კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ დავაში ივანიშვილი მართალი იყო... კობახიძემ ხან კიევი მობოდა, ხან - "ნაცმოძრაობა“, ხან - ევტუშენკოვი... თავისი დღევანდელი ბოდვით ბიძინა მხოლოდ დააზიანა" - გია ხუხაშვილი
"ამ დავაში ივანიშვილი მართალი იყო... კობახიძემ ხან კიევი მობოდა, ხან - "ნაცმოძრაობა“, ხან - ევტუშენკოვი...  თავისი დღევანდელი ბოდვით ბიძინა მხოლოდ დააზიანა" - გია ხუხაშვილი

2022 წლის მარ­ტში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკ Credit Suisse-თან მიმ­დი­ნა­რე დავა მო­ი­გო. გა­მო­ცე­მა Finantial Times-ი წერ­და, რომ Credit Suisse-ს ივა­ნიშ­ვი­ლი­სათ­ვის 500 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი უნდა გა­და­ე­ხა­და მას შემ­დეგ, რაც ბერ­მუ­დის სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და.

9 მა­ისს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკ Credit Suisse-ს მე­ო­რედ უჩი­ვის. ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი PR კომ­პა­ნია Cision-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ თან­ხის გა­ცე­მის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და­ფუძ­ნე­ბულ Green Vals Trust-ში ბან­კმა ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­ა­ყოვ­ნა, რი­თაც ივა­ნიშ­ვილს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სარ­ჩე­ლი წარ­მო­იშ­ვა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით რწმუ­ნე­ბუ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვი­სა და კლი­ენ­ტის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად.

"2022 წლის 4 მარტს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა მო­ი­თხო­ვეს თან­ხის გა­ცე­მა, რო­მე­ლიც მე­ურ­ვემ მხო­ლოდ 2022 წლის 4 აპ­რილს და­ამ­ტკი­ცა, რა­მაც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. მე­ურ­ვემ შე­ფერ­ხე­ბის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად მო­იხ­სე­ნია "გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში“. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვთ და რამე სან­ქცი­ებს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, აქვს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან, არ არის და არ შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პი­რე­ბის სი­ას­თან. ეს ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­როდ, თუმ­ცა რწმუ­ნე­ბულ­მა ვერ შეძ­ლო ამ სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლი გა­და­მოწ­მე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ბან­კის­გან არა მხო­ლოდ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის კამ­პა­ნი­ის მსხვერ­პლი­ცაა“, - ნათ­ქვა­მია PR კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი Credit Suisse-ისა და მისი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვა­ლი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს და 2022 წლის 29 მარტს ბერ­მუ­დის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის სარ­ჩე­ლე­ბი. სინ­გა­პუ­რის სა­სა­მარ­თლო დავა კი 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა.

პიარ კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ზა­ნია სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მი­რე­ბა და უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის­თვის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის სე­რი­ის მო­წყო­ბას აპი­რებს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი Credit Suisse-ს ექ­ვსი წელი ედა­ვე­ბო­და და ბანკს ან­გა­რი­ში­დან 500 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტის გაფ­ლან­გვა­სა და თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

ივა­ნიშ­ვი­ლის ბან­კი­რი პატ­რიკ ლეს­კად­რო­ნი იყო, რო­მელ­მაც საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ივა­ნიშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი თან­ხა სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში და­ა­ბან­და და და­კარ­გა. მას თაღ­ლი­თო­ბის გამო 2018 წელს ბრა­ლი და­უ­დას­ტურ­და, თუმ­ცა Credit Suisse-ი აცხა­დებ­და, რომ ლეს­კად­რო­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად, ბან­კის­გან მა­ლუ­ლად მოქ­მე­დებ­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე შვე­ი­ცა­რუ­ლი ბან­კის Credit Suisse-ს მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­ფერ­ხე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "როცა კონ­კრე­ტუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აფერ­ხებს გა­და­რი­ცხვას, ეს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს“.

კო­ბა­ხი­ძემ არ გა­მო­რი­ცხა, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კომ­პა­ნი­ის­თვის, 4 მარტს მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის გა­და­რი­ცხვა მხო­ლოდ 4 აპ­რილს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, "კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შე­დე­გი“ იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, ვინც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ხე­დავს, კო­ბა­ხი­ძე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი ლო­გი­კუ­რია.

მი­სი­ვე თქმით, თუ ვინ­მეს სურს, ამით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მო­აბ­რუ­ნოს, "ივა­ნიშ­ვილს კარ­გად არ იც­ნობს“.

„არ ვიცი, ამის მი­ზე­ზი რა უნდა იყოს, თუ ვინ­მეს აქვს იმის მცდე­ლო­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­აბ­რუ­ნოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა ომში ჩა­ერ­თოს, მე მგო­ნია, რომ ეს მი­ნი­მუმ მი­უ­ღე­ბე­ლია და პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია და თუ ვინ­მეს ასე­თი მცდე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, ის ივა­ნიშ­ვილს კარ­გად არ იც­ნობს, არ ახ­სოვს ის თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წირ­ვა, რაც მან გა­მო­ავ­ლი­ნა,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"არ ვიცი, ამას შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს, თუ სიბ­რიყ­ვით, მაგ­რამ რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ თა­ვი­სი დღე­ვან­დე­ლი ბოდ­ვით ბი­ძი­ნა და­ა­ზი­ა­ნა, ამას მისი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რიც კი ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და…" - ამ სტა­ტუ­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ფე­ის­ბუკ­ში“ პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კო­მენ­ტარს. რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი კო­ბა­ხი­ძის კო­მენ­ტა­რი, პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბე­ბი.გე-სთან გან­მარ­ტავს:

"ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი დავა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ბანკთან და რო­დე­საც ასეთ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღა­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა, ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ად­ვო­კატ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. ეს არის კერ­ძო დავა და მი­მაჩ­ნია, რომ ამ კონ­კრე­ტულ და­ვა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თა­ლი იყო, ეს და­ა­დას­ტუ­რა კი­დეც სა­სა­მარ­თლომ, მაგ­რამ გაჩ­ნდა რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი. ამ საქ­მე­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან მსოფ­ლიო დო­ნის იუ­რის­ტე­ბი და, შე­სა­მა­მი­სად, ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. კო­ბა­ხი­ძემ ხან კი­ე­ვი მო­ბო­და, ხან - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ხან - ევ­ტუ­შენ­კო­ვი... რე­ე­ბი იბო­დი­ა­ლა, მიედ-მო­ე­დო ყვე­ლა­ფერს და, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც მსგავ­სი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა და ამ თე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა ხდე­ბა, როცა მას­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თვე­ბი­ან, ეს მხო­ლოდ აზი­ა­ნებს იმას, ვი­საც ვი­თომ­და იცა­ვენ. მე­ო­რე, ტექ­სტე­ბია აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი, კო­ბა­ხი­ძემ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეც კი მო­ბო­და და ლა­მის ამე­რი­კე­ლებს და­აბ­რა­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი - მას ამე­რი­კე­ლებ­ზე გაჭ­რი­ლი ტექ­სტით ჰკი­თხეს და არ უპა­სუ­ხა. რო­დე­საც ასეთ კი­თხვა­ზე არ პა­სუ­ხობ, ეს თან­ხმო­ბის ნი­შა­ნია. მოკ­ლედ, ეს იყო ერთი დიდი ბოდ­ვა, რო­მელ ერთს გა­უძ­ლებ? ან რა­ტომ უნდა უნ­დო­დეს და ვის უნდა უნ­დო­დეს ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბა? რაზე გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი, ამ ბოდ­ვა­ზე? ეს არის კო­მერ­ცი­უ­ლი დავა ორ სუ­ბი­ექტს შო­რის და რა შუ­ა­შია აქ კო­ბა­ხი­ძე და პო­ლი­ტი­კა, ვერ გა­ვი­გე“...

კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ შვე­ი­ცა­რუ­ლი ბან­კის მიერ ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­ყოვ­ნე­ბა იყოს სან­ქცი­ებ­ზე მი­ნიშ­ნე­ბა, პო­ლი­ტო­ლო­გი პა­სუ­ხობს, რომ ის ამის ვე­რა­ნა­ირ სა­ფუძ­ველს ვერ ხე­დავს:

"არ ვიცი, პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მე ის ვიცი, რომ თვი­თონ ბან­კი იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმ თაღ­ლი­თო­ბა­ში, რაც მის თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩე­მის აზ­რით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ­სე­ბით და­ვა­ში არის მარ­თა­ლი და ეს სა­სა­მარ­თლო­შიც და­დას­ტურ­და. ჩემს თავს ვერ მივ­ცემ უფ­ლე­ბას ამა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რად ვიმ­სჯე­ლო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმის იქეთ არა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­რა­ნა­ირ სა­ფუძ­ველს ვერ ვხე­დავ იმი­სას, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დეს“, - გვე­უბ­ნე­ბა გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქურდი
0

ამოდით ჩემთან ოქროსუბანში, მე გადაგიწყვოტავთ ვის რა გეკუთნით ბიჭო გაიგეეე. 

რას დადიხართ ბერმუდეფში და სასამართლოეფში 

ფაქტია
3

სანქცირება და ანგარიშბის გაყინვა მოხდება და ეს იმიტომ კი არა რომ ნაცებს უნდათ ან ქოცებს არ უნდათ არა უბრალოდ გადაწყვეტილება მიღებულია ,,რუსი " ოლოგარქატი როგორც კლასი უნდა გაქრეს ეს გარდუალია ვინაიდან მათი ფული ეწ პარტიის ფულია ანუ პუტინის მათ არავინ არაფერს ეკითხება !!

ავტორი:

"ამ დავაში ივანიშვილი მართალი იყო... კობახიძემ ხან კიევი მობოდა, ხან - "ნაცმოძრაობა“, ხან - ევტუშენკოვი... თავისი დღევანდელი ბოდვით ბიძინა მხოლოდ დააზიანა" - გია ხუხაშვილი

"ამ დავაში ივანიშვილი მართალი იყო... კობახიძემ ხან კიევი მობოდა, ხან - "ნაცმოძრაობა“, ხან - ევტუშენკოვი...  თავისი დღევანდელი ბოდვით ბიძინა მხოლოდ დააზიანა" - გია ხუხაშვილი

2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან მიმდინარე დავა მოიგო. გამოცემა Finantial Times-ი წერდა, რომ Credit Suisse-ს ივანიშვილისათვის 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებდა.

9 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადების თანახმად, სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად.

"2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი არა აქვთ და რამე სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, - ნათქვამია PR კომპანიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მიერ წამოწყებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი განყოფილებების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს და 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სარჩელები. სინგაპურის სასამართლო დავა კი 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

პიარ კომპანიის განცხადების თანახმად, ივანიშვილის მიზანია საკითხზე საზოგადოების სათანადო ინფორმირება და უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიის მოწყობას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს ექვსი წელი ედავებოდა და ბანკს ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა.

ივანიშვილის ბანკირი პატრიკ ლესკადრონი იყო, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა. მას თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა, თუმცა Credit Suisse-ი აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციების შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი ერთი თვის განმავლობაში აფერხებს გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს“.

კობახიძემ არ გამორიცხა, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, კომპანიისთვის, 4 მარტს მოთხოვნილი თანხის გადარიცხვა მხოლოდ 4 აპრილს დაედასტურებინა, "კოორდინაციის შედეგი“ იყოს. რაც შეეხება კითხვას, რამდენად ეთანხმება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც შვეიცარიული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას ხედავს, კობახიძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ კოორდინაციის შესახებ კითხვები ლოგიკურია.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს, "ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

„არ ვიცი, ამის მიზეზი რა უნდა იყოს, თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია და თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს. ვფიქრობ, ის ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც მან გამოავლინა,“ - განაცხადა კობახიძემ.

"არ ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებს, თუ სიბრიყვით, მაგრამ როგორც კობახიძემ თავისი დღევანდელი ბოდვით ბიძინა დააზიანა, ამას მისი დაუძინებელი მტერიც კი ვერ მოახერხებდა…" - ამ სტატუსით გამოეხმაურა "ფეისბუკში“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძის კომენტარს. რატომ შეიძლება გახდეს დამაზიანებელი კობახიძის კომენტარი, პოლიტოლოგი ამბები.გე-სთან განმარტავს:

"ეს არის სერიოზული დავა ძალიან სერიოზულ ბანკთან და როდესაც ასეთ საქმესთან დაკავშირებით რაღაცა პოლიტიკური ინსინუაციების და შეთქმულების თეორიების განვითარება ხდება, ეს მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატმა შეიძლება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს არის კერძო დავა და მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ დავაში ბიძინა ივანიშვილი მართალი იყო, ეს დაადასტურა კიდეც სასამართლომ, მაგრამ გაჩნდა რაღაც პრობლემები. ამ საქმეში ჩართულნი არიან მსოფლიო დონის იურისტები და, შესამამისად, ამ ტიპის პოლიტიკური განცხადებები დამაზიანებელია. კობახიძემ ხან კიევი მობოდა, ხან - "ნაციონალური მოძრაობა“, ხან - ევტუშენკოვი... რეები იბოდიალა, მიედ-მოედო ყველაფერს და, ბუნებრივია, როდესაც მსგავსი შეთქმულების თეორიები განვითარდება და ამ თემის პოლიტიზირება ხდება, როცა მასში პოლიტიკოსები ერთვებიან, ეს მხოლოდ აზიანებს იმას, ვისაც ვითომდა იცავენ. მეორე, ტექსტებია აბსოლუტურად გაუგებარი, კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებაზეც კი მობოდა და ლამის ამერიკელებს დააბრალა ეს ყველაფერი - მას ამერიკელებზე გაჭრილი ტექსტით ჰკითხეს და არ უპასუხა. როდესაც ასეთ კითხვაზე არ პასუხობ, ეს თანხმობის ნიშანია. მოკლედ, ეს იყო ერთი დიდი ბოდვა, რომელ ერთს გაუძლებ? ან რატომ უნდა უნდოდეს და ვის უნდა უნდოდეს ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნება? რაზე გავაკეთო კომენტარი, ამ ბოდვაზე? ეს არის კომერციული დავა ორ სუბიექტს შორის და რა შუაშია აქ კობახიძე და პოლიტიკა, ვერ გავიგე“...

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შვეიცარული ბანკის მიერ ივანიშვილის კომპანიის ოპერაციების შეყოვნება იყოს სანქციებზე მინიშნება, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ის ამის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს:

"არ ვიცი, პასუხისგან თავს შევიკავებ. მე ის ვიცი, რომ თვითონ ბანკი იყო პასუხისმგებელი იმ თაღლითობაში, რაც მის თანხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემის აზრით, ბიძინა ივანიშვილი არსებით დავაში არის მართალი და ეს სასამართლოშიც დადასტურდა. ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას ამაზე კომპეტენტურად ვიმსჯელო. სიმართლე გითხრათ, იმის იქეთ არაფერი ვიცი, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ იმისას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი.