დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნებოდა, თუმცა ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მერია ვეტერანებს შეკრებას კიკვიძის პარკში სთავაზობს. დედაქალაქის მერიის მიერ ტრადიციული შეკრების კიკვიძის პარკში გადატანის მიუხედავად, ცალკეული მოქალაქეები დღეს დილიდან ვაკის პარკში მაინც მიდიან.
რაც შეეხება კიკვიძის პარკს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, დილიდან სწორედ იქ გეგმავენ მისვლას.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია არ გაიზიარეს.
ასეთი სულისკვეთებით რომ იბრძოდნენ ყველა ერი მეგობრულად და ერთად იმიტომ გაიმარჯვეს ფაშიზმზე,ახლა როგორ შეაძულეს ერთმანეთი უკრაინელებს და რუსებს საშინელი პროპაგანდით რომ ერთმანეთს ახოცინებენ და ვითომპოლიტიკოსები კი სავარძლებში თბილად სხედან და გადმორიცხული მილიონებს ითვლიან
დიდება სამამულო ომში დაღუპულ გმირებს, ცოცხლებს დღეგრძელობა...