ავტორი:

"მამაჩემის ყოველი ნახვისას მდგომარეობა უარესდება... ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, ვნახოთ" - რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი მამის მონახულების შემდეგ?

"მამაჩემის ყოველი ნახვისას მდგომარეობა უარესდება... ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, ვნახოთ" - რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი მამის მონახულების შემდეგ?

ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს კლინიკაში გადაყვანა. ვნახოთ ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს, მაგრამ უკვე პოზიტიური ნაბიჯია. როგორც ვიცი ის აპირებს, რომ ამ შეთავაზებას დათანხმდეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში” გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისუსტე მოძრაობაში და საუბარში, ასევე დაღლილობა და წონის კლებაც ეტყობა. მისივე თქმით, ოჯახს სააკაშვილის მკურნალობასთან მიმართებაში არაფრის უფლება არ აქვს და ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, სახელმწიფოა.

"რაც მამაჩემი დააკავეს, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველი ნახვისას მისი მდგომარეობა უარესდება, რაც ძალიან რთული და მტკივნეული საყურებელია.

მე, როგორც მის შვილს და გიულის, როგორც მის დედას, გვინდა, რომ დავეხმაროთ, რაიმე გავაკეთოთ, მაგრამ ვართ სრულიად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან მიმართებაში. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო, მას აქვს პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ნახეთ ვიდეო: