პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელს კარლ ჰარ­ცელს ევ­რო­კო­მი­სი­ის კი­თხვა­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ გან­სა­ზღვრულ ვა­და­ზე ადრე შე­ავ­სო.

“სი­ა­მოვ­ნე­ბით წარ­მო­გიდ­გენთ კი­თხვა­რის პა­სუ­ხებს. შევ­სე­ბა და­ვას­რუ­ლეთ, ჯამ­ში 7 წიგ­ნი გა­მო­ვი­და და სი­ა­მოვ­ნე­ბით გად­მოგ­ცემთ მათ. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ევ­რო­კო­მი­სი­ი­სა და წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­გე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ელჩმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ კი­თხვა­რი ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ას შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა­ში.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ აქ ვიმ­ყო­ფე­ბი და ვი­ღებ თქვე­ნი და მრა­ვა­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის დიდი შრო­მის შე­დეგს, რაც კი­თხვა­რის მე­ო­რე და დას­კვნით პრო­ცეს­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ას შე­დე­გის გან­სა­ზღვრა­ში”, - გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ევ­რო­კო­მი­სი­ის კი­თხვა­რის მე­ო­რე, სექ­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლი 33 თავს აერ­თი­ა­ნებს, მო­ი­ცავს 2300-მდე კი­თხვას ყვე­ლა სექ­ტო­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და მისი მი­წო­დე­ბის თა­რი­ღად ევ­რო­კავ­ში­რის მიერ 13 მა­ი­სი იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. კი­თხვა­რის მო­ცუ­ლო­ბი­თი ნა­წი­ლის ეფექ­ტუ­რად და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში შევ­სე­ბის მიზ­ნით, ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა, პრო­ცესს კი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი პი­რა­დად აკონ­ტრო­ლებ­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია.

კი­თხვა­რის პირ­ვე­ლი შევ­სე­ბუ­ლი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს 2 მა­ისს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­დას­ცა. კი­თხვა­რის მე­ო­რე ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის შემ­დგომ, ევ­რო­კო­მი­სია და­ი­წყებს სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გა­და­ე­ცე­მა და საბ­ჭო შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ნი­სის ბო­ლოს მი­ი­ღებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფილმია
0

ანტუნი ევროკავშირში მიდის

!!!
0

ნელა გადაეცი, ფურცლები არ გადმოგეყაროს, თორემ ცუდადაა საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

“სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული. კითხვარის მოცულობითი ნაწილის ეფექტურად და მაქსიმალურად მოკლე დროში შევსების მიზნით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, პროცესს კი მთავრობის მეთაური პირადად აკონტროლებდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.