სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დააგროვა ბიბილოვმა ქონება და დონეცკელ ცოლთან ბედნიერად იცხოვრებს... მისი ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ჩვენები ომში იხოცებიან" - ცხინვალში არჩევნებს აფასებენ
"დააგროვა ბიბილოვმა ქონება და დონეცკელ ცოლთან ბედნიერად იცხოვრებს... მისი ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ჩვენები ომში იხოცებიან" - ცხინვალში არჩევნებს აფასებენ

"შეც­დო­მე­ბი მმარ­თვე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის ღირ­სე­უ­ლი დათ­მო­ბა... წა­ა­გო, აღი­ა­რა, წა­ვი­და" - ასე აფა­სებს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ნი­ხა­სის ლი­დერმა ალან გაგ­ლო­ევ­მა ხმა­თა 54,2-ით გა­ი­მარ­ჯვა.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ახლა მთა­ვა­რია, რო­გორ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს ან შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ის რუ­სეთ­თან.

"ალან გაგ­ლო­ე­ვი მოს­კო­ვუ­რი დრო­ით" - ასე­თი სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­ცე­მა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ახალ არ­ჩე­ვანს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ეს იყო რე­პუ­ტა­ცი­ე­ბის კონ­კურ­სი.

ალან გაგ­ლო­ე­ვი არც ისე დიდი ხნის წინ, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში არც ისე ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა იყო. ბი­ბი­ლოვ­თან შე­და­რე­ბით, მისი მთე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის ე.წ. ცხინ­ვა­ლის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი, რუ­სეთ­ში გა­აგ­რძე­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა...

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას ინალ ჯა­ბი­ე­ვის საქ­მის გარ­შე­მო აქ­ტი­უ­რო­ბა. გაგ­ლო­ე­ვის მხარ­და­ჭე­რით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ატა­რებ­და, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ცი­ე­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს, ორი კი, "ხელ­წე­რი­ლის" სა­ფუძ­ველ­ზე გა­უშ­ვეს. მა­შინ ცხინ­ვა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა წერ­და, რომ ეს პარ­ტია "ნი­ხა­სის" (ალან გაგ­ლო­ე­ვის პარ­ტია) დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს, მას რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა არა­ერ­თს გან­ზრახ თუ გა­უ­აზ­რებ­ლად ჩა­დე­ნილ საქ­მე­ებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია, წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს თემა, რომ­ლი­თაც მან ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცია.

ბი­ბი­ლოვ­მა ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თულ მხა­რეს­თან გზას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გახ­სნი­და, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს აღე­ბა მო­ი­თხოვ­და, თუმ­ცა შე­დეგს ვერ მი­აღ­წია... მის ახი­რე­ბას რა­ი­ონ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის გამო და­ი­ცა­ლა სოფ­ლე­ბი და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ბი­ბი­ლო­ვის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უაზ­რო ახი­რე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ თა­ვად ოსე­ბიც, რო­მელ­თაც ასე­ვე მო­უ­წი­ათ სახლ-კა­რის და­კეტ­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­და­ვიდ­ნენ...

"ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სი­კე­თე­ე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ ოსე­ბი და ეს იზო­ლა­ცია მა­თაც შე­ე­ხოთ. ცხინ­ვა­ლამ­დე შორი გზაა, ტრან­სპორ­ტი კვი­რა­ში ერთხელ და­დი­ო­და, იქამ­დე წა­სას­ვლე­ლი ფული ყვე­ლას არ ჰქონ­და, მით უფრო, რომ იქ ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რია... ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბი­ბი­ლოვ­მა, ლე­ნინ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ მი­ღე­ბულ­მა არაჰუ­მა­ნურ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მის წა­გე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­მა­რა ფუ­ხა­ე­ვი.

"კი­დევ ორი დიდი შეც­დო­მა, რა­შიც ბი­ბი­ლოვს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ არის, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის არ­მი­ის რუ­სე­თის­თვის მი­ერ­თე­ბა. ბი­ბი­ლო­ვი მა­შინ ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ოს სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რებს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა არ მო­უ­წევ­დათ, სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა­საც გა­ივ­ლიდ­ნენ და ყო­ველ­თვი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაც ექ­ნე­ბო­დათ. თუმ­ცა ასე არ მოხ­და, უკ­რა­ი­ნის ომში უკვე და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე ოსი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, თუმ­ცა ე.წ. პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია და სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მარ­თავ­დნენ რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭერს აქ­ცი­ებს, სლო­გა­ნით - "პუ­ტინ, ჩვენ თქვენ­თან ვართ!" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ოსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ბი­ბი­ლოვს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ომში და­მარ­ცხდე­ბა!.. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნა­ში ოსი კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი მა­ინც მიჰ­ყავთ.

"ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უსინ­დი­სოდ ითხოვს, რომ ოსმა სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ­ხედ­რო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და გა­მოც­დი­ლე­ბა ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე გა­მო­ი­ყე­ნონ... ანუ საკ­მა­რი­სი არ არის, კი­დევ უნდა და­ი­ხო­ცონ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბიო, ამას ამ­ბობ­და ბი­ბი­ლო­ვი, თა­ვად კი, თა­ვის დო­ნეც­კელ ცოლ­თან ერ­თად აპი­რებს იქ გა­და­სახ­ლე­ბას, რომ ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­როს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ კარ­გი ქო­ნე­ბა და­უგ­რო­ვე­ბია და თურ­მე იმის მად­ლო­ბე­ლი უნდა ვი­ყოთ, რომ წა­გე­ბა აღი­ა­რა?.. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა, ჯარი გა­ა­უქ­მა, რის გა­მოც ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უკ­რა­ი­ნის ომში იხო­ცე­ბი­ან.. მე წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ რე­ფენ­ფუ­მის, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა ჩა­ტარ­დეს, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ გა­დავ­რჩეთ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იანა ხუ­ბა­ე­ვა.

დღეს, უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი, წარ­მო­შო­ბით ვლა­დი­კავ­კა­ზე­ლი ოსის მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ოსებს მო­უ­წო­და, არ წა­ვიდ­ნენ ომში. ყაზ­ბეგ თე­დე­ე­ვი kavkazr.com-თან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბა, რომ უამ­რა­ვი ოსი უგ­ზავ­ნის ახ­ლობ­ლის, შვი­ლე­ბის, ქმრე­ბის ფო­ტო­ებს და სთხო­ვენ ცხედ­რე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ.

"ვცდი­ლობ და­ვეხ­მა­რო მათ და კონ­ტაქ­ტე­ბი მი­ვა­წო­დო. იმე­დი მაქვს, რომ ოდეს­მე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბა – პუ­ტი­ნი მოკ­ვდე­ბა და მე იქ დაბ­რუ­ნე­ბას შევ­ძლებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ოსე­თი და ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა" - ამ­ბობს თე­დე­ე­ვი. ამ მი­მარ­თვის შემ­დეგ, მის ოჯახს ვლა­დი­კა­ვაზ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ და მო­უ­წო­დეს, "რომ თე­დე­ე­ვი გონს მე­გოს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

არა სულ თქვენი დარდი ქონდა, სადაც გინდა იქ წადით, ოღონდ სამაჩაბლო საქართველოა!

ახ,
1

თურმე რუსეთთან მიერთების წინააღმდეგები არ არიან! კი ბატონო , მიუერთდით ბარგაკიდებულები,უყვარხართ რუსებს, მაგრამ რუსეთში გაქცეული რუსეთის მოქალაქე ოსები სამაჩაბლოს ზურგზე ვერ მოიკიდებთ.ისე კი, მალე რუსებს აღარ ექნება თქვენი რჩენის თავი, მოგიწევთ გადასვლა თვითდაფინანსებაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დააგროვა ბიბილოვმა ქონება და დონეცკელ ცოლთან ბედნიერად იცხოვრებს... მისი ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ჩვენები ომში იხოცებიან" - ცხინვალში არჩევნებს აფასებენ

"დააგროვა ბიბილოვმა ქონება და დონეცკელ ცოლთან ბედნიერად იცხოვრებს... მისი ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ჩვენები ომში იხოცებიან" - ცხინვალში არჩევნებს აფასებენ

"შეცდომები მმართველობაში, მაგრამ არჩევნების ღირსეული დათმობა... წააგო, აღიარა, წავიდა" - ასე აფასებს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც პოლიტიკური პარტია ნიხასის ლიდერმა ალან გაგლოევმა ხმათა 54,2-ით გაიმარჯვა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ახლა მთავარია, როგორ ურთიერთობას განავითარებს ან შეინარჩუნებს ის რუსეთთან.

"ალან გაგლოევი მოსკოვური დროით" - ასეთი სათაურით ეხმაურება გამოცემა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ არჩევანს. მათივე ცნობით, ეს იყო რეპუტაციების კონკურსი.

ალან გაგლოევი არც ისე დიდი ხნის წინ, ცხინვალის რეგიონში არც ისე ცნობილი პერსონა იყო. ბიბილოვთან შედარებით, მისი მთელი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ე.წ. ცხინვალის უშიშროების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი, რუსეთში გააგრძელა კვალიფიკაციის ამაღლება...

ადგილობრივი მედიის ცნობით, მის სახელს უკავშირდება, ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდას ინალ ჯაბიევის საქმის გარშემო აქტიურობა. გაგლოევის მხარდაჭერით, დაზარალებულის ოჯახი რამდენიმე ხნის განმავლობაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს ატარებდა, რის შედეგადაც რამდენიმე მილიციელი დააპატიმრეს, ორი კი, "ხელწერილის" საფუძველზე გაუშვეს. მაშინ ცხინვალის მოსახლეობა წერდა, რომ ეს პარტია "ნიხასის" (ალან გაგლოევის პარტია) დამსახურება იყო.

რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვს, მას რეგიონის მოსახლეობა არაერთს განზრახ თუ გაუაზრებლად ჩადენილ საქმეებში ადანაშაულებს. ამ მხრივ გამორჩეულია, წნელისის საგუშაგოს თემა, რომლითაც მან ახალგორის მოსახლეობა ფაქტობრივად იზოლაციაში მოაქცია.

ბიბილოვმა ახალგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გახსნიდა, თუ მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან წნელისის საგუშაგოს აღება მოითხოვდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია... მის ახირებას რაიონში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გაუსაძლისი პირობების გამო დაიცალა სოფლები და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

სხვათა შორის, ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას უაზრო ახირებად მიიჩნევდნენ თავად ოსებიც, რომელთაც ასევე მოუწიათ სახლ-კარის დაკეტვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდნენ...

"ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული სიკეთეებით სარგებლობდნენ ოსები და ეს იზოლაცია მათაც შეეხოთ. ცხინვალამდე შორი გზაა, ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადიოდა, იქამდე წასასვლელი ფული ყველას არ ჰქონდა, მით უფრო, რომ იქ ყველაფერი ძვირია... ეს ყველაფერი ვერ გაითვალისწინა ბიბილოვმა, ლენინგორის მოსახლეობის მიმართ მიღებულმა არაჰუმანურმა გადაწყვეტილებამ მის წაგებაში დიდი წვლილი შეიტანა" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი თამარა ფუხაევი.

"კიდევ ორი დიდი შეცდომა, რაშიც ბიბილოვს ადანაშაულებენ არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის რუსეთისთვის მიერთება. ბიბილოვი მაშინ ირწმუნებოდა, რომ ოს სამხედრო კონტრაქტორებს ქვეყნის დატოვება არ მოუწევდათ, სამხედრო მომზადებასაც გაივლიდნენ და ყოველთვიური სტაბილური ანაზღაურებაც ექნებოდათ. თუმცა ასე არ მოხდა, უკრაინის ომში უკვე დაიღუპა რამდენიმე ოსი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, თუმცა ე.წ. პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია და საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანები ინტენსიურად მართავდნენ რუსეთის მხარდამჭერს აქციებს, სლოგანით - "პუტინ, ჩვენ თქვენთან ვართ!" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც ოსი სამხედროები ბიბილოვს ეუბნებოდნენ, რომ რუსეთი უკრაინის ომში დამარცხდება!.. ადგილობრივების თქმით, ამის პარალელურად, უკრაინაში ოსი კონტრაქტორები მაინც მიჰყავთ.

"ჩვენი ხელისუფლება უსინდისოდ ითხოვს, რომ ოსმა სამხედროებმა სამხედრო პროფესიონალიზმი და გამოცდილება ფრონტის წინა ხაზზე გამოიყენონ... ანუ საკმარისი არ არის, კიდევ უნდა დაიხოცონ ჩვენი ბიჭებიო, ამას ამბობდა ბიბილოვი, თავად კი, თავის დონეცკელ ცოლთან ერთად აპირებს იქ გადასახლებას, რომ ბედნიერად იცხოვროს. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი ქონება დაუგროვებია და თურმე იმის მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ წაგება აღიარა?.. პასუხისმგებლობა მოიხსნა, ჯარი გააუქმა, რის გამოც ჩვენი ბიჭები უკრაინის ომში იხოცებიან.. მე წინააღმდეგი არ ვარ რეფენფუმის, რომელიც რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს, მაგრამ რაღაცები უნდა გავიაზროთ, რომ გადავრჩეთ..." - წერს სოციალურ ქსელში იანა ხუბაევა.

დღეს, უკრაინაში მცხოვრები, წარმოშობით ვლადიკავკაზელი ოსის მიმართვა გავრცელდა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა და ოსებს მოუწოდა, არ წავიდნენ ომში. ყაზბეგ თედეევი kavkazr.com-თან საუბარში ჰყვება, რომ უამრავი ოსი უგზავნის ახლობლის, შვილების, ქმრების ფოტოებს და სთხოვენ ცხედრების გადმოსვენებაში დაეხმარონ.

"ვცდილობ დავეხმარო მათ და კონტაქტები მივაწოდო. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტება – პუტინი მოკვდება და მე იქ დაბრუნებას შევძლებ. ძალიან მიყვარს ოსეთი და ძალიან მენატრება" - ამბობს თედეევი. ამ მიმართვის შემდეგ, მის ოჯახს ვლადიკავაზში სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და მოუწოდეს, "რომ თედეევი გონს მეგოს".