ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სახე და ეს სახე სისხლიანია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც ვარშავაში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთის შეშინება შეუძლებელია.
"მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების დანგრევა, საფლავების შეურაცხყოფა და ახლა, ყველა ღირსეული ადამიანისთვის წმინდა დღეს, გვირგვინით შემკობის ცერემონიის ჩაშლა ადასტურებს, რომ დასავლეთი ფაშიზმის რეინკარნაციის კურსს ატარებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ", - აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, პოლონეთში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც ის წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.
ასევე იხილეთ: