მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1993 წელს ჩამოვედით და საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩავერთეთ... კოდორის ხეობაში დავიჭერი" - რას ჰყვება უკრაინელი მებრძოლი, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა?
"1993 წელს ჩამოვედით და საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩავერთეთ... კოდორის ხეობაში დავიჭერი" -  რას ჰყვება უკრაინელი მებრძოლი, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა?

უკ­რა­ი­ნე­ლი ლე­ო­ნიდ ბი­ლი­კი წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, ის აფხა­ზე­თის ომი მო­ნა­წი­ლეა, სა­დაც ფეხი და­კარ­გა. ambebi.ge ლე­ო­ნიდ ბი­ლი­კის ამ­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ვთხო­ვეთ, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ე­თხრო.

"ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმ ქვე­და­ნა­ყოფ­ში მეც ვი­ყა­ვი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვე­წია და შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, თუმ­ცა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ... ისე მოხ­და, რომ კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში და­ვი­ჭე­რი, სო­ფელ აჟა­რა­ში სამი დღე ვი­წე­ქი... თბი­ლის­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით გად­მო­მიყ­ვა­ნეს. ფეხ­ზე ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და, მაგ­რამ შემ­დეგ გან­გრე­ნა გან­ვი­თარ­და და ფეხი დავ­კარ­გე... 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და. ბევ­რი სის­ხლი დავ­კარ­გე. წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­ვი­კე­ლი, 54 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი­დი. ეტლს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ძალა არ მქონ­და და ენერ­გი­ას თან­და­თან ვიკ­რებ­დი", - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ლე­ო­ნი­დი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის და­ცე­მის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა - სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა.

- დავ­რჩი, რად­გან ჩვენ­თან, უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი იყო. პრე­ზი­დენტ კუჩ­მას ბრძა­ნე­ბით, სამ­ხედ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის გა­რეთ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 15 წელს უს­ჯიდ­ნენ. ამი­ტომ ჩას­ვლა არ გავ­რის­კე... სა­ქარ­თვე­ლო­ში 1993 წელს ჩა­მო­სუ­ლი, იქ მხო­ლოდ 1998 წელს დავ­ბრუნ­დი, რომ მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი მე­ნა­ხა...

მა­მამ მი­თხრა, - კა-გე-ბე­დან იყ­ვნენ, შენი ამ­ბა­ვი აინ­ტე­რე­სებ­და­თო. რად­გა­ნაც ჩე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მივ­ხვდი, თავს არ და­მა­ნე­ბებ­დნენ და გა­დავ­წყვი­ტე, ისევ თბი­ლის­ში ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. შშმ პირი რომ და­ვე­პა­ტიმ­რე­ბი­ნეთ, სას­ჯე­ლის მოხ­და გა­მი­ჭირ­დე­ბო­და... დავ­ბრუნ­დი და სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მერე დავ­ქორ­წინ­დი, მაგ­რამ არ გა­მი­მარ­თლა. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ შედ­გა... ცოლი შე­ვირ­თე, გუ­რუ­ლი ქალი, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავ­და. ერ­თად კი პირ­ვე­ლი შვი­ლი, გო­გო­ნა გაგ­ვიჩ­ნდა... შემ­დეგ ბიჭი შეგ­ვე­ძი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს შო­რის ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი და­ი­წყო. წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს, რომ ადა­მი­ა­ნი შრო­მობს. შშმ პირი ვარ და დღემ­დე მა­ინც არ ვჩერ­დე­ბი, სულ ვმუ­შა­ობ­დი და ვმუ­შა­ობ, რო­გორც შე­მიძ­ლია. ვტაქ­სა­ობ­დი კი­დეც და რა­საც ვშო­უ­ლობ­დი, სახ­ლში მიმ­ქონ­და... მი­მაჩ­ნია, რომ ცოლ­მა და მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა აბუ­ჩად ამიგ­დეს... დე­და­ჩე­მი ისე­თი ქა­ლია, მი­თხრა - თუ ბავ­შვებს მი­ა­ტო­ვებ, უკ­რა­ი­ნა­ში, სახ­ლში აღარ ჩა­მოხ­ვი­დეო. შვი­ლე­ბი არ მი­მი­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ მე და ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ერ­თად აღარ ვცხოვ­რობთ.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ქა­ლაქ ჩერ­კას­ში (კი­ე­ვი­დან 180 კი­ლო­მეტ­რი) 1966 წელს 24 აპ­რილს და­ი­ბა­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სპეც­სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და:

"იმ­ჟა­მად ყი­რიმ­ში იყო ნა­წი­ლი და იქ ვმსა­ხუ­რობ­დი. ორ­ნა­ხე­ვა­რი წელი ვიმ­სა­ხუ­რე და სახ­ლში დავ­ბრუნ­დი. მერე კი მა­მის მო­თხოვ­ნით, სწავ­ლა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში და­ვი­წყე. სას­წავ­ლე­ბე­ლი რომ და­ვამ­თავ­რე, აფხა­ზურ-ქარ­თულ კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვა მა­შინ მო­მი­წია. რო­გორც გი­თხა­რით, ჩვე­ნი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1993 წელს ჩა­მო­ვი­და. სამ­ხედ­რო პირი ვი­ყა­ვი და სხვა­ნა­ი­რად არ შე­მეძ­ლო,“ - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ბი­ლი­კი.

- ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ომია და ამ ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დია...

- უკ­რა­ი­ნა ყო­ველ­თვის მდი­და­რი ქვე­ყა­ნა იყო, ყვე­ლას კვე­ბავ­და, მათ შო­რის, რუ­სეთ­საც... ახლა სა­კუ­თა­რი მი­წის­თვის, წი­ნაპ­რე­ბის სუ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის... მა­მა­ჩე­მი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რუ­სე­ბი ვერ შე­იყ­ვა­რა, ვერ იტან­და კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას, ომის მო­ნა­წი­ლე იყო და შშმ პირი, პაპა ფი­ნე­თის ომში იბ­რძო­და... მტერ­მა თუ წელ­ში მოგ­ხა­რა, მერე ვე­ღარ გას­წორ­დე­ბი, ამი­ტომ, უკ­რა­ი­ნა ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს, არა­ფერს დათ­მობს. ეს რაც ახლა იქ ხდე­ბა, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა... უკ­რა­ი­ნა­ში დედა მყავს, ახლა მარ­ტოა ქა­ლაქ ჩერ­კას­ში, 6 წლის წინ მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა...

- მეს­მის, ემო­ცი­უ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის მძი­მეა...

- რა­საც რუ­სე­ბი ახლა იქ აკე­თე­ბენ, ეს ფა­შიზ­მია. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ამას გერ­მა­ნე­ლე­ბი არ აკე­თებ­დნენ. იქ რე­გუ­ლა­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბი არ არის, ისი­ნი პირ­ველ დღე­ებ­ში იყ­ვნენ. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბი ახლა ისეთ ხალ­ხს უშ­ვე­ბენ, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გი­ლი ვერ იპო­ვა. ამი­ტომ უბე­დუ­რე­ბას ატ­რი­ა­ლე­ბენ. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გე­ნო­ცი­დია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი.

2015 წელს იქ 6 თვე ვი­ყა­ვი, სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში რო­გორც შე­მეძ­ლო, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ამის­თვის ორ­დე­ნიც გა­მო­მიგ­ზავ­ნეს... სა­ქარ­თვე­ლო­ში გორ­გას­ლის მე­და­ლი მაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი.

- რო­გორც სამ­ხედ­რო, რა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ - რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი და რო­დის დას­რულ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ეს კოშ­მა­რი?

- მსოფ­ლი­ოს მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ უნდა გა­ვუძ­ლოთ. ჩვე­ნი ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბიც ომო­ბენ. იქ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა და შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა დღეს არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა ერ­თი­ა­ნია და ერთი მიზ­ნის­თვის იბ­რძვის. აგ­რე­სო­რე­ბის მიერ კი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა მი­დის.

- ახლა მარ­ტო ცხოვ­რობთ? სახ­ლი გაქვთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­თვის აქ სახ­ლი არ მო­უ­ცი­ათ. სა­დაც ვცხოვ­რობ, ის ფარ­თო­ბი სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მით­მო, როცა იქ ვმსა­ხუ­რობ­დი. პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, არც ჩე­მია. კედ­ლებ­ზე წყა­ლი ჩა­მო­დის. ჩემი შვი­ლი ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს, თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს, მი­თხრა, - გა­ვა­რე­მონ­ტო­თო, და­ვი­წყე რე­მონ­ტი, მაგ­რამ კე­დე­ლი ისევ დას­ველ­და... არ ვიცი, რა ვი­ფიქ­რო, ბი­ნე­ბი ქარ­თვე­ლებს მის­ცეს, მე - არა... დევ­ნი­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან არ მინ­და ლა­პა­რა­კი...

- ახლა ყუ­რა­დღე­ბას ვინ გაქ­ცევთ?

- მე თვი­თონ ვუვ­ლი ჩემს თავს...

- სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ, აქ რომ დარ­ჩით?

- მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სი­მარ­თლე რომ ვთქვა, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, არ ვნა­ნობ, შვი­ლე­ბი გავ­ზარ­დე. ადა­მი­ანს მათ წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს. ...უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შვი­ლებს პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი მი­წის მი­მართ სიყ­ვა­რულს უღ­ვი­ვე­ბენ, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას და იმას, რომ არა­ვის დას­ცი­ნოს და არ შე­უ­რა­ცხყოს. ადა­მი­ან­მა უნდა გა­ი­ხა­როს და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბით იბედ­ნი­ე­როს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხი ვართ და არა­ვის არა­ფე­რი გვინ­და. უკ­რა­ი­ნას სხვი­სი მი­წე­ბი არ მი­უ­სა­კუთ­რე­ბია. და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას ქვე­ყა­ნა იმ­სა­ხუ­რებს.

  • P.S. აფხა­ზე­თის ომის დროს ასო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ია­რა­ღით იბ­რძო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. უკვე სო­ხუ­მის და­ცე­მის შემ­დეგ კი სწო­რედ უკ­რა­ი­ნულ­მა გე­მებ­მა და ვერ­ტმფრე­ნებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს დევ­ნი­ლე­ბი სამ­შვი­დო­ბოს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1964
0

ბინის ჩუქებას იმსახურებს!

არ მეცოდება.
26

თბილისი და ბათუმი,/ რაც ვიცი / სავსეა ბუღა ბუღა უკრაინელებით, თურმე ცოლშვილი ჩამოაცილეს, მაგრამ უკან დაბრუნებას არავინ ფიქრობს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"1993 წელს ჩამოვედით და საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩავერთეთ... კოდორის ხეობაში დავიჭერი" - რას ჰყვება უკრაინელი მებრძოლი, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა?

"1993 წელს ჩამოვედით და საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩავერთეთ... კოდორის ხეობაში დავიჭერი" -  რას ჰყვება უკრაინელი მებრძოლი, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა?

უკრაინელი ლეონიდ ბილიკი წლებია, საქართველოში ცხოვრობს, ის აფხაზეთის ომი მონაწილეა, სადაც ფეხი დაკარგა. ambebi.ge ლეონიდ ბილიკის ამბით დაინტერესდა და ვთხოვეთ, საკუთარი ცხოვრების შესახებ მოეთხრო.

"ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს უკრაინის ნაციონალური თავდაცვის ქვედანაყოფი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. იმ ქვედანაყოფში მეც ვიყავი. გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით, კოდორის ხეობაში ქართველებისთვის გარკვეული დახმარება გაგვეწია და შემდეგ უკრაინაში დავბრუნებულიყავით, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩავერთეთ... ისე მოხდა, რომ კოდორის ხეობაში დავიჭერი, სოფელ აჟარაში სამი დღე ვიწექი... თბილისში მოგვიანებით გადმომიყვანეს. ფეხზე ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ შემდეგ განგრენა განვითარდა და ფეხი დავკარგე... 6 თვის განმავლობაში 7 ოპერაცია გამიკეთდა. ბევრი სისხლი დავკარგე. წონაში საგრძნობლად დავიკელი, 54 კილოგრამს ვიწონიდი. ეტლს ვიყავი მიჯაჭვული. ძალა არ მქონდა და ენერგიას თანდათან ვიკრებდი", - გვიყვება ბატონი ლეონიდი, რომელიც აფხაზეთის დაცემის შემდეგ უკრაინაში აღარ დაბრუნებულა - საქართველოში დარჩა.

- დავრჩი, რადგან ჩვენთან, უკრაინაში პოლიტიკური რეპრესიები იყო. პრეზიდენტ კუჩმას ბრძანებით, სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ 15 წელს უსჯიდნენ. ამიტომ ჩასვლა არ გავრისკე... საქართველოში 1993 წელს ჩამოსული, იქ მხოლოდ 1998 წელს დავბრუნდი, რომ მშობლები და ნათესავები მენახა...

მამამ მითხრა, - კა-გე-ბედან იყვნენ, შენი ამბავი აინტერესებდათო. რადგანაც ჩემით დაინტერესებულები იყვნენ, მივხვდი, თავს არ დამანებებდნენ და გადავწყვიტე, ისევ თბილისში ჩამოვსულიყავი. შშმ პირი რომ დავეპატიმრებინეთ, სასჯელის მოხდა გამიჭირდებოდა... დავბრუნდი და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა. მერე დავქორწინდი, მაგრამ არ გამიმართლა. ჩვენი ურთიერთობა არ შედგა... ცოლი შევირთე, გურული ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ერთად კი პირველი შვილი, გოგონა გაგვიჩნდა... შემდეგ ბიჭი შეგვეძინა. სამწუხაროდ, ჩვენს შორის ოჯახური კონფლიქტები დაიწყო. წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ, მიყვარს, რომ ადამიანი შრომობს. შშმ პირი ვარ და დღემდე მაინც არ ვჩერდები, სულ ვმუშაობდი და ვმუშაობ, როგორც შემიძლია. ვტაქსაობდი კიდეც და რასაც ვშოულობდი, სახლში მიმქონდა... მიმაჩნია, რომ ცოლმა და მისმა ნათესავებმა აბუჩად ამიგდეს... დედაჩემი ისეთი ქალია, მითხრა - თუ ბავშვებს მიატოვებ, უკრაინაში, სახლში აღარ ჩამოხვიდეო. შვილები არ მიმიტოვებია, მაგრამ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ.

ჩვენი რესპონდენტი ქალაქ ჩერკასში (კიევიდან 180 კილომეტრი) 1966 წელს 24 აპრილს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სპეცსამსახურში წავიდა:

"იმჟამად ყირიმში იყო ნაწილი და იქ ვმსახურობდი. ორნახევარი წელი ვიმსახურე და სახლში დავბრუნდი. მერე კი მამის მოთხოვნით, სწავლა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებელში დავიწყე. სასწავლებელი რომ დავამთავრე, აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში ჩართვა მაშინ მომიწია. როგორც გითხარით, ჩვენი ნაწილი საქართველოში 1993 წელს ჩამოვიდა. სამხედრო პირი ვიყავი და სხვანაირად არ შემეძლო,“ - გვიყვება ბატონი ბილიკი.

- ახლა უკრაინაში ომია და ამ ქვეყნის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდია...

- უკრაინა ყოველთვის მდიდარი ქვეყანა იყო, ყველას კვებავდა, მათ შორის, რუსეთსაც... ახლა საკუთარი მიწისთვის, წინაპრების სულებისთვის იბრძვის... მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რუსები ვერ შეიყვარა, ვერ იტანდა კომუნისტურ პარტიას, ომის მონაწილე იყო და შშმ პირი, პაპა ფინეთის ომში იბრძოდა... მტერმა თუ წელში მოგხარა, მერე ვეღარ გასწორდები, ამიტომ, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს, არაფერს დათმობს. ეს რაც ახლა იქ ხდება, უკრაინის წინააღმდეგობაა... უკრაინაში დედა მყავს, ახლა მარტოა ქალაქ ჩერკასში, 6 წლის წინ მხედველობა დაკარგა...

- მესმის, ემოციურად ეს ყველაფერი თქვენთვის მძიმეა...

- რასაც რუსები ახლა იქ აკეთებენ, ეს ფაშიზმია. მეორე მსოფლიო ომის დროს ამას გერმანელები არ აკეთებდნენ. იქ რეგულარული ნაწილები არ არის, ისინი პირველ დღეებში იყვნენ. უკრაინაში რუსები ახლა ისეთ ხალხს უშვებენ, რომლებმაც საზოგადოებაში ადგილი ვერ იპოვა. ამიტომ უბედურებას ატრიალებენ. მათი დამსახურებით უკრაინელების გენოციდია გაჩაღებული.

2015 წელს იქ 6 თვე ვიყავი, სამხედრო მოქმედებებში როგორც შემეძლო, ვმონაწილეობდი. ამისთვის ორდენიც გამომიგზავნეს... საქართველოში გორგასლის მედალი მაქვს მონიჭებული.

- როგორც სამხედრო, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ - როგორ გაგრძელდება პროცესები და როდის დასრულდება უკრაინაში ეს კოშმარი?

- მსოფლიოს მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება, მაგრამ უნდა გავუძლოთ. ჩვენი ქალები და ბავშვებიც ომობენ. იქ პოლიტიკური გაუგებრობა და შეუთანხმებლობა დღეს არ არსებობს, ყველა ერთიანია და ერთი მიზნისთვის იბრძვის. აგრესორების მიერ კი უკრაინელი ხალხის განადგურება მიდის.

- ახლა მარტო ცხოვრობთ? სახლი გაქვთ?

- სამწუხაროდ, ჩემთვის აქ სახლი არ მოუციათ. სადაც ვცხოვრობ, ის ფართობი საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა დამითმო, როცა იქ ვმსახურობდი. პრივატიზებული არ არის და შესაბამისად, არც ჩემია. კედლებზე წყალი ჩამოდის. ჩემი შვილი ევროპაში ცხოვრობს, თავისი ოჯახი აქვს, მითხრა, - გავარემონტოთო, დავიწყე რემონტი, მაგრამ კედელი ისევ დასველდა... არ ვიცი, რა ვიფიქრო, ბინები ქართველებს მისცეს, მე - არა... დევნილების სამინისტროსთან არ მინდა ლაპარაკი...

- ახლა ყურადღებას ვინ გაქცევთ?

- მე თვითონ ვუვლი ჩემს თავს...

- სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, აქ რომ დარჩით?

- მიუხედავად ყველაფრისა, სიმართლე რომ ვთქვა, სწორად მოვიქეცი, არ ვნანობ, შვილები გავზარდე. ადამიანს მათ წინაშე პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ...უკრაინელები შვილებს პირველ რიგში საკუთარი მიწის მიმართ სიყვარულს უღვივებენ, ასევე ადამიანის სიყვარულს, პატივისცემას და იმას, რომ არავის დასცინოს და არ შეურაცხყოს. ადამიანმა უნდა გაიხაროს და თავის ქვეყანაში ცხოვრებით იბედნიეროს. დამოუკიდებელი, თავისუფალი ხალხი ვართ და არავის არაფერი გვინდა. უკრაინას სხვისი მიწები არ მიუსაკუთრებია. დამოუკიდებლად ცხოვრებას ქვეყანა იმსახურებს.

  • P.S. აფხაზეთის ომის დროს ასობით უკრაინელი იარაღით იბრძოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ. უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ კი სწორედ უკრაინულმა გემებმა და ვერტმფრენებმა გამოიყვანეს დევნილები სამშვიდობოს.