მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი - ვინ იყო დავით ჟვანია, რომელიც უკრაინაში დაბომბვისას დაიღუპა
ბიზნესმენი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი - ვინ იყო დავით ჟვანია, რომელიც უკრაინაში დაბომბვისას დაიღუპა

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მრჩე­ვე­ლის, ან­ტონ გე­რა­შენ­კოს მიერ "ტე­ლეგ­რამ­ში“ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­დას ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და­ვით ჟვა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში, "ნაც­რის­ფერ ზო­ნა­ში“ და­ბომბვი­სას და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ჟვა­ნია ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ონ­ში, სო­ფელ ნო­ვო­პოკ­როვ­კას­თან, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სა­გუ­შა­გოს­თან სა­არ­ტი­ლე­რიო სრო­ლას ემსხვერ­პლა.

  • ვინ იყო და­ვით ჟვა­ნია?

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით ჟვა­ნია თა­ვი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის გამო, ხში­რად გამ­ხდა­რა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი.

იგი 1967 წლის 20 ივ­ნისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა N61 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. შემ­დეგ კი – თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის და­გეგ­მვის სპე­ცი­ა­ლო­ბით, ეკო­ნო­მის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

მსა­ხუ­რობ­და საბ­ჭო­თა ჯარ­ში. უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 1991 წელს გა­და­ვი­და, სა­დაც ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ა­ში - "სა­ვაჭ­რო სახ­ლი", მე­ნე­ჯე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. სწრა­ფად მი­ი­წევ­და თურ­მე კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე და ჯერ ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და, შემ­დეგ კი სხვა კომ­პა­ნი­ის, "ბრინ­კფორდ კონს ლი­მი­ტე­დის" პრე­ზი­დენ­ტი.

და­ვით ჟვა­ნი­ას, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის კა­რი­ე­რა კი 2002 წლი­დან იწყე­ბა. უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს რა­და­ში ის ბლოკ "ნაშა უკ­რა­ი­ნას" სიით მოხ­ვდა. იყო უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ იუ­შენ­კოს სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

დე­პუ­ტა­ტის რან­გში და­ვით ჟვა­ნი­ამ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა. 2005-ში კი იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს მთავ­რო­ბა­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
10

მიცვალებულზე არ შეიძლება ცუდის თქმა,მაგრამ მახსენდება როცა უკრაინულ ტეკევიზიის თოქშოუში სააკაშვილთან მოუვიდა კონფლიქტი და მიშამ უთხრა,მოსკოვი ვერ დაგიცავსო.....უსე ვინც უკრაინაში ვცხოვრობდით კარგად ვიცოდით თუ რა ტიპის "ბიზნესმენი" იყო,სახელმწიფო ბიუჯეტის გაყვლიფვის ოსტატი. გამოადგებოდა დღევანდელ ჩვენს მთავრობას საქართველოში,ბევრ ახალ მეთოდს ასწავლიდა,თორემ ამათი მეთოდები ისევ შევარდნაძის პერიოდს ვერ გასცდა .

zurabi
3

ვინ მოკლა ბოლო ბოლო ეს კაცი ?ზალიან აირია უკრაინაში ტყუილ მართალი .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ბიზნესმენი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი - ვინ იყო დავით ჟვანია, რომელიც უკრაინაში დაბომბვისას დაიღუპა

ბიზნესმენი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი - ვინ იყო დავით ჟვანია, რომელიც უკრაინაში დაბომბვისას დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს მიერ "ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, "ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჟვანია ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან, რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო სროლას ემსხვერპლა.

  • ვინ იყო დავით ჟვანია?

ცნობილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი დავით ჟვანია თავისი ბიოგრაფიის გამო, ხშირად გამხდარა ჟურნალისტების ინტერესის ობიექტი.

იგი 1967 წლის 20 ივნისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა N61 საშუალო სკოლა. შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით, ეკონომისტის კვალიფიკაციით.

მსახურობდა საბჭოთა ჯარში. უკრაინაში საცხოვრებლად 1991 წელს გადავიდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში - "სავაჭრო სახლი", მენეჯერად დაიწყო მუშაობა. სწრაფად მიიწევდა თურმე კარიერულ კიბეზე და ჯერ ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი გახდა, შემდეგ კი სხვა კომპანიის, "ბრინკფორდ კონს ლიმიტედის" პრეზიდენტი.

დავით ჟვანიას, როგორც პოლიტიკოსის კარიერა კი 2002 წლიდან იწყება. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ "ნაშა უკრაინას" სიით მოხვდა. იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

დეპუტატის რანგში დავით ჟვანიამ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი ჩაიბარა. 2005-ში კი იულია ტიმოშენკოს მთავრობაში საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

ასევე იხილეთ: