უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“ მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.
"უსიამოვნების არშემჩნევა ცუდი თამაშის დროს – ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათი ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის, არა Thimbles-ს თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, ამიტომ, ის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ალტერნატივა - "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას და ევროკავშირის სხვა არაწევრ ქვეყნებს, შეუერთდნენ "ძირითად ევროპულ ღირებულებებს“.