ავტორი:

"არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა" - პოდოლიაკი პუტინს პასუხობს

"არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა" - პოდოლიაკი პუტინს პასუხობს

რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმის დაწყებამდე, უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პოდოლიაკის განცხადებით, ამ ომისთვის არანაირი რაციონალური მიზეზი არ არსებობდა.

"მოდი ახლიდან ვისაუბროთ. ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას. უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დღეს, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინასთან ომი "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო".

"ნატო-მ დაიწყო აქტიური სამხედრო მოცვა ჩვენს სიახლოვეს... საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან“ - თქვა მან.

ასევე იხილეთ: