სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგი“ Wings for Life World Run-ს წელსაც შეუერთდა
"თეგეტა ჰოლდინგი“ Wings for Life World Run-ს წელსაც შეუერთდა

ერთი მიზ­ნით - მეტი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას შე­უ­ერ­თდა. მა­ღა­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის გუნ­დი საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თონ­ში წელს უკვე მეშ­ვი­დედ ჩა­ერ­თო მი­სი­ით, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად.

ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, "თე­გე­ტას“ გუნ­დის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსოფ­ლიო მა­რა­თონ­შიWings for Life World Run, რო­მე­ლიც 6 კონ­ტი­ნენტს, ერ­თსა და იმა­ვე დროს, ერთი მი­სი­ით აერ­თი­ა­ნებს - გავ­ხა­დოთ ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გან­კურ­ნე­ბა­დი. გვჯე­რა, რომ სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ, ვიზ­რუ­ნოთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე, შევ­ძლებთ მსოფ­ლიო უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლოთ."

წელს მა­რა­თონ­ში "თე­გე­ტას“ 60-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­ერ­თო. მსოფ­ლიო რბე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის მათ დი­ნა­მო არე­ნა აირ­ჩი­ეს. "თე­გე­ტას“ გუნ­დი­დან ყვე­ლა­ზე მეტი ბექა ქა­ში­ბა­ძემ გა­ირ­ბი­ნა. კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა 19.09 კმ და­ფა­რა.

Wings for Life World Run 2022-ის ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ჯამ­ში, 25 კომ­პა­ნია და 1500-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე შე­უ­ერ­თდა. გარ­ბე­ნი რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. წელს "სა­ფი­ნი­შო მან­ქა­ნის“ ფუნ­ქცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია ას­რუ­ლებ­და, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ და­ფა­რულ მან­ძილს აკონ­ტრო­ლებ­და.

Wings for Life World Run სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი ფორ­მა­ტი აქვს. მას­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ მორ­ბე­ნა­ლებ­თან ერ­თად, მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ასე­ვე, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მა­რა­თონს არ აქვს ფი­ნი­შის ხაზი, შე­უ­ზღუ­და­ვია დროც. მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფა­სი­ა­ნია. შე­მო­სუ­ლი თან­ხა, ასე­ვე, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად ირი­ცხე­ბა Wings For Life-ის ფონდში, რო­მე­ლიც ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

წელს მა­რა­თონს 165 ქვეყ­ნი­დან 161, 892 მო­ნა­წი­ლე ჰყავ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბი­სათ­ვის 4.7 მი­ლი­ო­ნი ევრო შეგ­როვ­და.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგი“ Wings for Life World Run-ს წელსაც შეუერთდა

"თეგეტა ჰოლდინგი“ Wings for Life World Run-ს წელსაც შეუერთდა

ერთი მიზნით - მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, "თეგეტა ჰოლდინგი“ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას შეუერთდა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში წელს უკვე მეშვიდედ ჩაერთო მისიით, საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დასამარცხებლად.

ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "უკვე რამდენიმე წელია, "თეგეტას“ გუნდის წევრები მონაწილეობენ მსოფლიო მარათონშიWings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს, ერთსა და იმავე დროს, ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ვიზრუნოთ და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, შევძლებთ მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალოთ."

წელს მარათონში "თეგეტას“ 60-მდე თანამშრომელი ჩაერთო. მსოფლიო რბენაში მონაწილეობისათვის მათ დინამო არენა აირჩიეს. "თეგეტას“ გუნდიდან ყველაზე მეტი ბექა ქაშიბაძემ გაირბინა. კომპანიის თანამშრომელმა 19.09 კმ დაფარა.

Wings for Life World Run 2022-ის ღონისძიებას საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 25 კომპანია და 1500-ზე მეტი მონაწილე შეუერთდა. გარბენი რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. წელს "საფინიშო მანქანის“ ფუნქციას სპეციალური აპლიკაცია ასრულებდა, რომელიც მონაწილეების მიერ დაფარულ მანძილს აკონტროლებდა.

Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე, ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია. შემოსული თანხა, ასევე, კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.

წელს მარათონს 165 ქვეყნიდან 161, 892 მონაწილე ჰყავდა. საერთო ჯამში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისათვის 4.7 მილიონი ევრო შეგროვდა.

(R)