პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიბილოვმა დამარცხება აღიარა: ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის ალან გაგლოევი?
ბიბილოვმა დამარცხება აღიარა: ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის ალან გაგლოევი?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი "სამ­ხრეთ ოსე­თის" ე.წ. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა ე.წ. საპ­რე­ზი­დე­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­რა და ალან გაგ­ლო­ევს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სპუტ­ნი­კი" ავ­რცე­ლებს. შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­სავ­ლე­ნად მე-2 ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

"ჩემ­თვის ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი ეჭვგა­რე­შეა და ჩემს სი­ტყვას ვას­რუ­ლებ, რო­გორც პრინ­ციპ­ში ყო­ველ­თვის. ვფიქ­რობ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა, ყვე­ლამ იცით შე­დე­გი. ალან გაგ­ლო­ევს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბულ მუ­შა­ო­ბას, ვი­მე­დოვ­ნებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა", - გა­ნუ­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ბი­ბი­ლოვ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას, "ვინც შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ვა­ლე­ო­ბა და ცალ­კე მათ, ვინც მას მხა­რი და­უ­ჭი­რა". მა­ნამ­დე ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის "ცეს­კომ" კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი გა­მო­ა­ცხა­და:

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბის 85%-ის შე­ჯა­მე­ბის შე­დე­გად, პარ­ტია "ნი­ხა­სის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ალან გაგ­ლო­ევს 53.67% აქვს, ხოლო მოქ­მედ, ე.წ. პრე­ზი­დენტს, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს - 41.3%. დე ფაქ­ტო ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ცნო­ბით­ვე, 8 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბულ "მე­ო­რე ტურ­ში“ ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა 68.2% იყო". ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტური 10 აპ­რილს გა­ი­მარ­თა.

  • ვინ არის ალან გაგ­ლო­ე­ვი?

ალან გაგ­ლო­ე­ვი 1981 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის კა-გე-ბე-ში მუ­შა­ობ­და. დღეს ის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რია. 2020 წლი­დან კი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ნი­ხა­სის“ თავ­მჯდო­მა­რეა. მან თავი გა­მო­ი­ჩი­ნა ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში მოკ­ლუ­ლი ინალ ჯა­ბი­ე­ვის ოჯა­ხის თა­ნად­გო­მით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯა­ბი­ე­ვის ცოლ­მა ოქ­სა­ნა სო­ტი­ე­ვამ შექ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა“ , რო­მე­ლიც გაგ­ლო­ე­ვის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და.

ბი­ბი­ლო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გაგ­ლო­ევს კრემ­ლის მხარ­და­ჭე­რა არ ჰქონ­და.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო“, - გა­ნა­ცხა­და ალან გაგ­ლო­ევ­მა, რო­მელ­მაც ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რა­ლურ მო­ე­დან­ზე, მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად, გა­მარ­ჯვე­ბა აღ­ნიშ­ნა.

პო­ლი­ტო­ლოგ­მა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა ambebi.ge-სთან ამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და:

"ალან გაგ­ლო­ე­ვი უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში. მისი რე­პუ­ტა­ცია არ იყო მთლად იდე­ა­ლუ­რი, ვი­ნა­ი­დან მისი ძმა კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით (მკვლე­ლო­ბე­ბი და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ბრალ­დე­ბო­და) გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ის კი ძმას იცავ­და და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არი­დებ­და თა­ვი­დან. მე­ო­რეს მხრივ, ის საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი და კა­ტე­გო­რი­უ­ლი კრი­ტი­კო­სი იყო ბი­ბი­ლო­ვის, რო­მე­ლიც ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში დიდი ხა­ნია უკვე არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვალიკო
0

ფორმალობაში მაინც გვაჯობეს, რომელს გახსოვთ ჩვენთან რომელიმე არჩევნებში დამარცხებულს გამარჯვებულისათვის მიელოცოს?

გივი
0

კაცო, ეს ის არაა მიშა რომ ძალიან ახლოს იცნობდა? თუ რაღაცა მერევა ეხლა? :))

ავტორი:

ბიბილოვმა დამარცხება აღიარა: ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის ალან გაგლოევი?

ბიბილოვმა დამარცხება აღიარა: ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის ალან გაგლოევი?

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდეტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს. შეგახსენებთ, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტი გამოსავლენად მე-2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

"ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა და ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც პრინციპში ყოველთვის. ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა, ყველამ იცით შედეგი. ალან გაგლოევს ვუსურვებ წარმატებულ მუშაობას, ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოუვა", - განუცხადა ბიბილოვმა ჟურნალისტებს.

ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, "ვინც შეასრულა თავისი სამოქალაქო მოვალეობა და ცალკე მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა". მანამდე ე.წ. რესპუბლიკის "ცესკომ" კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა:

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების 85%-ის შეჯამების შედეგად, პარტია "ნიხასის“ თავმჯდომარეს, ალან გაგლოევს 53.67% აქვს, ხოლო მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 41.3%. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, 8 მაისს ჩატარებულ "მეორე ტურში“ ამომრჩეველთა აქტივობა 68.2% იყო". ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა.

  • ვინ არის ალან გაგლოევი?

ალან გაგლოევი 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის კა-გე-ბე-ში მუშაობდა. დღეს ის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერია. 2020 წლიდან კი ოპოზიციური პარტია "ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით ჯაბიევის ცოლმა ოქსანა სოტიევამ შექმნა ორგანიზაცია "სამოქალაქო პლატფორმა“ , რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა.

ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა არ ჰქონდა.

"მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ალან გაგლოევმა, რომელმაც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე, მომხრეებთან ერთად, გამარჯვება აღნიშნა.

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ambebi.ge-სთან ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა:

"ალან გაგლოევი უშიშროების ყოფილი სამსახურის თანამშრომელია, ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურებში. მისი რეპუტაცია არ იყო მთლად იდეალური, ვინაიდან მისი ძმა კრიმინალური საქმიანობით (მკვლელობები და სხვა ღონისძიებები ბრალდებოდა) გამოირჩეოდა, ის კი ძმას იცავდა და პასუხისმგებლობას არიდებდა თავიდან. მეორეს მხრივ, ის საკმაოდ პრინციპული და კატეგორიული კრიტიკოსი იყო ბიბილოვის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დიდი ხანია უკვე არაპოპულარულია".

იხილეთ ასევე: