ავტორი:

"ლენდ-ლიზის" კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია - დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ" - ზელენსკი

"ლენდ-ლიზის" კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია - დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ" - ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ "ლენდ-ლიზის" აქტზე ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

აქტი, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად მოეწერა ხელი, ზელენსკის თქმით, ისტორიული ნაბიჯია.

"მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. ,,ლენდ-ლიზის" შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ,,ლენ-ლიზის" აქტს ხელი მოაწერა, რითიც იგი კანონიერ ძალაში შევიდა. ამიერიდან აშშ უკრაინას სწრაფ და ეფექტურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.

ასევე იხილეთ: