგორც თვითონ აღნიშნავს, ვაქცინირებულია და ბუსტერ დოზაც აქვს მიღებული.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">I&#39;ve tested positive for COVID. I&#39;m experiencing mild symptoms and am following the experts&#39; advice by isolating until I&#39;m healthy again.</p>&mdash; Bill Gates (@BillGates) <a href="https://twitter.com/BillGates/status/1524142708628934656?ref_src=twsrc%5Etfw">May 10, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ბილ გეითსმა, გასულ კვირას, წიგნიც გამოაქვეყნა სახელწოდებით - "როგორ ავიცილოთ შემდგომი პანდემია", სადაც ის განმარტავს, როგორ შეუძლიათ ქვეყნებს კოორდინირებული ძალისხმევით პანდემიების თავიდან აცილება და "ყველა რესპირატორული დაავადების აღმოფხვრა". ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ღიად საუბრობდა ხოლმე იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჯანდაცვის გლობალური წარმომადგენლები პანდემიის დროს და გაავრცელონ ვაქცინები.

ბილ გეითსი ჯერ კიდევ იანვარში წერდა, რომ "როცა ომიკრონი" გაივლის, ის სეზონური გრიპივით გახდება".

წყარო: nytimes.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა