ავტორი:

"შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს

"შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდება შეთავაზება, გაყვანილ იქნას კლინიკა “ვივამედში”, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა”,- განაცხადა რატი გრეგაძემ.