სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი წილოსანის რუსეთზე გაკეთებულ განცხადებაზე?
"ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი წილოსანის რუსეთზე გაკეთებულ განცხადებაზე?

ვინ­მეს ეჭვი გე­პა­რე­ბათ ნინო წი­ლო­სა­ნის პატ­რი­ო­ტიზ­მში? ვის ეპა­რე­ბა ეჭვი? - იმ ხალ­ხს, რომ­ლებ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი თქვეს? თუ იმ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ეპა­რე­ბათ ეჭვი, რომ­ლე­ბიც ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი? - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კი­თხვას უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის, ნინო წი­ლო­სა­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუ­სე­თის­გან "თუ არ ჩავ­თვლით ძი­რი­თად ტრა­გე­დი­ას, ოკუ­პა­ცი­ას, ნამ­დვი­ლად არ ახ­სენ­დე­ბა ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის რიგი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან მოგ­ვად­გა“.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ასე­თი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია იმის წარ­მო­ჩე­ნა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პატ­რი­ო­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ ვხე­დავთ პრო­პა­გან­დას, ის­ტე­რი­ას, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი არის წარ­მო­ა­ჩი­ნონ, თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი, ეს არის კინო, რო­მელ­საც 10 წე­ლია ვუ­ყუ­რებთ. ამ კი­ნოს ჰქვია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­საც ხალ­ხმა წა­არ­თვა ძა­ლა­უფ­ლე­ბა და უნდა ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოს. 10 წე­ლია სხვა არა­ფე­რი აქვთ სა­ლა­პა­რა­კო გარ­და იმი­სა, თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ეს არის რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი. ვე­რა­ფერს ამ კუ­თხით ვერ ამ­ბო­ბენ და ამას ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც­ნა­ი­რად, ფრა­ზე­ბის ამოჭ­რით.

ვინ­მეს ეჭვი გე­პა­რე­ბათ ნინო წი­ლო­სა­ნის პატ­რი­ო­ტიზ­მში? ვის ეპა­რე­ბა ეჭვი? - იმ ხალ­ხს, რომ­ლებ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი თქვეს? იმათ ეპა­რე­ბათ ეჭვი ნინო წი­ლო­სა­ნის პატ­რი­ო­ტიზ­მში? თუ იმ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ეპა­რე­ბათ ეჭვი, რომ­ლე­ბიც ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში კი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი? ეს არის სწო­რედ სა­მარ­ცხვი­ნო.

მა­ნი­პუ­ლა­ცია სწო­რედ იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ არის მცდე­ლო­ბა კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯით და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ტყვებ­ზე გა­მო­ჭე­რით.

ეს იყო კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცია. სხვა არა­ფე­რია პრო­პა­გან­და. ასე­თი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია იმის წარ­მო­ჩე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თით­ქოს არ არის პატ­რი­ო­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. არა­და, თვი­თონ ეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი იქ­ცე­ვი­ან არა­პატ­რი­ო­ტუ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ნინო წი­ლო­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის­გან "თუ არ ჩავ­თვლით ძი­რი­თად ტრა­გე­დი­ას, ოკუ­პა­ცი­ას", ნამ­დვი­ლად არ ახ­სენ­დე­ბა "ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის რიგი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან მოგ­ვად­გა". "მე არ მახ­სენ­დე­ბა ისე­თი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფაქ­ტე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ, თუ არ ჩავ­თვლით ძი­რი­თად ტრა­გე­დი­ას, რაც ოკუ­პა­ცია არის, ამის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად არ მახ­სენ­დე­ბა ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნის რიგი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან მოგ­ვად­გა", - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა, რო­დე­საც უპა­სუ­ხა "დრო­ე­ბას" ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, თუ ახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, როცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა პუ­ტი­ნის მი­სა­მარ­თით გა­მო­ი­ყე­ნეს სი­ტყვა - "ვი­გინ­და­რა“ ან "სა­მარ­ცხვი­ნო არ­სე­ბა?“

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
0

თუ ადამიანი კორუმპირებულია და შესაბამისად, ცუდი ადამიანია, მას ხმას ვინც აძლევს, ის როგორი ადამიანია??? 

მმმ
38

რუსეთმა შეიძლება თქვას და იმდენად არ გეწყინოს, იმიტომ რომ ოკუპანტია და რა გასაკვირია! აი, ვითომ მეგობარი , რომ ზურგში დანას ჩაგარტყავს ისაა ნწარე. აი ნაციონალები, რომ მტრის წისქვილზე ასხავენ წყალს ისაა უბედურება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი წილოსანის რუსეთზე გაკეთებულ განცხადებაზე?

"ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი წილოსანის რუსეთზე გაკეთებულ განცხადებაზე?

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? - იმ ხალხს, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების კითხვას უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან "თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის მიზანია იმის წარმოჩენა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პატრიოტული ხელისუფლება არ არის.

"სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი ინტერესი არის წარმოაჩინონ, თითქოს "ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი, ეს არის კინო, რომელსაც 10 წელია ვუყურებთ. ამ კინოს ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხალხმა წაართვა ძალაუფლება და უნდა ეს ძალაუფლება დაიბრუნოს. 10 წელია სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო გარდა იმისა, თითქოს "ქართული ოცნება“ ეს არის რუსული პროექტი. ვერაფერს ამ კუთხით ვერ ამბობენ და ამას ცდილობენ, რაღაცნაირად, ფრაზების ამოჭრით.

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? - იმ ხალხს, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? იმათ ეპარებათ ეჭვი ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში კი დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? ეს არის სწორედ სამარცხვინო.

მანიპულაცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ არის მცდელობა კონტექსტიდან ამოგლეჯით და ადამიანების სიტყვებზე გამოჭერით.

ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი მანიპულაცია. სხვა არაფერია პროპაგანდა. ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის მიზანია იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ არის პატრიოტული ხელისუფლება. არადა, თვითონ ეს ტელევიზიები იქცევიან არაპატრიოტულად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან "თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას", ნამდვილად არ ახსენდება "ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა". "მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - განაცხადა წილოსანმა, როდესაც უპასუხა "დროებას" ჟურნალისტის კითხვას, თუ ახსენდება შემთხვევა, როცა "ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პუტინის მისამართით გამოიყენეს სიტყვა - "ვიგინდარა“ ან "სამარცხვინო არსება?“

ასევე იხილეთ: