ლატვიამ მომღერალი ფილიპ კირკოროვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. კირკოროვთან ერთად ქვეყანამ კირკოროვის სამ მეგობარს, ვლადიმერ ვინოკურს, ევგენი პეტროსიანსა და ირინა ვინერ-უსმანოვას ქვეყანაში შესვლის უფლება შეუზღუდა.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა 9 მაისს განაცხადა.
"საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკაში არასასურველი პირების სიაში შევიტანო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ფილიპ კირკოროვი, ვლადიმერ ვინოკური ევგენი პეტროსიანი ირინა ვინერ-უსმანოვა.
ვაწესებთ ლატვიაში შესვლის განუსაზღვრელი აკრძალვას“, - წერს მინისტრი Twitter-ზე.
რამდენიმე კვირის წინ კირკოროვთან დაკავშირებით იგივე გადაწყვეტილება ესტონეთმა მიიღო, მაგრამ ესტონეთში შესვლა მომღერალს 5 წლით აეკრძალა.
კირკოროვის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება მისი პუტინისადმი ერთგულმა მხარდაჭერამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ კირკოროვს რუსეთში გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე ჯვარზე სკანდალური ცეკვის გამო დაიბარებენ.