სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს
აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტი ემი­რა­ტებ­ში წამ­ყვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ე­ბის, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა. მათ შო­რის გან­სა­კუ­თე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის Air Arabia-სა და Fly Dubai-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეს, რომ ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე ემი­რა­ტე­ბი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი და­ი­წყე­ბა. ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან შეხ­ვედ­რებს ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში პა­ა­ტა კა­ლან­და­ძე და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ ზო­ი­ძე.

საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი დუ­ბა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნის “ATM”-ს ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­ზეც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს. აჭა­რი­სა და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მა­ღა­ლია ინ­ტე­რე­სი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, რა­ზეც სტენდთან ვი­ზი­ტორ­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­თა მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტყვე­ლებს.

დუ­ბა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნა საქ­მი­ა­ნი ტუ­რიზ­მის კუ­თხით ერთი-ერთი უმ­სხვი­ლე­სი გა­მო­ფე­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­შიც ტუ­რიზ­მის სფე­როს ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, მე­დი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს 112 ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს. წელს, გა­მო­ფე­ნას 20, 000 -მდე ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობს. ის 9 მა­ისს გა­იხ­სნა და 12 მა­ისს და­ი­ხუ­რე­ბა.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ემირატებში წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორის განსაკუთებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და Fly Dubai-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება. ავიაკომპანიებთან შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის “ATM”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 112 ტურისტული მიმართულებიდან მონაწილეობს. წელს, გამოფენას 20, 000 -მდე ვიზიტორი სტუმრობს. ის 9 მაისს გაიხსნა და 12 მაისს დაიხურება.

NS