ავტორი:

საფრანგეთის ყოფილ პერმიერს, რომელმაც ცოლი თანაშემწედ გააფორმა და ფიქტიურ სამსახურში ხელფასს უხდიდა. 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

საფრანგეთის ყოფილ პერმიერს, რომელმაც ცოლი თანაშემწედ გააფორმა და ფიქტიურ სამსახურში ხელფასს უხდიდა. 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ფიიონი, თავისი ცოლისთვის, პენელოპესთვის ყალბი სამსახურის შექმნის გამო, ფრანგულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ყოფილ პრემიერს სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ედება ბრალი.

აღნშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაიმართა და მაშინ ფიიონს 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მათ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და დავა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ საბოლოო განაჩენი ახლა გამოიტანა.

ერთწლიანი პატიმრობის გარდა მას 375 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და საჯარო თანამდებობის დაკავება 10 წლის ვადით აეკრძალა.

მის მეუღლეს ორწლიანი პირობითი სასჯელი და იგივე ოდენობის ჯარიმა დაუწესდა.

ფრანსუა ფიიონს ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს 2007-დან 2012 წლამდე ეკავა პრემიერის თანამდებობა. 68 წლის მემარჯვენე კონსერვატორი ფიიონი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტ კანდიდატად ითვლებოდა, მანამ, სანამ მისი მეუღლის ფიქტიურად დასაქმების ამბავი საჯაროდ გავრცელდებოდა.

2017 წელს გაირკვა, რომ ფრანსუამ მეუღლეს, 15 წლის განმავლობაში, 800 000 ევროზე მეტი გადაუხადა არაფრის კეთებაში: თანაშემწედ ჰყავდა გაფორმებული, მაგრამ პენელოპა არანაირ სამუშაოს არ ასრულებდა.

თავად ფიიონმა, რომელიც ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას, აღიარა, რომ "შეცდომები დაუშვა", მაგრამ არაერთხელ თქვა, რომ მისი მეუღლე ასისტენტის გარკვეულ მოვალეობებს ასრულებდა, მათ შორის, მას ევალებოდა ფოსტის წერილების გახსნა და გამოსვლების ტექსტების კორექტირება.

სასამართლო პროცესზე ისიც ითქვა, რომ ფრანსუამ ამ მეთოდით ცოლის გარდა კიდევ ორი შვილი "დაასაქმა."

ასევე გაირკვა, რომ არა მხოლოდ ფრანსუასთან ჰქონდა ფიქტიური სამსახური პენელოპეს, არამედ მისი ქმრის მეგობრის კუთვნილ ჟურნალშიც იყო ყალბად გაფორმებული.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გასული წლის ივნისში, ფრანსუა ფიიონი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Zarubezhneft-ის საბჭოს შეუერთდა, მაგრამ თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რვა თვეში დატოვა თანამდებობა. მან რუსეთის უმსხვილესი ნავთობქიმიური მწარმოებლის, სიბურის საბჭოც დატოვა, რომელსაც ის გასული წლის დეკემბერში შეუერთდა.

ფრანსუა ფიიონი ციხეში 1 ღამესაც არ გაატარებს, რადგან სასჯელის მიხედვით, მას ელექტრონული სამაჯურის ტარებითაც შეუძლია სასჯელის მოხდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა