ავტორი:

"ყველაზე რთული აღმოჩნდა ექიმებისგან ფრაზების მოსმენა: "არ ვიცი" - რას წერს ია ტომაში დედის შესახებ, რომელსაც საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს: მომღერალი დახმარებას ითხოვს

"ყველაზე რთული აღმოჩნდა ექიმებისგან ფრაზების მოსმენა: "არ ვიცი" - რას წერს ია ტომაში დედის შესახებ, რომელსაც საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს: მომღერალი დახმარებას ითხოვს

მომღერალი ია ტომაში სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც დედის ჯანმრთელობის შესახებ წერს. როგორც ირკვევა, მომღერლის დედას დაუდგენელი დაავადება სჭირს.

ტომაშის ინფორმაციით, ქართველმა ექიმებმა დიაგნოზი ვფერ დასვეს, რის გამოც საზღვარგარეთ დიაგნოსტირებაა საჭირო. როგორც მომღერალი წერს, ოჯახს ამისთვის საკმარისი თანხა არ აქვს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

ია ტომაში:

"გწერთ, იმიტომ, რომ ჩვენც დაგვჭირდა თქვენი დახმარება. Our family needs your help. For English, please, scroll down.

დედას 2 წელზე მეტია ჯანმრთელობის პროგრესირებადი პრობლემა აქვს. გამოკვეთილი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ატაქსია, მოძრაობისა და მეტყველების გაძნელება, და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ათეულობით ექიმთან, ჩავუტარეთ სხვადასხვა ინტსტრუმენტული, ფიზიოლოგიური და მედიკამენტური ტესტი, დიაგნოზის დასმა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. სავარაუდო დიაგნოზებია მულტისისტემური ატროფია, მიასთენია, ან სხვა მამოძრავებელი სისტემის დისფუნქცია. თუმცა, ყველა შემთხვევაში არის დიდი კითხვის ნიშანი.

ყოველ ჯერზე ვაწყდებით ახალ ჩიხს და ვეხეთქებით ახალ კედელს. ყველაზე რთული აღმოჩნდა ექიმებისგან ფრაზების მოსმენა: “არ ვიცი” და “ალბათ”.

ავადმყოფობა კი ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ, მე და ჩემმა დამ, გადავწყვიტეთ, წავიყვანოთ საზღვარგარეთ, სანამ კიდევ უფრო გართულდება მისი მდგომარეობა, იმის იმედით, რომ დიაგნოზს მაინც დაუსვამენ.

წარმოუდგენელი გრძნობები იბადება, როცა უყურებ დედას ემოციურ და ფიზიკურ ტანჯვას და ვერ ეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე და ჩემი და მზად ვართ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება დედას გადასარჩენად, ამიტომ გთხოვთ დახმარებას.

ვფიქრობთ პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში წაყვანას, რომელიც ზუსტად მოძრაობის გართულებაზეა ორიენტირებული. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო უფასო დაზღევევას მიანიჭებს რაღაც ეტაპზე, მანამდე კი თქვენი იმედი გვაქვს. დასაწყისისთვის $20,000 გვჭირდება.

ძალიან გვიჭირს ამაზე საუბარი და ვიცით, რომ ყველას თავისი პრობლემა და გასაჭირი აქვს, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა სახელმწიფოს იმედი გადაგვეწურა და თქვენი, თითოეული ადამიანის, საერთო ძალების გაერთიანებას გთხოვთ. ჩვენთვის თითო ლარიც მნიშვნელოვანია ახლა. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით, მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!!!!

გთხოვთ, დაგვეხმაროთ მე და ჩემს დას, რომ დედას დიაგნოზი გავარკვიოთ და სწორი მიმართულებით დავიწყოთ მკურნალობა".

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

GEL:

#GE16BG0000000499212380

#GE51TB7913936515100033

USD

:#GE42BG0000000535815153

#GE74TB7913936615100023

EUR

:#GE31BG0000000536021282

#GE47TB7913936615100024

(მიმღები - ანა ტომაშ)