სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გართულებები ლონდონსა და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში და ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანისას - ბანკთან დავის გარდა, კიდევ რა შეფერხებებზე ლაპარაკობს ივანიშვილის ადვოკატი?
გართულებები ლონდონსა და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში და ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანისას - ბანკთან დავის გარდა, კიდევ რა შეფერხებებზე ლაპარაკობს ივანიშვილის ადვოკატი?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა "ემ ქეი დის“ უფ­რო­სი პარტნი­ო­რის, ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "კრე­დიტ სუ­ი­სის“ სა­ბან­კო ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ აქამ­დე წარ­მო­ე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­სა და სა­ბან­კო ტრას­ტის მიერ გა­და­რი­ცხვებ­ზე შექ­მნილ შე­ფერ­ხე­ბებს შო­რის კავ­ში­რი არაა.

რო­გორც მის მიერ "კრე­დიტ სუ­ი­სის“ სა­ბან­კო ჯგუ­ფის მი­მართ და­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, "კრე­დიტ სუ­ის­თან“ დავა წარ­მო­ებს იმ ზი­ან­ზე, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნი­ცა­და შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უმ­ძი­მე­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შე­დე­გად და იგი სწო­რედ რომ ამ ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვს, სა­ბან­კო ტრას­ტის მხრი­დან გა­და­რი­ცხვე­ბი კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ყე­ნე­ბულ აქ­ტი­ვებს ეხე­ბა.

ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნის მიერ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­წო­დე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ რო­გორც ად­ვო­კა­ტი და იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის "ემ ქეი დი“ უფ­რო­სი პარტნი­ო­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვუ­წევ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ "კრე­დიტ სუ­ი­სის“ სა­ბან­კო ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. ამ და­ვის შე­სა­ხებ ქარ­თულ მე­დი­ა­ში უცხო­ეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სტა­ტია უკვე და­ი­ბეჭ­და და და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბით მკი­თხველს თავს არ შე­ვა­წყენ. ამ­ჯე­რად, სა­კი­თხის ირ­გვლივ რამ­დე­ნი­მე ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მინ­და მოკ­ლე­ზე რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა­ზე მი­ვა­ნიშ­ნო.

ჩვენ დღემ­დე ვე­რი­დე­ბო­დით "კრე­დიტ სუ­ი­სის“ სა­ბან­კო ჯგუფ­თან და­ვა­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში კო­მენ­ტარს. ამას შეგ­ნე­ბუ­ლად ვა­კე­თებ­დით, ვი­ნა­ი­დან ნე­ბის­მი­ერ ასეთ კო­მენ­ტარს - ჩვენ­გან უნებ­ლი­ედ, ხოლო სხვე­ბის­გან ალ­ბათ გა­მიზ­ნუ­ლა­დაც კი - შე­საძ­ლოა, არას­წო­რი და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია მო­ყო­ლო­და. ამ­ჯე­რად, ჩვე­ნი მხრი­დან კო­მენ­ტა­რის სურ­ვი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც "მთა­ვა­რი არ­ხის“ მხრი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ასეთ­მა არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბამ და ფაქ­ტე­ბის სა­თა­ვი­სოდ გა­შუ­ქე­ბამ სწო­რედ რომ იმ შე­საძ­ლოდ ვრცელ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი, რა­ზეც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ. სწო­რედ ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გან­მარ­ტე­ბა.

ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­ბან­კო ჯგუფ­თან გლო­ბა­ლუ­რად წარ­მო­ე­ბულ კომ­პლექ­სურ და­ვას ბოლო პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე სხვა ფაქ­ტი მე­ტად სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არც აღ­ნიშ­ნულ და­ვას­თან და არც ორ­გა­ნი­ზა­ცია "კრე­დიტ სუ­ის­თან“ არა­ვი­თარ კავ­შირ­შია.

კერ­ძოდ, ამა წლის მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი შე­ექ­მნა ლონ­დო­ნი­დან და ნიუ იორ­კი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის დრო­ულ და შე­უ­ფერ­ხე­ბელ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში. წარ­მოქ­მნი­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი - რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით იო­ლად გა­და­ი­ლა­ხა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთუ­ლად ლონ­დონ­ში - სა­ბო­ლო­ოდ გა­და­იჭ­რა სა­მარ­თლებ­რი­ვი და სხვა არ­ხე­ბით. ასე­ვე, დრო­ში უც­ნა­უ­რად ემ­თხვე­ვა ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გერ­მა­ნი­ა­ში ძვე­ლის ჩა­ბა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ შე­ძე­ნი­ლი ახა­ლი ვერ­ტმფრე­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გარ­თუ­ლე­ბას. მა­შინ, რო­დე­საც ის მარ­ტის და­სა­წყის­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო თბი­ლის­ში, რე­ა­ლუ­რად მისი ჩა­მოყ­ვა­ნა შუა აპ­რილ­ში მოხ­და, თუმ­ცა ეს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ იუ­რი­დი­უ­ლი გზე­ბით მოგ­ვარ­და.

ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­აა რომ "კრე­დიტ სუ­ის­თან“ ყვე­ლა უთან­ხმო­ე­ბა ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბით უნდა გა­და­იჭ­რას და ამ მიზ­ნით პროგ­რე­სიც უკვე თვალ­ში­სა­ცე­მია. ბერ­მუ­და­ზე სა­ბან­კო ჯგუფ­თან მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უკვე ცნო­ბი­ლია; აგ­რეთ­ვე, წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლა პი­რო­ბა არ­სე­ბობს ამა წლის სექ­ტემ­ბერ­ში სინ­გა­პურ­ში გა­სა­მართ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. თუმ­ცა, ბერ­მუ­და­სა და სინ­გა­პურ­ში პრო­ცე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად თავი იჩი­ნა სა­ბან­კო ჯგუ­ფის მხრი­დან მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის ახა­ლი ტი­პის დარ­ღვე­ვებ­მა, რაც სა­ბან­კო ტრას­ტზე კლი­ენ­ტის მიერ გა­და­რი­ცხვებ­ზე გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად და ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარ­ში გა­მო­ი­ხა­ტა. მე­ტიც და­ვა­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას არა­ვი­თა­რი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ახ­სნა არ მოჰ­ყვა, ხოლო ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან სა­ბან­კო ჯგუ­ფის ტრას­ტზე გა­სუ­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ცია რამ­დე­ნი­მე კვი­რა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი იყო. მე­ტიც, ტრასტთან მი­მარ­თე­ბა­ში უთან­ხმო­ე­ბა დღემ­დე არ არის აღ­მო­ფხვრი­ლი. სწო­რედ რომ ტრას­ტის მხრი­დან ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის "კრე­დიტ სუ­ი­სის“ ტრას­ტის მი­მართ უკვე მო­რი­გი, ამ­ჯე­რად გერნ­სის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა. აქვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია კავ­ში­რის არ­ქო­ნა "კრე­დიტ სუ­ი­სის“ სა­ბან­კო ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ აქამ­დე წარ­მო­ე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­სა და სა­ბან­კო ტრას­ტის მიერ ხსე­ნე­ბულ გა­და­რი­ცხვებ­ზე შექ­მნილ შე­ფერ­ხე­ბებს შო­რის: თუკი პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში დავა წარ­მო­ებს იმ ზი­ან­ზე, რაც ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნი­ცა­და შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უმ­ძი­მე­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შე­დე­გად და იგი სწო­რედ რომ ამ ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვს, სა­ბან­კო ტრას­ტის მხრი­დან გა­და­რი­ცხვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ყე­ნე­ბულ აქ­ტი­ვებს ეხე­ბა.

ისე­ვე რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი­სა თუ ვერ­ტმფრე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ტრასტთან უთან­ხმო­ე­ბის გა­დაჭ­რა სა­მარ­თლებ­რივ რე­ჟიმ­ში იწარ­მო­ებს, შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. სწო­რედ სა­მარ­თლი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მოქ­მე­დე­ბა იყო ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დღემ­დე, ასე­თად დარ­ჩე­ბა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­მა­ვალ­შიც. ცხა­დია, რომ ეს სიმ­ტკი­ცე და შე­უ­ვა­ლო­ბა სა­ბან­კო ჯგუფს არც სა­მარ­თლებ­რი­ვად და არც რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად კარ­გს არა­ფერს უქა­დის.

ამას­თა­ნა­ვე, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი აქ წა­მოჭ­რი­ლი ესა თუ ის სა­კი­თხი და­მა­ტე­ბით, სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის მიღ­მა შე­ფა­სე­ბას და კო­მენ­ტარს მო­ი­თხოვს, ამას ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვად გა­ა­კე­თებს სა­გან­გე­ბოდ და­გეგ­მი­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის გზით. მა­ნამ­დე კი, მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფა­სე­ბი­სას მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში დავ­რჩეთ და მათ არ გავ­ცდეთ.

ზე­მოთ­ქმულ­თან ერ­თად, მსურს ასე­ვე ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია გად­მოვ­ცე. კარ­გად მეს­მის ის ემო­ცი­უ­რი ფონი, რაც ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ასე­თი მას­შტა­ბის საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ბე­ჯი­თე­ბით მო­ვუ­წო­დებ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ემო­ცი­ე­ბით შე­ფა­სე­ბე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბი­სა­კენ, რა­მე­თუ ემო­ცი­ე­ბით მსჯე­ლო­ბას სარ­გე­ბე­ლი არას­დროს მო­უ­ტა­ნია. სა­ნაც­ვლოდ კი, მხო­ლოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბით, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სა­მარ­თლის გა­მო­ყე­ნე­ბით მსჯე­ლო­ბა არის ფარ­თო სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე გან­სჯის ერ­თა­დერ­თი სწო­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე სა­უბ­რი­სას, ორი­ო­დე სი­ტყვით შემ­დეგს აღ­ვნიშ­ნავ: ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მე­ტად რთულ დრო­ში, ასე­ვე მე­ტად რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მო­ექ­ცა. სა­ხე­ზეა არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა, რაც ქვეყ­ნის სტა­ბი­ლურ და პროგ­ნო­ზი­რე­ბად გან­ვი­თა­რე­ბას რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის. ყო­ვე­ლი­ვე ამა­ზე მეც ხში­რად მი­წევს სა­ჯა­რო სა­უ­ბა­რი, ამ­ჯე­რად უკვე გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში. პი­რა­დი შე­ფა­სე­ბაა, რომ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი კეთ­დე­ბა, რათა ქვე­ყა­ნას შე­ექ­მნას უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­მო, დაძ­ლე­ულ იქ­ნას არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვა თუ რო­გო­რია მისი პი­რა­დი პო­ზი­ცია ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ეს პო­ზი­ცია სწო­რედ რომ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მისი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს უკავ­შირ­დე­ბა. ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილ­თან ჩემი სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია სრულ სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სე­ბის მხრივ მის პო­ზი­ცი­ა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ოდ­ნა­ვი ეჭ­ვის შე­ტა­ნაც კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 9 მა­ისს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკ Credit Suisse-ს მე­ო­რედ უჩი­ვის. ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი PR კომ­პა­ნია Cision-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ თან­ხის გა­ცე­მის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და­ფუძ­ნე­ბულ Green Vals Trust-ში ბან­კმა ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­ა­ყოვ­ნა, რი­თაც ივა­ნიშ­ვილს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

ამ კაცს და ეტყობა ქვეყანასაც საშიშროება მისივე "რჩეულებმა" შეუქმნეს - რაც მოგივა დავითაო........ ანგარიშგასაწევი ის უფრო მეტადაა, ვინც უფრო ძლიერია და რა იყო ეს რევერანსები რუსეთის მიმართ: სწორედ იმ ევტუშენკოვმა გამოუქვეყნა ტელეფონით ნათქვამი ორი სიტყვა და დასავლეთს რატომ მიაფრინდნენ? ასეც რომ იყოს, ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება!?

უძაღლო ქვეყნის მოქალაქე
0

ლიბერალიზმი IN ACTION!

დაიწყო ზეწოლა!

შეიცვალეთ პატრონი თუ უპატრონოდ ვერ ვძლებთ, თორე მიგვიქსიეს რუსეთს. მეტი ილაპარაკეთ სიმართლე, თუ გინდათ რომ ხალხი აგყვეთ. გააგონეთ ხალხსაც რა უვარგისი პატრონი გვყავს(ამ გაგებით "პატრონი" კარგი როდის ყოლია ვინმეს).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გართულებები ლონდონსა და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში და ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანისას - ბანკთან დავის გარდა, კიდევ რა შეფერხებებზე ლაპარაკობს ივანიშვილის ადვოკატი?

გართულებები ლონდონსა და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში და ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანისას - ბანკთან დავის გარდა, კიდევ რა შეფერხებებზე ლაპარაკობს ივანიშვილის ადვოკატი?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის ინფორმაციით, "კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის კავშირი არაა.

როგორც მის მიერ "კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "კრედიტ სუისთან“ დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები კი აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.

ვიქტორ ყიფიანის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ როგორც ადვოკატი და იურიდიული ფირმის "ემ ქეი დი“ უფროსი პარტნიორი კოორდინაციას ვუწევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ "კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ რამდენიმე იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო პროცესს. ამ დავის შესახებ ქართულ მედიაში უცხოეთში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია უკვე დაიბეჭდა და დამატებითი დეტალებით მკითხველს თავს არ შევაწყენ. ამჯერად, საკითხის ირგვლივ რამდენიმე ბოლოდროინდელი შეფასების საპასუხოდ მინდა მოკლეზე რამდენიმე გარემოებაზე მივანიშნო.

ჩვენ დღემდე ვერიდებოდით "კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს - ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი - შესაძლოა, არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოყოლოდა. ამჯერად, ჩვენი მხრიდან კომენტარის სურვილი და აუცილებლობაც "მთავარი არხის“ მხრიდან საზოგადოებისათვის დამახინჯებული შინაარსის ინფორმაციის მიწოდებამ განაპირობა. ასეთმა არაობიექტურობამ და ფაქტების სათავისოდ გაშუქებამ სწორედ რომ იმ შესაძლოდ ვრცელ ინტერპრეტაციას დაუდო საფუძველი, რაზეც უკვე აღვნიშნეთ. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით რამდენიმე აუცილებელი განმარტება.

ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია "კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.

კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები - რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში - საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.

ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ "კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის "კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა "კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.

ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით. სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.

ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ.

ზემოთქმულთან ერთად, მსურს ასევე ჩემი პირადი პოზიცია გადმოვცე. კარგად მესმის ის ემოციური ფონი, რაც ბატონი ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი მასშტაბის საქმეების წარმოებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით მოვუწოდებდი საზოგადოებას ემოციებით შეფასებებისგან თავშეკავებისაკენ, რამეთუ ემოციებით მსჯელობას სარგებელი არასდროს მოუტანია. სანაცვლოდ კი, მხოლოდ დასაბუთებული ფაქტებით, გაწონასწორებული ინფორმაციისა და სამართლის გამოყენებით მსჯელობა არის ფართო საჯარო ინტერესის ნებისმიერ საკითხზე განსჯის ერთადერთი სწორი საშუალება.

პრიორიტეტებზე საუბრისას, ორიოდე სიტყვით შემდეგს აღვნიშნავ: ჩვენი ქვეყანა მეტად რთულ დროში, ასევე მეტად რთული გეოპოლიტიკური პროცესების გზაჯვარედინზე მოექცა. სახეზეა არაერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის. ყოველივე ამაზე მეც ხშირად მიწევს საჯარო საუბარი, ამჯერად უკვე განსხვავებულ ამპლუაში. პირადი შეფასებაა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური კეთდება, რათა ქვეყანას შეექმნას უსაფრთხო და სტაბილური განვითარების გარემო, დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები. ამასთანავე, ბატონი ივანიშვილის მიმართ ნებისმიერი კითხვა თუ როგორია მისი პირადი პოზიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეს პოზიცია სწორედ რომ საქართველოს განვითარებისა და მისი საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. ბატონ ივანიშვილთან ჩემი საადვოკატო საქმიანობის შედეგად მუდმივი კომუნიკაცია სრულ საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ მის პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 9 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

ასევე იხილეთ: