Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი შეიძლება იყოს ავად, ის შეიძლება გვერდზე გაწიოს მისმა ახლო წრემ..." - რას აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი
"პუტინი შეიძლება იყოს ავად, ის შეიძლება გვერდზე გაწიოს მისმა ახლო წრემ..." - რას აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სის გან­ცხა­დე­ბით, "ომის გამ­ჩა­ღე­ბე­ლი“ რუ­სე­თის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­როა არა მხო­ლოდ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის, არა­მედ მთე­ლი რე­ჟი­მის გა­და­ყე­ნე­ბა.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი აქამ­დე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნის ომის მი­მართ მათ "ტაქ­ტი­კურ მიდ­გო­მა­ზე", რაც ად­გილ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, ლან­დსბერ­გი­სის აზ­რით, მათ ასე­ვე უნდა იფიქ­რონ სტრა­ტე­გი­უ­ლად გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზე და სა­ნამ პუ­ტი­ნი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არ წავ­ლენ, მსოფ­ლიო მზად უნდა იყოს, რომ რუ­სეთ­მა "შე­იძ­ლე­ბა კვლავ იო­მოს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ნატო-ს ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

"არ­სე­ბო­ბენ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ელი­ან, რომ ჩვენ უბ­რა­ლოდ უნდა და­ვე­ლო­დოთ ომის დას­რუ­ლე­ბას და შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვე­ულ საქ­მეს. რუ­სე­თი გა­სუ­ლია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი­დან, ისი­ნი ამას აღარ ეკუთ­ვნი­ან“, - აღ­ნიშ­ნა ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

"ომის გამ­ჩა­ღე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მა­შინ დას­რულ­დე­ბა, როცა რუ­სეთ­ში რე­ჟი­მი დას­რულ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ლან­დსბერ­გის­მა.

ის არ თვლის, რომ პუ­ტი­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს.

"შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დეს მის შეც­ვლას, რად­გან ჩვენ არ გვაქვს რა­ი­მე აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა მის შე­საც­ვლე­ლად. ამი­ტომ ის შიგ­ნი­დან უნდა შე­იც­ვა­ლოს“,- აღ­ნიშ­ნა ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

ლან­დსბერ­გის­მა გან­მარ­ტა, რომ რუ­სე­თის შე­სა­ჩე­რებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ პუ­ტი­ნის ჩა­მო­შო­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა, რად­გან "ეს არის მთე­ლი სის­ტე­მა".

"პუ­ტი­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ავად, ის შე­იძ­ლე­ბა გვერ­დზე გა­წი­ოს მის­მა ახლო წრემ, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, საკ­მა­ოდ უკ­მა­ყო­ფი­ლოა ბრძო­ლის ველ­ზე და­ნა­კარ­გე­ბით, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ შე­იც­ვლე­ბა რე­ჟი­მი ან მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, შე­იც­ვლე­ბა ომის გა­ჩა­ღე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი "უფრო და უფრო პა­რა­ნო­ი­დუ­ლი გახ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ ვის შე­უძ­ლია ენ­დოს და იგ­რძნობს, რომ მის ირ­გვლივ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა ბრძო­ლის ველ­ზე და­ნა­კარ­გე­ბის გამო და ამან შე­იძ­ლე­ბა მისი ნა­ბი­ჯე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბით (შიდა) წრე­ში - უფრო არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­ხა­დოს.”

"ასეთ­მა არას­წორ­მა საქ­ცი­ელ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს ის ნატო-ს ქვე­ყა­ნა­ზე დარ­ტყმამ­დე, ამი­ტო­მაა ნატო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ასე სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ისე­თი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა ლი­ე­ტუ­ვა - გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად რუ­სეთ­თან ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი ნატო-ს წევ­რი ქვე­ყა­ნა. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ და­ცუ­ლი ვართ”, - აღ­ნიშ­ნა ლან­დსბერ­გის­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ჟირინოვსკიმ მალე წაიყვანოს პუტინი თავისთან.

ქართველი
2

ეხ ბატონო გაბრიელიუს არ გაგიგია "რუსი მოკვდა რუსი ჩადგაო" გადახედე კრემლს რამდენი პუტინია ხედავ უფრო მეტიუბედურებაა რომ რუსი ხალხის 90%-ს პუტინიზმი ასაზრდოვებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"პუტინი შეიძლება იყოს ავად, ის შეიძლება გვერდზე გაწიოს მისმა ახლო წრემ..." - რას აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი

"პუტინი შეიძლება იყოს ავად, ის შეიძლება გვერდზე გაწიოს მისმა ახლო წრემ..." - რას აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, "ომის გამჩაღებელი“ რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ მთელი რეჟიმის გადაყენება.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები აქამდე ორიენტირებულები იყვნენ უკრაინის ომის მიმართ მათ "ტაქტიკურ მიდგომაზე", რაც ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებას გულისხმობს. თუმცა, ლანდსბერგისის აზრით, მათ ასევე უნდა იფიქრონ სტრატეგიულად გრძელვადიან პერსპექტივაზე და სანამ პუტინი და მისი თანამზრახველები არ წავლენ, მსოფლიო მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა "შეიძლება კვლავ იომოს და არ არის გამორიცხული, ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ".

"არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ელიან, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ ომის დასრულებას და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვეულ საქმეს. რუსეთი გასულია ცივილიზებული მსოფლიო წესრიგიდან, ისინი ამას აღარ ეკუთვნიან“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

"ომის გამჩაღებელი სახელმწიფო მაშინ დასრულდება, როცა რუსეთში რეჟიმი დასრულდება“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

ის არ თვლის, რომ პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორებისთვის კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს.

"შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს მის შეცვლას, რადგან ჩვენ არ გვაქვს რაიმე აქტიური საშუალება მის შესაცვლელად. ამიტომ ის შიგნიდან უნდა შეიცვალოს“,- აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლანდსბერგისმა განმარტა, რომ რუსეთის შესაჩერებლად ხელისუფლებიდან მხოლოდ პუტინის ჩამოშორება საკმარისი არ იქნება, რადგან "ეს არის მთელი სისტემა".

"პუტინი შეიძლება იყოს ავად, ის შეიძლება გვერდზე გაწიოს მისმა ახლო წრემ, რომელიც, ალბათ, საკმაოდ უკმაყოფილოა ბრძოლის ველზე დანაკარგებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვლება რეჟიმი ან მისი დამოკიდებულება, შეიცვლება ომის გაჩაღების დამოკიდებულება,“ - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი "უფრო და უფრო პარანოიდული გახდება იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია ენდოს და იგრძნობს, რომ მის ირგვლივ უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდება ბრძოლის ველზე დანაკარგების გამო და ამან შეიძლება მისი ნაბიჯები - განსაკუთრებით (შიდა) წრეში - უფრო არასტაბილური გახადოს.”

"ასეთმა არასწორმა საქციელმა შეიძლება მიიყვანოს ის ნატო-ს ქვეყანაზე დარტყმამდე, ამიტომაა ნატო-ს გადაწყვეტილებები ასე სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ლიეტუვა - გეოგრაფიულად რუსეთთან ერთ-ერთი უახლოესი ნატო-ს წევრი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დაცული ვართ”, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

იხილეთ ასევე: