მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ისევ და ისევ "სამეფო კარის გადატრიალებაა" - რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?
"თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ისევ და ისევ "სამეფო კარის გადატრიალებაა" - რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა. ალ­ბათ, კრემ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუ მარ­თლაც და­წეს­და რუ­სულ ნავ­თობ­ზე ემ­ბარ­გო, თუმ­ცა ამას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ჰყავს ევ­რო­კავ­შირ­შიც, მო­ვის­მი­ნეთ სლო­ვა­კე­თი­სა და უნ­გრე­თის გან­ცხა­დე­ბე­ბი... რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და­სავ­ლე­თის ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია, რაც მე­ტად გაგ­რძელ­დე­ბა ომი, ერ­თი­ა­ნო­ბას საფრ­თხე ხომ არ შე­ექ­მნე­ბა? - ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ჩემი აზ­რით, ევ­რო­პა ვერც რუ­სულ ნავ­თობ­ზე და ვერც გაზ­ზე ასე უცებ ვერ იტყვის უარს. ამის­თვის მომ­ზა­დე­ბას მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი რომ და­ე­წყოთ 5-6 წლით ადრე, დღეს ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ახლა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ვფიქ­რობ, ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. სან­ქცი­ე­ბი რომ და­უ­წე­სო ქვე­ყა­ნას, მას­ზე არ უნდა იყო კრი­ტი­კუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შენც არა­ნაკ­ლებ იზა­რა­ლებ. სწო­რედ ამას ამ­ბობს უნ­გრე­თის პრე­ზი­დენ­ტი. ფაქ­ტია, ევ­რო­პის დიდი ნა­წი­ლი რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხომ კარ­გად ვი­ცით ყვე­ლამ, რომ ომში მყო­ფი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით მი­ე­წო­დე­ბა გაზი ევ­რო­პას, გაზ­სა­დენს მუ­შა­ო­ბა ერთი დღი­თაც არ შე­უ­ჩე­რე­ბია. მოკ­ლედ, რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი იზო­ლი­რე­ბა ასე უცებ ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. ამას დრო და სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა, რაც ნამ­დვი­ლად და­წყე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს შე­დეგს რამ­დე­ნი­მე თვე­ში ვერ მო­ი­ტანს.

- მი­უ­ხე­და­ვად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბი­სა, რომ სან­ქცი­ებს ქვე­ყა­ნამ გა­უძ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი არა აქვთ, აშ­კა­რაა, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი დარ­ტყმას აყე­ნებს რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას, რაც სა­ბო­ლო­ოდ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გი ისე­თი მას­შტა­ბუ­რი, რომ ამან ქვე­ყა­ნა­ში ძვრე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს?

- ჩემი აზ­რით, ეს პრო­ცე­სე­ბი მარ­ტი­ვად არ და­იძ­ვრე­ბა. პუ­ტი­ნის რე­ჟიმს ხალ­ხი და­ტე­რო­რე­ბუ­ლი ჰყავს. ამას­თა­ნა­ვე, სან­ქცი­ე­ბი კი არის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ კრემლში ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ნამ შე­ზღუდ­ვე­ბი და­მან­გრე­ველ შე­დეგს მო­ი­ტანს, მო­ა­ხერ­ხე­ბენ ომის დას­რუ­ლე­ბას და მერე ნელ-ნელა და­ი­წყე­ბენ ვაჭ­რო­ბას ევ­რო­პის ნა­წილ­თან შე­სა­რი­გებ­ლად. ამას­თან, არის ჩი­ნე­თიც, რო­მე­ლიც მისი დიდი პარტნი­ო­რია. თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დი­ნი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს რუ­სეთ­ში, ისევ და ისევ "სა­მე­ფო კა­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბაა". თუმ­ცა ესეც რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, არ ვიცი, რად­გან პუ­ტინ­მა ისე­თი სის­ტე­მა შექ­მნა, კონ­ტრო­ლის ისე­თი და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ ამა­ზეც ექ­ნე­ბა ნა­ფიქ­რი, მით უფრო, გა­მომ­დი­ნა­რე რუ­სე­თის ის­ტო­რი­ი­დან, რაც მან კარ­გად იცის. მოკ­ლედ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, პუ­ტინს ესეც გათ­ვლი­ლი ექ­ნე­ბა და სა­კუ­თარ გა­რე­მოც­ვა­სა და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლებს. ამი­ტო­მაც ეს იოლი საქ­მე არ იქ­ნე­ბა. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ესეა ეს
0

უკრაინა და ქართველები "იგებენ" ყვირილით,ამასობაში ეს ოხერი რუსეთი ჩუმად მიიწევს წინ და იკავებს რაიონებს

w
7

ატრიალეთ რამდენიც გინდათ რუსეთს აქვს იმპერიული ამბიციები და პუტინის შეცვლით არაფერი შეიცვლება. ხომ შეიძლება უარესი მოვიდეს მაშინ რუსეთთან ალბათ სხვაგვარი მიდგფომა იყო საჭირო, წლების წინ უნდა დაეწყოთ ნავთობზე და გაზზე უარის თქმა, ტეწნოლოგიების შეზღუდვა და მრავალი სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ისევ და ისევ "სამეფო კარის გადატრიალებაა" - რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

"თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ისევ და ისევ "სამეფო კარის გადატრიალებაა" - რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში?

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ლამის ყოველდღიურად ფართოვდება. ალბათ, კრემლისთვის ყველაზე მტკივნეული იქნება, თუ მართლაც დაწესდა რუსულ ნავთობზე ემბარგო, თუმცა ამას მოწინააღმდეგეები ჰყავს ევროკავშირშიც, მოვისმინეთ სლოვაკეთისა და უნგრეთის განცხადებები... რუსეთთან დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესია დასავლეთის ერთიანი პოზიცია, რაც მეტად გაგრძელდება ომი, ერთიანობას საფრთხე ხომ არ შეექმნება? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ჩემი აზრით, ევროპა ვერც რუსულ ნავთობზე და ვერც გაზზე ასე უცებ ვერ იტყვის უარს. ამისთვის მომზადებას მუშაობა სჭირდება. ეს პროცესი რომ დაეწყოთ 5-6 წლით ადრე, დღეს ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა, რამდენიმე თვეში, ვფიქრობ, ვერ მოხერხდება. სანქციები რომ დაუწესო ქვეყანას, მასზე არ უნდა იყო კრიტიკულად დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში შენც არანაკლებ იზარალებ. სწორედ ამას ამბობს უნგრეთის პრეზიდენტი. ფაქტია, ევროპის დიდი ნაწილი რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ხომ კარგად ვიცით ყველამ, რომ ომში მყოფი უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება გაზი ევროპას, გაზსადენს მუშაობა ერთი დღითაც არ შეუჩერებია. მოკლედ, რუსეთის ეკონომიკური იზოლირება ასე უცებ ვერ მოხერხდება. ამას დრო და სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ნამდვილად დაწყებულია, მაგრამ ეს შედეგს რამდენიმე თვეში ვერ მოიტანს.

- მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მტკიცებისა, რომ სანქციებს ქვეყანამ გაუძლო და მნიშვნელოვანი პრობლემები არა აქვთ, აშკარაა, რომ შეზღუდვები დარტყმას აყენებს რუსეთის ეკონომიკას, რაც საბოლოოდ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება. თქვენი აზრით, რამდენ ხანში შეიძლება აღმოჩნდეს სანქციების შედეგი ისეთი მასშტაბური, რომ ამან ქვეყანაში ძვრები გამოიწვიოს?

- ჩემი აზრით, ეს პროცესები მარტივად არ დაიძვრება. პუტინის რეჟიმს ხალხი დატერორებული ჰყავს. ამასთანავე, სანქციები კი არის ძალიან მტკივნეული, მაგრამ კრემლში ფიქრობენ, რომ სანამ შეზღუდვები დამანგრეველ შედეგს მოიტანს, მოახერხებენ ომის დასრულებას და მერე ნელ-ნელა დაიწყებენ ვაჭრობას ევროპის ნაწილთან შესარიგებლად. ამასთან, არის ჩინეთიც, რომელიც მისი დიდი პარტნიორია. თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს რუსეთში, ისევ და ისევ "სამეფო კარის გადატრიალებაა". თუმცა ესეც როგორ შეიძლება მოხდეს, არ ვიცი, რადგან პუტინმა ისეთი სისტემა შექმნა, კონტროლის ისეთი დამატებითი მექანიზმები, რომ ამაზეც ექნება ნაფიქრი, მით უფრო, გამომდინარე რუსეთის ისტორიიდან, რაც მან კარგად იცის. მოკლედ, დიდი ალბათობით, პუტინს ესეც გათვლილი ექნება და საკუთარ გარემოცვასა და სახელისუფლებო წრეებს მაქსიმალურად აკონტროლებს. ამიტომაც ეს იოლი საქმე არ იქნება. იხილეთ სტატია სრულად