პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულმა ძალებმა ლუგანსკში დაბომბეს სკოლა-ინტერნატი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ
რუსულმა ძალებმა ლუგანსკში დაბომბეს სკოლა-ინტერნატი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ

რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ლუ­განსკის ოლ­ქის სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი და­ბომ­ბეს, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი სწავ­ლობ­დნენ, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ლუ­განსკის ოლ­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი გა­ი­და­იმ გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სებ­მა გორსკის და­სახ­ლე­ბას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. მათ და­არ­ტყეს სკო­ლის შე­ნო­ბას, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი სწავ­ლობ­დნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია წი­ნას­წარ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ,“- აღ­ნიშ­ნა გა­ი­და­იმ.

მისი თქმით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ოლ­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ უბ­ნებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ცე­ცხლი 15-ჯერ გა­უხ­სნეს, რის შე­დე­გა­დაც სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნი და­ზი­ან­და. ამას­თან, მე­ო­რე დღეა არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად ვრუ­ბოვ­კა­ში და­ზი­ან­და ექ­ვსი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი. რუ­ბეჟნო­ე­ში - სამი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, ლი­სი­ჩანსკში - ორი. სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში - სას­ტუმ­როს შე­ნო­ბა და ერთი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა

ნანა
1

იცით რა მიკვირს, მართლა ვერ ვხვდებით თუ აზროვნების უნარი სულ დაგიქვეითდათ ამ ჯურნალისტებს? ლუგასნკს სრულად აკონტროლებს რუსული მხარე და რატომ უნდა დაებომბა რუსეთს ლუგანსკი? რატომ გეკითხებით? სულ ცოტა მაინც დაფიქრდეთ ხომ შეიძლება სანამ რამეს დაწერთ? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რუსულმა ძალებმა ლუგანსკში დაბომბეს სკოლა-ინტერნატი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ

რუსულმა ძალებმა ლუგანსკში დაბომბეს სკოლა-ინტერნატი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

"რუსებმა გორსკის დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს. მათ დაარტყეს სკოლის შენობას, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. საბედნიეროდ, სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განვახორციელეთ,“- აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რის შედეგადაც სევეროდონეცკში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. ამასთან, მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია.

თავდასხმის შედეგად ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. რუბეჟნოეში - სამი მაღალსართულიანი შენობა, ლისიჩანსკში - ორი. სევეროდონეცკში - სასტუმროს შენობა და ერთი მაღალსართულიანი შენობა