ავტორი:

"თქვენ მარტოები არ ხართ, ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში ჩამოვედი" - შარლ მიშელი

"თქვენ მარტოები არ ხართ, ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში ჩამოვედი" - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ მან "ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ მიკრობლოგში დაწერა.

"ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში ჩამოვედი, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ "შეიძლება ევროპის შეგრძნება“, - განაცხადა მიშელმა.

მისივე თქმით, ოდესაში დღეს უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან, თავის თავისუფლებას კი - რუსული აგრესიისგან.

"თქვენ მარტოები არ ხართ. ევროკავშირი მხარს გიჭერთ“, - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალსა და ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შეხვდა.