პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიულმა ბანკმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაფერხა - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე: "ეს დამატებით კითხვებს აჩენს"
შვეიცარიულმა ბანკმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაფერხა - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე:  "ეს დამატებით კითხვებს აჩენს"

როცა კონ­კრე­ტუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი აფერ­ხებს ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­რი­ცხვას, ეს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბანკ Credit Suisse-ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­ფერ­ხე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

კო­ბა­ხი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კომ­პა­ნი­ის­თვის, 4 მარტს მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის გა­და­რი­ცხვა მხო­ლოდ 4 აპ­რილს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, "კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შე­დე­გი“ იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, ვინც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ხე­დავს, კო­ბა­ხი­ძე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი ლო­გი­კუ­რია.

"მგო­ნია, რომ ეს კი­თხვე­ბი არის ლე­გი­ტი­მუ­რი, არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო, თა­ვი­სი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. ჩვენ ვხე­დავთ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და კო­ორ­დი­ნა­ცია რომ კი­თხვებს აჩენს, ეს არის ლო­გი­კუ­რი. ჩვენ­თვის გა­საკ­ვი­რი იყო რა თქმა უნდა, ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც კეთ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და იყო კო­ორ­დი­ნა­ცია მა­ღა­ლი ხა­რის­ხით - გვახ­სოვს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ელ­ჩის გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც იყო აუხ­სნე­ლი, ალო­გი­კუ­რი და კო­ორ­დი­ნა­ცია ბუ­ნებ­რი­ვია, ჩან­და. იყო სხვა შემ­თხვე­ვე­ბიც, სა­დაც იყო ალო­გი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ევ­ტუ­შენ­კო­ვის ზარი და ეს არის კაცი, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ამას თა­ვის მი­ზე­ზი უნდა ჰქონ­დეს, ეს კაცი ახორ­ცი­ე­ლებს ზარს და მერე ეს ზარი ხდე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის ერ­თთვი­ა­ნი თემა, გა­მო­გო­ნი­ლი თემა. გა­უ­გე­ბა­რი ზარი, ესეც კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. ამას როცა ემა­ტე­ბა შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი და იცით, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა იდგა ამა­ზე და როცა ასე­თი სა­ბან­კო სის­ტე­მის ნა­წი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი აფერ­ხებს ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­რი­ცხვას, ეს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს...

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტი­კას, მე მაქვს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამ დე­ტა­ლებ­ში მე ვერ შე­ვალ. იმე­დია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფერს მო­ე­ფი­ნე­ბა ნა­თე­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს რა თქმა უნდა, თუ ვის სურს სა­ქარ­თვე­ლო ომში ჩა­ერ­თოს და ვის არ სურს, რად­გან ომში ჩარ­თვა არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვა ნიშ­ნავს ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას. რაც დღემ­დე ვი­ცო­დით, "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ეს ცალ­სა­ხად სურს, ამას არც მა­ლა­ვენ და­წყე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი გარე ექ­სპერ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, და­წყე­ბუ­ლი ლომ­ჯა­რი­ა­თი და გი­გა­უ­რით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლით და უსუ­ფაშ­ვი­ლით, ყვე­ლა ლა­პა­რა­კობს პრაქ­ტი­კუ­ლად ამა­ზე, მათ ომი სურთ და ისი­ნი არი­ან ომის პარ­ტია. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, უკ­რა­ი­ნის მხრი­და­ნაც მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი პირ­და­პი­რი ფორ­მით გა­კეთ­და. ეს არის ის, რაც ვი­ცით უტყუ­ა­რი ფორ­მით. რაც შე­ე­ხე­ბა მეტ კონ­კრე­ტი­კას ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეტს ვერ ვი­ტყვი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ვინ­მეს სურს, ამით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მო­აბ­რუ­ნოს, "ივა­ნიშ­ვილს კარ­გად არ იც­ნობს“.

"არ ვიცი, ამის მი­ზე­ზი რა უნდა იყოს, თუ ვინ­მეს აქვს იმის მცდე­ლო­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­აბ­რუ­ნოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა ომში ჩა­ერ­თოს, მე მგო­ნია, რომ ეს მი­ნი­მუმ მი­უ­ღე­ბე­ლია და პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია და თუ ვინ­მეს ასე­თი მცდე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, ის ივა­ნიშ­ვილს კარ­გად არ იც­ნობს, არ ახ­სოვს ის თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წირ­ვა, რაც მან გა­მო­ავ­ლი­ნა,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, ვის­გან ხე­დავს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, გუ­ლის­ხმობს, თუ არა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო დე­ტა­ლებ­ში არ შევა.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გეგ­მავს გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ას­თან, ამი­ტომ მის გან­ცხა­დე­ბას და­ე­ლო­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკ Credit Suisse-ს მე­ო­რედ უჩი­ვის. ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი PR კომ­პა­ნია Cision-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, Green Vals Trust-ში ბან­კმა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­ა­ყოვ­ნა, რი­თაც ივა­ნიშ­ვილს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
0

ხოდა უჩივლეთ და აახიეთ ნახევარი მილიარდი ზარალისთვის. ვსიო 

georgian
3

ეხლა ეს გვეუბნება, რომ თუ ბიძგვინას ფულს ვინმე წაართმევს საქართველომ ომი უნდა დაიწყოს? ვისთან აპირებთ ომს ქოცები შვეიცარიასთან, თუ ბანკთან და ამ ბანკების ფილიალებთან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

შვეიცარიულმა ბანკმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაფერხა - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე: "ეს დამატებით კითხვებს აჩენს"

შვეიცარიულმა ბანკმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაფერხა - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე:  "ეს დამატებით კითხვებს აჩენს"

როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციების შეფერხებას ეხმაურება.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, კომპანიისთვის, 4 მარტს მოთხოვნილი თანხის გადარიცხვა მხოლოდ 4 აპრილს დაედასტურებინა, "კოორდინაციის შედეგი“ იყოს. რაც შეეხება კითხვას, რამდენად ეთანხმება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც შვეიცარიული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას ხედავს, კობახიძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ კოორდინაციის შესახებ კითხვები ლოგიკურია.

"მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. ჩვენთვის გასაკვირი იყო რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო კოორდინაცია მაღალი ხარისხით - გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იყო აუხსნელი, ალოგიკური და კოორდინაცია ბუნებრივია, ჩანდა. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი და ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება "ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი და იცით, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს...

რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ. იმედია, საბოლოო ჯამში, ყველაფერს მოეფინება ნათელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა თქმა უნდა, თუ ვის სურს საქართველო ომში ჩაერთოს და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი. დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. რაც დღემდე ვიცოდით, "ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს, ამას არც მალავენ დაწყებული საკუთარი გარე ექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილით და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე, მათ ომი სურთ და ისინი არიან ომის პარტია. ყველამ კარგად ვიცით, უკრაინის მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმით. რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვიტყვი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს, "ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

"არ ვიცი, ამის მიზეზი რა უნდა იყოს, თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია და თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს. ვფიქრობ, ის ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც მან გამოავლინა,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა.

მისივე თქმით, როგორც ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს განცხადებების გაკეთებას საერთაშორისო მედიასთან, ამიტომ მის განცხადებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Green Vals Trust-ში ბანკმა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.