მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე" - ეკა ხერხეულიძე
"დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე" - ეკა ხერხეულიძე

ქალ­ბა­ტო­ნო მაკა - ჩვენ, დე­პუ­ტა­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ი­დან ვა­პი­რებთ თავ­დე­ბო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - თუკი თქვენ სა­უბ­რობთ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, რა­შიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სო­ლი­და­რუ­ლი ვარ და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ეს სა­კი­თხი გა­ღელ­ვებთ, ძა­ლი­ან მინ­და ამ სა­კი­თხში თქვე­ნი თა­ნად­გო­მა, რო­გორც აი ამ საქ­მის ავან­გარ­დში მყოფს, რო­მე­ლიც თავს წარ­მო­ა­ჩენთ, რო­გორც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მედ­რო­შეს, - ასე მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ასე­ვე მო­უ­წო­და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­დე­ბო­ბა ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მო­რა­ლუ­რი სტან­დარ­ტია, რა­ზეც უა­რის თქმა არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა.

"სრუ­ლი­ად სხვა გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მო­ვის­მი­ნე იმ­დე­ნად არაჰუ­მა­ნუ­რი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია პა­სუ­ხის გა­რე­შე დავ­ტო­ვო კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც, რა თქმა უნდა, ბი­ოგ­რა­ფია აქვთ ისე­თი, რომ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აუ­ტან­ლო­ბა და ზი­ზღი უნდა სჭირ­დეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის. მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი ახა­ლი შე­ნა­ძე­ნი მარ­გა­ლი­ტის სა­ხით, ყო­ფი­ლი "გა­იშ­ნი­კი“, რა თქმა უნდა, ვერ უნდა იტან­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იმი­ტომ, რომ ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯა კო­რუფ­ცი­ის ჯოხი და გა­და­უგ­დო და აი­ძუ­ლა, რომ წე­სი­ე­რად იცხოვ­რეო. მე­ო­რე ადა­მი­ა­ნიც იყო აქ, ძა­ლი­ან მკვა­ხე, ძა­ლი­ან მძაფ­რი, ძა­ლი­ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­უნ­დო­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­საც რა თქმა უნდა, რო­დე­საც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გაგ­დე­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი­დან, რა თქმა უნდა, მა­შინ გძულს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ვერ შე­იყ­ვა­რებ, ეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბაა, მაგ­რამ ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რია ქალ­ბა­ტო­ნი მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე თურ­მე დიდი სა­მუ­შა­ოა გა­წე­უ­ლი და და­სა­ბამს კი არ ახ­სე­ნებს ამ გზის, რა იყო ის ფაზა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ კონ­დი­ცი­ამ­დე მი­სუ­ლი­ყო. ხომ ვერ მე­ტყვის ქალ­ბა­ტო­ნი მაკა, ავ­ტორს ამ გზის და­სა­წყი­სის? ხომ არ იცით? როცა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის­გან გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი ცნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის შე­სა­ხებ რო­გორ ეწე­ვა დახ­მა­რე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, იქ­ნებ მაჩ­ვე­ნოთ მეც რა არის, რა ცნო­ბე­ბია ეს და რა მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ებთ იმი­ტომ, რომ მე ამ ადა­მი­ანს ვხვდე­ბი და ზუს­ტად ვიცი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­დე­საც აქ გვა­რებს ჩა­მოთ­ვლი­ან ხოლ­მე და რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სიას უტიფ­რად და უსინ­დი­სოდ წა­ი­კი­თხა­ვენ, მა­გა­ლი­თად, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა არ მინ­და, მაგ­რამ მიგ­ვიყ­ვა­ნენ იმ იძუ­ლე­ბამ­დე, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბის­თვის და სიკ­ვდი­ლის­თვის არ დამ­დგა­რა და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით ჩვენ ვი­სა­უბ­როთ სი­მარ­თლე­ზე. უნდა ვთქვათ აუ­ცი­ლებ­ლად, რომ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რომ­ლი­თაც სპე­კუ­ლა­ცი­ას დღემ­დე ეწე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, იმ ადა­მი­ანს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბევ­რი წლის მერე ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ექ­სპერ­ტი­ზამ სხვა დას­კვნა დადო და უკან და­ი­ხია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ, მაგ­რამ აი აქ ყო­ფი­ლი "გა­იშ­ნი­კი“ ისევ სა­უბ­რობს, რომ თურ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მოკ­ლა. თუკი აი, ამ წარ­სუ­ლი­დან გინ­დათ, რომ ისა­უბ­როთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, და­ი­წყეთ და­სა­ბა­მი­დან, სიკ­ვდი­ლის გა­უქ­მე­ბი­დან - ვინ იყო ინი­ცი­ა­ტო­რი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­უქ­მე­ბის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხომ არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი? ესე თუ ჩა­ვე­ძი­ე­ბით რა­ღა­ცებს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი მექ­ნე­ბა.

ქალ­ბა­ტო­ნო მაკა - ჩვენ, დე­პუ­ტა­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ი­დან ვა­პი­რებთ თავ­დე­ბო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმა კი არ გახ­ლავთ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ გახ­ლავთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­დეს მას ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში და ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს ნორ­მა­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე. თუკი თქვენ სა­უბ­რობთ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, რა­შიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სო­ლი­და­რუ­ლი ვარ და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ეს სა­კი­თხი გა­ღელ­ვებთ, ძა­ლი­ან მინ­და ამ სა­კი­თხში თქვე­ნი თა­ნად­გო­მა, რო­გორც აი ამ საქ­მის ავან­გარ­დში მყოფს, რო­მე­ლიც თავს წარ­მო­ა­ჩენთ, რო­გორც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მედ­რო­შეს. ძა­ლი­ან მინ­და ვთხო­ვო ჩემს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს, რომ მათი სო­ლი­და­რო­ბა ამ სა­კი­თხში არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­დე­ბო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მო­რა­ლუ­რი სტან­დარ­ტი, რა­ზეც უა­რის თქმა არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ყველაფრის ღირსები ვართ ეს მანიაკი სექტანტები დღესაც მუქარის ტონით რომ ბედავენ ლაპარაკს,მოისპონ უნდა ესენი ერთხელ და სამუდამოდ,სანამ ამათ რაიმეს უფლება აქვთ ჩბენს ქვეყანად ყოფნა არ უწრრია...

ჯეკო
0

ხალხო ყველა გაჭირებულს ვეხმარებით და მოდით შევაგროვოთ ფული ეს ნაცსექტა ყველა გავაგზავნოთ სამკურნალოდ ფსიქიურად ვერ არიან მაგაზე მეტი გაჭირვება რაღაა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე" - ეკა ხერხეულიძე

"დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე" - ეკა ხერხეულიძე

ქალბატონო მაკა - ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე - თუკი თქვენ საუბრობთ ევროინტეგრაციაზე, რაშიც აბსოლუტურად სოლიდარული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ეს საკითხი გაღელვებთ, ძალიან მინდა ამ საკითხში თქვენი თანადგომა, როგორც აი ამ საქმის ავანგარდში მყოფს, რომელიც თავს წარმოაჩენთ, როგორც ევროინტეგრაციის მედროშეს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხერხეულიძემ ასევე მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოლიტიკური თავდებობა ის აუცილებელი, მორალური სტანდარტია, რაზეც უარის თქმა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

"სრულიად სხვა განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ მოვისმინე იმდენად არაჰუმანური და არაადამიანური განცხადებები, რომ შეუძლებელია პასუხის გარეშე დავტოვო კონკრეტული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბიოგრაფია აქვთ ისეთი, რომ ფიზიოლოგიური აუტანლობა და ზიზღი უნდა სჭირდეთ მიხეილ სააკაშვილის. მაგალითად, თქვენი ახალი შენაძენი მარგალიტის სახით, ყოფილი "გაიშნიკი“, რა თქმა უნდა, ვერ უნდა იტანდეს მიხეილ სააკაშვილს იმიტომ, რომ ხელიდან გამოგლიჯა კორუფციის ჯოხი და გადაუგდო და აიძულა, რომ წესიერად იცხოვრეო. მეორე ადამიანიც იყო აქ, ძალიან მკვახე, ძალიან მძაფრი, ძალიან არაადამიანური და დაუნდობელი განცხადებებით გამორჩეული, რომელსაც რა თქმა უნდა, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი გაგდებენ კონკრეტული ბიზნესიდან, რა თქმა უნდა, მაშინ გძულს მიხეილ სააკაშვილი, ვერ შეიყვარებ, ეს ბუნებრივი გარემოებაა, მაგრამ ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის განცხადება, რომელიც გვახსენებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე თურმე დიდი სამუშაოა გაწეული და დასაბამს კი არ ახსენებს ამ გზის, რა იყო ის ფაზა, რამაც განაპირობა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონდიციამდე მისულიყო. ხომ ვერ მეტყვის ქალბატონი მაკა, ავტორს ამ გზის დასაწყისის? ხომ არ იცით? როცა ევროპარლამენტარები საუბრობენ, რომ ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისგან გვაქვს ყოველდღიური ცნობა სამედიცინო სერვისის შესახებ როგორ ეწევა დახმარება მიხეილ სააკაშვილს, იქნებ მაჩვენოთ მეც რა არის, რა ცნობებია ეს და რა მონიტორინგს აწარმოებთ იმიტომ, რომ მე ამ ადამიანს ვხვდები და ზუსტად ვიცი მისი მდგომარეობა. როდესაც აქ გვარებს ჩამოთვლიან ხოლმე და როდესაც გარდაცვლილების სიას უტიფრად და უსინდისოდ წაიკითხავენ, მაგალითად, კონკრეტული ადამიანების დასახელება არ მინდა, მაგრამ მიგვიყვანენ იმ იძულებამდე, რომ მართლმსაჯულება ამ ადამიანების წამებისთვის და სიკვდილისთვის არ დამდგარა და იძულებულები ვიქნებით ჩვენ ვისაუბროთ სიმართლეზე. უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ერთი გახმაურებული საქმე, რომლითაც სპეკულაციას დღემდე ეწევა "ქართული ოცნება“, იმ ადამიანს გარდაცვალების შემდეგ ბევრი წლის მერე ექსჰუმაცია ჩაუტარდა, ექსპერტიზამ სხვა დასკვნა დადო და უკან დაიხია მართლმსაჯულებამ, მაგრამ აი აქ ყოფილი "გაიშნიკი“ ისევ საუბრობს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა მოკლა. თუკი აი, ამ წარსულიდან გინდათ, რომ ისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, დაიწყეთ დასაბამიდან, სიკვდილის გაუქმებიდან - ვინ იყო ინიციატორი სიკვდილით დასჯის გაუქმების, მიხეილ სააკაშვილი ხომ არ იყო ეს ადამიანი? ესე თუ ჩავეძიებით რაღაცებს ძალიან ბევრი გასახსენებელი მექნება.

ქალბატონო მაკა - ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მართლმსაჯულებაზე უარის თქმა კი არ გახლავთ ჩვენი გადაწყვეტილება, არამედ გახლავთ ჩვენი პოზიციონირება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობა ჰქონდეს მას ნორმალურ ვითარებაში და ხელი მიუწვდებოდეს ნორმალურ სამედიცინო დახმარებაზე. თუკი თქვენ საუბრობთ ევროინტეგრაციაზე, რაშიც აბსოლუტურად სოლიდარული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ეს საკითხი გაღელვებთ, ძალიან მინდა ამ საკითხში თქვენი თანადგომა, როგორც აი ამ საქმის ავანგარდში მყოფს, რომელიც თავს წარმოაჩენთ, როგორც ევროინტეგრაციის მედროშეს. ძალიან მინდა ვთხოვო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მათი სოლიდარობა ამ საკითხში არის უმნიშვნელოვანესი და პოლიტიკური თავდებობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის ის აუცილებელი, მორალური სტანდარტი, რაზეც უარის თქმა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება“, - განაცხადა ხერხეულიძემ.