პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარლ ჰარცელი: "ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას... კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი"
კარლ ჰარცელი: "ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას... კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი"

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, ევ­რო­პის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პის დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით არის ევ­რო­პის გუნ­დი, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბულ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას.

ევ­რო­პის დღეს, ტრა­დი­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ელჩი კარლ ჰარ­ცე­ლი ყუ­რა­დღე­ბას ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს და კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის სო­ლი­და­რო­ბას, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ, გან­სა­კუთ­რე­ბით, უკ­რა­ი­ნის მი­მართ.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით დგას ძლი­ე­რი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. მი­სი­ვე თქმით, ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ გაგ­რძელ­დე­ბა და კვლავ ექ­ნე­ბათ „სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც მე­გობ­რი­სა და პარტნი­ო­რის იმე­დი“.

"იმ დროს, რო­დე­საც ევ­რო­პა ჯერ კი­დევ და­მან­გრე­ვე­ლი ომის ფერ­ფლი­დან დგე­ბო­და, მტკი­ცედ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი უზ­რუნ­ველ­ყო, რომ ევ­რო­პა­ში ომე­ბი აღარ ყო­ფი­ლი­ყო.

თუმ­ცა ჩვენ ამ ხედ­ვის ერ­თგულ­ნი ვრჩე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, სხვე­ბი უხე­შად და ტრა­გი­კუ­ლად აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ მოვ­ლე­ნებს მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ხე­და­ვენ. რო­დე­საც რუ­სე­თი ევ­რო­პა­ში თა­ვის გა­უ­მარ­თლე­ბელ ომს აწარ­მო­ებს, ჩვენ მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ უკ­რა­ი­ნას და მის გვერ­დით ვდგა­ვართ, იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც გვა­ერ­თი­ა­ნებს და რო­მელ­საც ჩვე­ნი კავ­ში­რი ეფუძ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში გა­იზ­რდე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა - ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა - მისი მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ ფეს­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და კულ­ტუ­რა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის, თა­ნას­წო­რო­ბის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ღრმა სა­ფუძ­ვლის არ­სე­ბო­ბას გვაჩ­ვე­ნებს. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის დღემ­დე ძვირ­ფა­სია და მათ და­სა­ცა­ვად გვინ­და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და ბრძო­ლა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით დგას, ძლი­ე­რი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, კო­ვიდ პან­დე­მი­ი­სა და სხვა კრი­ზი­სე­ბის დროს, ჩვე­ნი ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ. ასეც გა­ვაგ­რძე­ლებთ.

კვლავ გვექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ჩვე­ნი მე­გობ­რი­სა და პარტნი­ო­რის იმე­დი.

ნება მი­ბო­ძეთ, ყვე­ლას მო­გი­ლო­ცოთ ევ­რო­პის დღე!”, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანამ ქუხს და არ უწვიმია!
0

გააძლიერეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა,შეაიარაღეთ საქართველოს ჯარი თანამედროვე იარაღით.ჩაატარეთ სამხედრო წვრთნები, როგორც სამხედროებით ისე ჯარის რეზერვისტებით.მიეცით დაფინანსება და კონტროლი ჯარში ღირსეული ხელფასებისთვის, რომ ბევრმა მოინდომოს ჯარში მსახურობა. საქმე აკეთეთ საქმე და არა მხოლოდ განცხადებები!

Ettew
0

თქვენი მეგობრობა 2008 ში გამოვცადეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

კარლ ჰარცელი: "ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას... კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი"

კარლ ჰარცელი: "ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას... კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი"

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის დღეს, საქართველოს გვერდით არის ევროპის გუნდი, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.

ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, ელჩი კარლ ჰარცელი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. მისივე თქმით, ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაგრძელდება და კვლავ ექნებათ „საქართველოს, როგორც მეგობრისა და პარტნიორის იმედი“.

"იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო.

თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება.

საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა - მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად, კოვიდ პანდემიისა და სხვა კრიზისების დროს, ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ.

კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი.

ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!”, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.