პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ბექა და გიორგი შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ
ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ბექა და გიორგი შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ

ვარ­კე­თილ­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ მე­გობ­რებს - ბექა და გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ებს, რო­მელ­თაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა­სა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ალექ­სან­დრე მზი­რიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

ცნო­ბის­თვის, ბექა და გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მცხე­თა­ში მომ­ხდარ, პო­ლი­ცი­ელ­ზე და მის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმის, პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა 8 მა­ისს წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 აპ­რილს, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 39-ე კი­ლო­მეტრზე, მცხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბის დროს, ბექა შენ­გე­ლია თავს და­ეს­ხა და მისი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლი გან­ზრახ და­ა­ჯა­ხა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის, და­ვით მი­ქი­აშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ამოტ­რი­ალ­და და და­ვით მი­ქი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ბექა და გიორგი შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ

ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ბექა და გიორგი შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ

ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს - ბექა და გიორგი შენგელიებს, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

ცნობისთვის, ბექა და გიორგი შენგელიებს, საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.